რჩევა: პლატონი და პითაგორა აქ ვეღარ წავლენ, მაგრამ შეგიძლიათ წახვიდეთ თქვენ
დამღლელი და დამქანცველი კვირის შემდეგ, თუ იმაზე ფიქრობთ, სად გაატაროთ კვირა საღამო სასიამოვნოდ, მაშინ SOU 2017-ის რჩევის გათვალისწინება ნამდვილად ღირს. დღეს, ფესტივალზე წარმოდგენილი არტისტები თქვენს ცხოვრებას ნეგატიური ნაწილაკებისგან განწმინდავენ და დადებითი ემოციებით აგავსებენ.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ კიდევ პლატონი თვლიდა, რომ მუსიკა სულის მთავარი საზრდოა. ის ამბობდა, რომ ჰარმონიული ბგერების ტკბილი შეზავება ადამიანს წარმოსახვის უნარს უვითარებს და ცხოვრება უფრო მარტივი, სასიამოვნო და ლაღი ხდება. "მუსიკა ცხოვრების მორალური კანონია" - წერდა პლატონი.
შეგვიძლია, მათემატიკის მამა, პითაგორაც გავიხსენოთ, რომელსაც მუსიკის განვითარებაში არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი. ის იყო პირველი, ვინც შექმნა მუსიკალური ინტერვალები. მას სჯეროდა, რომ მუსიკის საშუალებით ნებისმიერი ადამიანის განკურნება შესაძლებელი იყო.
უფრო მოგვიანებით, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მუსიკა თერაპიის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისი საშუალებით ადამიანი ყოველდღიური პრობლემებისგან გაქცევას ახერხებს. თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ის ვინც ხშირად მიმართავს მუსიკალურ თერაპიას, უფრო ეფექტიანად წარმართავს საკუთარ ცხოვრებას, უფრო ენერგიულად უმკლავდება პრობლემებს და საბოლოო ჯამში, ყოველდღიური რუტინისგან მოყენებული მორალური ზიანიც ვალჰალაში უჩინარდება.
ალბათ გახსოვთ ლუის გალაიტის ლეგენდარული ნახატი, რომელსაც ავტორმა მუსიკის ძალა უწოდა. ნახატზე გამოსახულია გოგონა, რომელსაც ვიოლინოზე მისი ძმის მიერ დაკრულ ჰანგებზე ძალიან ღრმად ჩასძინებია. ავტორის მოგონებებიდან ირკვევა, რომ გოგონას უბრალოდ კი არ სძინავს, არამედ მისი სხეული, მენტალურად და ფიზიკურად, სრულ ნირვანაშია.
ასეთი სიამოვნების მინიჭება მხოლოდ მუსიკალურ თერაპიას შეუძლია.
თქვენ კი, დღეს საღამოს გეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ SOU 2017-ის წყალობით მიიღოთ არნახული სიამოვნება და ხვალიდან ცხოვრებას ახალი ენერგიით შეუდგეთ. დღეს ფესტივალზე თქვენს წინაშე ისეთი არტისტები გამოვლენ, რომლებიც გარანტირებულად ჩაგითრევენ მუსიკის საოცარ სამყაროში და ერთი საათის განმავლობაში ამბიენტურ ასტრალში გამოგზაურებენ.
დღეს, 22:00 საათზე, ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები, მასაიოში ფუჯიტა და იან იელინეკი წარდგებიან.
იან იელინეკი ელექტრონული მუსიკის ცნობილი გერმანელი პროდიუსერია. 1995 წელს, როდესაც იანი ბერლინში სოციოლოგიის სასწავლებლად ჩავიდა, ის, ძირითადად, აკადემიურ კარიერაზე იყო კონცენტრირებული, თუმცა ელექტრონული მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს დაუმეგობრდა. სწორედ ამ კონტრასტმა განაპირობა Farben-ის სახელით გამოსული, მიკროჰაუს ჟღერადობით გაჯერებული მუსიკა. 2001 წლისათვის იელინეკის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი Loop Finding Jazz Records შეიქმნა, რომელიც ძველი ჯაზ-ჩანაწერების ბგერით მანიპულაციებზე იყო აგებული. 2010 წლისთვის იგი იაპონელ ვიბროფონისტს, მასაიოში ფუჯიტას შეხვდა.
ექსპერიმენტული დუეტის პირველი ალბომი (Bird, Lake, Objects) ამავე წელს ჩაიწერა. 6 წლის შემდეგ კი, 6 კომპოზიციისგან შემდგარი მეორე ალბომი Schaum გამოვიდა, რომელშიც არატრადიციული პერკუსიული ინსტრუმენტები, ელექტრონული სემპლებით გაჯერებული ჩანართებს ერწყმის. მასაიოში ფუჯიტას ემბიენთ-მუსიკის სცენაზე მნიშვნელოვანი სოლო-კარიერა აქვს. ბერლინში მცხოვრებმა იაპონელმა ვიბროფონისტმა თავდაპირველად პერკუსიულ ინსტრუმენტებზე ისწავლა დაკვრა, რასაც ვიბროფონზე რამდენიმეწლიანი აქტიური ტრეინინგი მოჰყვა. მისი მუსიკის სიღრმისეული და სუფთა ჟღერადობა სიჩუმის ფონზე მედიტაციის პროცესს ახალ კონტექსტში ათავსებს.
ერთი სიტყვით, პლატონი და პითაგორა რომ ცოცხლები იყვნენ და თანამედროვე საქართველოში ცხოვრობდნენ, ამ საღამოზე დასწრებაში ზევსიც კი ვერ შეუშლიდათ ხელს. სამწუხაროდ, მათ ეს არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თქვენ და დიდი დანაშაული იქნება, თუ საკუთარ თავს ამ სიამოვნების შანსს წაართმევთ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები