დაძალებული მშობიარობა მონობაა — მარგარეტ ეტვუდი აბორტის უფლებაზე
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ, შესაძლოა, აბორტის უფლება შეუზღუდოს მოქალაქეებს. ექსკლუზიური ინფორმაცია გამოცემა Politico-მ გაავრცელა, რომელმაც 50 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების გასაუქმებულად მომზადებული ცვლილების სამუშაო ვერსია მოიპოვა. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია, თუმცა, აბორტის უფლების ჩამორთმევის პერსპექტივამ ბევრი შეაშფოთა, მათ შორის, ცნობილი კანადელი მწერალი — მარგარეტ ეტვუდი — რომელმაც ქალთა რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვის საფრთხეზე რამდენიმე ათწლეულის წინ, თავის ცნობილ რომანში მხევლის წიგნი ისაუბრა, თუმცა, მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, საკუთარი სათქმელი მკაფიოდ გამოეხატა:
განახლება: 24 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება მართლაც გააუქმა და თითოეულ შტატს თავად მიეცა შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს, დაშვებული იქნება თუ არა აბორტი.
აბორტი არავის მოსწონს, მაშინაც კი, როცა ის უსაფრთხო და კანონიერია. ეს ის არ არის, რის გაკეთებასაც ნებისმიერი ქალი ერთ მშვენიერ შაბათ საღამოს არჩევდა. თუმცა, არც ის არავის არ მოსწონს, როცა ქალები უკანონო აბორტის გამო სააბაზანოში სისხლისგან იცლებიან. როგორ უნდა მოვიქცეთ?
ამ შეკითხვის სხვაგვარი ფორმულირება ალბათ ასეთი იქნება: როგორ ქვეყანაში გინდათ, რომ ცხოვრობდეთ? ქვეყანაში, სადაც ყოველ პიროვნებას აქვს უფლება, თავის ჯანმრთელობასა და სხეულთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს თუ იქ, სადაც მოსახლეობის ერთი ნახევარი თავისუფალია, მეორე კი — დამონებული?
ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, იყოლიონ თუ არა შვილები, სწორედ დამონებულები არიან. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო ისაკუთრებს მათ სხეულებს და უფლებას, უკარნახოს, როგორ გამოიყენონ ისინი. ერთადერთი მსგავსი გარემოება კაცებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურია. ამ ორივე შემთხვევაში რისკის ქვეშ დგება პიროვნების სიცოცხლე, თუმცა, ჯარში გაწვეულებს საკვებით, სამოსითა და საცხოვრებლით მაინც უზრუნველყოფენ. ამ რაღაცებზე წვდომის უფლება დამნაშავეებსაც კი აქვთ საპატიმროში. თუკი სახელმწიფო [ქალებს] მშობიარობას აიძულებს, მაშინ რატომ არ იღებს ის თავის თავზე პრენატალური პერიოდის, მშობიარობის და პოსტნატალური პერიოდის ხარჯების ანაზღაურებას; ასევე, იმ ბავშვების გაზრდისთვის საჭირო თანხების გადახდას, რომლებიც შეძლებულ ოჯახებში არ ხვდებიან?
და, თუკი სახელმწიფოს ასე ძალიან უყვარს ბავშვები, რატომ არ აფასებს იმ ქალებს, რომლებსაც ბევრი შვილი ჰყავთ — პატივისცემის ნიშნად, რატომ არ იხსნის მათ სიღარიბისგან? თუ ქალები სახელმწიფოს საჭირო სამსახურს უწევენ — მათი სურვილის მიუხედავად — ცხადია, ამ შრომის ანაზღაურებას იმსახურებენ. მიზანი თუ მეტი ბავშვის გაჩენაა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი დათანხმდებოდა შეთავაზებას, ეს რომ სათანადოდ ანაზღაურდებოდეს. სხვა შემთხვევაში, უწევთ ბუნების კანონს დაემორჩილონ: რესურსების სიმწირის გამო, პლაცენტიანს მუცელი მოეშლება.
თუმცა, მეეჭვება, სახელმწიფო საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის პირობას დათანხმდეს. ამის ნაცვლად, ის ამჯობინებს, იაფფასიანი ხრიკით იმოქმედოს: ქალებს შვილების გაჩენა დააძალოს, მერე კი მათ გადაახდევინოს. გადაახდევინოს. გადაახდევინოს. როგორც უკვე ვთქვი, ეს მონობაა.
თუკი ვინმე შვილის გაჩენას არჩევს, ეს, რა თქმა უნდა, სხვა სიტუაციაა. ბავშვი საჩუქარია, რომელსაც თვით სიცოცხლე გჩუქნის. თუმცა, რაღაც რომ საჩუქარი იყოს, ის უანგაროდ უნდა გაიცემოდეს და მიიღებოდეს. საჩუქარზე უარიც შეგიძლია თქვა. ის, რაზეც უარს ვერ ამბობ, საჩუქარი აღარაა. ეს ტირანიის მახასიათებელია.
ჩვენ ვამბობთ, რომ ქალები [ბავშვებს] "სიცოცხლეს ჩუქნიან". და დედები, რომლებიც დედობას არჩევენ, სიცოცხლეს მართლაც ჩუქნიან და მას ძღვნად მიიჩნევენ. თუმცა, თუ მათ ეს არ აურჩევიათ, ისინი სიცოცხლეს არ ჩუქნიან. მათ ამას სხვები სძალავენ ნების საწინააღმდეგოდ.
ქალებს აბორტის გაკეთებას არავინ აძალებს. არც მშობიარობა უნდა დააძალოს მათ არავინ. თუ გსურთ, დააძალეთ, მაგრამ თავისი სახელი მაინც დაარქვით. ეს მონობაა — როცა სხვის სხეულს და მასზე კონტროლს ისაკუთრებ, მერე კი ამ მითვისებით ხეირობ.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები