10 თამაში ჩვენი ბავშვობიდან, რომელსაც ქართულ Squid Game-ში ვითამაშებდით
თუ გასული თვის განმავლობაში On.ge-ის სერიალების ჯგუფში ერთი სერიაც და... ან ზოგადად ფეისბუქზე ერთხელ მაინც შეგიხედავს, Squid Game-ის შესახებ რაღაც აუცილებლად გეცოდინება. სერიალი საქართველოსა და მსოფლიოში ნამდვილ სენსაციად იქცა. კალმარის თამაში გამოსვლიდან 25 დღეში ნეტფლიქსის 111-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა, რითაც სტრიმინგ პლატფორმის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტული მოიპოვა.
კალმარის თამაშში 456 ადამიანი ფულადი პრიზის მოსაგებად ერთმანეთს სასიკვდილო თამაშებში ეჯიბრება. სიუჟეტს კიდევ უფრო შემზარავს ის ფაქტი ხდის, რომ თითოეული შეჯიბრება სამხრეთ კორეაში პოპულარული საბავშვო თამაშების მიხედვითაა შექმნილი.
სიუჟეტის ამგვარმა განვითარებამ, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი ბავშვობის თამაშები გაგვახსენა, რომლებითაც ეზოში თავს ხშირად ვიქცევდით. იმის წარმოსადგენად, თუ როგორი იქნებოდა ქართული კალმარის თამაში, გთავაზობთ 10 თამაშს ჩვენი ბავშვობიდან, რომლითაც შეჯიბრების ორგანიზატორები აუცილებლად დაინტერესდებოდნენ:
1. ვისი სული გსურს
ამ თამაშში ერთმანეთს 10-10 მონაწილით ორ-ორი ჯგუფი უპირისპირდება. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ხელებს ჰკიდებენ და ჯაჭვს ქმნიან. "ვისი სული გსურს?" — დაიყვირებენ ჯგუფები რიგ-რიგობით. გამოძახებულმა წევრმა მოწინააღმდეგის ჯაჭვის გაწყვეტა უნდა სცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დროებით მეორე გუნდის ჯაჭვში აღმოჩნდება. წაგებულია გუნდი, რომელშიც არცერთი მონაწილე აღარ დარჩება. წაგებული გუნდის თავდაპირველი წევრების სულებს მომდევნო თამაშში ვეღარ ვიხილავთ.
2. ორდროშობანა
თამაში დიდ მოედანზე იმართება, რომელსაც ორი დაპირისპირებული გუნდი შუაზე იყოფს. თითოეულმა გუნდმა განსაკუთრებული სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რომლითაც საკუთარ "დროშას" დაიცავს და პარალელურად მოწინააღმდეგე გუნდის "დროშის" მოპოვებასაც შეძლებს. გამარჯვების დროშას ის გუნდი აღმართავს, რომელიც ორივე "დროშას" დაეუფლება.
3. წრეში ბურთი
სპეციალურად ამ თამაშისთვის დახაზულ წრეში მყოფი მონაწილეები ორი უზარმაზარი თოჯინის მიერ ნასროლ ბურთებს (მათ შორის "უდრებს") უნდა გადაურჩნენ. წრიდან გასული და დაჭრილი მონაწილეები დამარცხებულად ითვლებიან, 1 წუთის გასვლის შემდეგ გადარჩენილი მოთამაშეები კი შემდეგ ეტაპზე გადადიან.
P.S. ხაჭაპურების ცხობას არ ვართ!
4. წეროები მიფრინავენ
ამ თამაშისთვის 5 მონაწილისგან 1 გუნდი იკვრება. გათვლას ის იწყებს, რომელსაც მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი ნომერი აქვს მინიჭებული. ტრადიციულად, ის იგებს, რომლის ხელიც გათვლის ბოლოს მოწინააღმდეგის ხელებს დაუსხლტება. წაგებულები, სამწუხაროდ, წეროებთან ერთად შორს გაფრინდებიან.
5. ერთით ნაკლები სკამი
მეგობრის დაბადების დღეზე, ალბათ, მუსიკის ფონზე წრეზე დალაგებული სკამების ირგვლივ ხშირად გირბენია. ქართულ კალმარის თამაშშიც სკამების რაოდენობა მოთამაშეების რაოდენობაზე ერთით ნაკლებია, ამიტომ მუსიკის გაჩერებისთანავე თამაშიდან ყოველ ჯერზე თითო მონაწილეს დავემშვიდობებით, რომელიც, სამწუხაროდ, სუფრას ტორტის საჭმელად ვეღარ დაუბრუნდება.
6. "კრასკობანა"
ამ თამაშში მონაწილეები, ტრადიციულად, "კრასკებად" და "მგლებად" იყოფიან. მცველები "კრასკებს" ფერების სახელებით ბარათებს საიდუმლოდ ურიგებენ. თითოეულ "მგელს" რომელიმე "კრასკის" ფერის გამოცნობის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა აქვს. "მგლის" მიერ გამოცნობილი "კრასკა" თამაშიდან ვარდება, ხოლო თუ "მგლის" მიერ დასახელებული ფერი არც ერთ "კრასკას" აქვს, მაშინ შეჯიბრებას "მგელი" ტოვებს.
P.S. იმედია, მცველები ფერების სახელებს კონსტანტინე გამსახურდიასგან არ ისესხებენ!
7. ჩაძირობანა
თამაშის მონაწილეები ორ გუნდად იყოფიან და უზარმაზარ დაფებზე ნაწილდებიან. გუნდის მოთამაშეები შემთხვევითობის პრინციპით სხვადასხვა ზომის გემებს აირჩევენ და დაფაზე სურვილისამებრ განალაგებენ. ჩაძირული გემების პატრონებს წითელ კომბინეზონებში გამოწყობილი მცველები გემების გზას გაუყენებენ.
8. კლასობანა
ამ თამაშისთვის ბრტყელი და იღბლიანი ქვის მოძებნა ისევ დაგჭირდება. წესები იგივეა: 9 კვადრატად დაყოფილ მოედანზე ქვა რიგ-რიგობით თითოეულ კვადრატში უნდა ისროლო. ამ თამაშის მოსაგებად ქვა მიყოლებით ცხრავე კვადრატში უნდა აღმოჩნდეს და მოედანიც ხტუნვით ცხრაჯერვე უნდა შემოიარო. უკან დაბრუნებისას არც ქვის წამოღება უნდა დაგავიწყდეს. მონაწილე იმ შემთხვევაში მარცხდება, თუ ქვა სწორ კვადრატზე ვერ მოხვდება, მონაწილე ხტუნვისას რომელიმე ხაზს შეეხება ან ქვის უკან წამოღება დაავიწყდება.
9. წითელი, ყვითელი, შავი
საკუთარი სურვილით შექმნილმა წყვილმა ერთი ფერი უნდა აირჩიოს — წითელი, ყვითელი ან შავი. თუმცა თამაშის ამ ვერსიაში უბრალო კოცნითა თუ ლოყაზე გარტყმით თავს ვერ დაიძვრენ. წითელი ფერის არჩევის შემთხვევაში ორივე მოთამაშე გადარჩება, შავის არჩევის შემთხვევაში — ორივე დამარცხებდა, ხოლო ყვითელი ფერი გადაწყვეტილებას მოთამაშეებს ანდობს: მათ 1 საათში გამარჯვებული და დამარცხებული უნდა აირჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში — ორივე დამარცხებულად ჩაითვლება.
10. ტუალეტობანა
სანამ ჯენგას გავიცნობდით, ყველაზე დაძაბული ბრძოლა ტუალეტობანას დროს მიმდინარეობდა. ქართულ კალმარის თამაშში ტუალეტობანა ფინალური შეჯიბრება იქნება, რომელშიც "ტუალეტის" დამანგრეველი ნანგრევებს შორის აღმოჩნდება. ტუალეტობანათი გამოწვეული დაძაბულობის გაძლება ნამდვილად ცალკე ნიჭია!
რადგანაც ქართული კალმარის თამაშის შექმნა ჩვენს ნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული, გადავაწყვიტეთ, რომ შეჯიბრებების დროს მხოლოდ ოფლი და წაგებულთა ცრემლები დაიღვრება, თამაშის შემდეგ კი მონაწილეები დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ!
ამავე თემაზე:
- ტესტი: Squid Game-ის რომელი პერსონაჟი ხარ?;
- 15 საუკეთესო ტვიტი, რომელიც Squid Game-ზე ჩვენს რეაქციებს ზუსტად აღწერს;
- Squid Game 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალია;
- 10 საინტერესო ფაქტი Squid Game-ის შესახებ, რომელიც აქამდე, ალბათ, არ იცოდი;
- 5 თეორია Squid Game-ის შესახებ, რომელიც სერიალს სხვა თვალით დაგანახებს;
- ნახეთ როგორი იქნებოდა სათამაშოების ისტორია Squid Game-ში.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები