5 გზა, რომლითაც მოწყენილობა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ გვცვლის
პანდემიის პერიოდში ალბათ ბევრი ჩვენგანი გრძნობს თავს მოწყენილად. სოციალური შეკრებების, მოგზაურობისა და უამრავი სხვა სახის საქმიანობის შეზღუდვა ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის კი საჭირო იყო, მაგრამ ამ ფაქტორებმა მრავალ ჩვენგანს ბევრი გასაკეთებელი არ დაგვიტოვა.
მოწყენილობა, ერთი შეხედვით, საკმაოდ ტრივიალური შეიძლება ჩანდეს, რადგან ის თითქოს მხოლოდ იმ ადამიანებს აწუხებს, ვისაც ზედმეტად ბევრი თავისუფალი დროის ფუფუნება აქვთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოწყენილობა ადამიანებზე მრავალმხრივ მოქმედებს. ეს კი ბადებს კითხვას: საერთო ჯამში, მოწყენილობა წყევლაა თუ წყალობა? მეცნიერების აზრით, პასუხი შეიძლება ცოტათი ორივეს მოიცავდეს.
ქვემოთ იმ ხუთ შედეგს გაგაცნობთ, რომლის გამოწვევაც მოწყენილობას შეუძლია.
1. იმპულსურობა
მოწყენილობას ხშირად უფრო დამაკმაყოფილებელი საქმიანობის პოვნის სურვილი ახლავს. ეს ჩვენს იმპულსურობას ზრდის, რაც იმ საქმის ბოლომდე მიყვანაში გვიშლის ხელს, რომელსაც იმ მომენტში ვასრულებთ. ამ უკანასკნელზე კონცენტრაციის ნაცვლად, ჩვენ ყურადღების გადატანას ვცდილობთ და სასუსნავების ჭამას ან მობილურში ძრომიალს ვიწყებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ყურადღების გაფანტვა შეიძლება უვნებელი იყოს, ქრონიკული მოწყენილობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი პრობლემური ქცევების გამომუშავებაში, როგორიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ნარკოტიკების მოხმარება თუ მანქანის ხელაღებით მართვაა. პანდემიის პირობებში კი მოწყენილობა კარანტინისა და სოციალური დისტანცირების წესების დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
2. გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა
ზოგჯერ ნორმალურია, რომ თავი მოწყენილად ვიგრძნოთ. მაგრამ ხშირი ან გადაუჭრელი მოწყენილობა რეაგირებას საჭიროებს. კვლევები აჩვენებს, რომ მოწყენილობისკენ მიდრეკილება მენტალური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების პროგნოზირების საშუალებას იძლევა, როგორიც დეპრესია და შფოთვაა.
ადამიანები, რომლებიც მარტივად იწყენენ, ამბობენ, რომ მათ ცხოვრებას ნაკლებად აქვს აზრი. ამასთან, იმის მეტი ალბათობაცაა, რომ მათ სწავლა მიატოვონ, სამსახურში სიარული შეწყვიტონ ან რომანტიკული ურთიერთობებიდან ნაკლები სიამოვნება მიიღონ.
3. აგრესია
ჯერჯერობით შეიძლება გეგონოთ, რომ მოწყენილობა პირველ რიგში იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც მას განიცდის. თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანის მოწყენილობამ შეიძლება მეორის პრობლემად იქცეს. კერძოდ, მან შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.
ერთი ექსპერიმენტის ირლანდიელ მონაწილეებს მოუყვნენ ამბავს ინგლისელზე, რომელსაც ირლანდიელის ცემაში ადანაშაულებდნენ. მონაწილეებს ჰკითხეს, თუ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ინგლისელი ციხეში ჩადენილი დანაშაულისთვის. ის ირლანდიელი მონაწილეები, რომლებსაც კითხვის დასმამდე მოსაწყენი წერილობითი დავალების შესრულება სთხოვეს, უფრო ხანგრძლივ სასჯელს ითხოვდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები, რომლებსაც მსგავსი დავალება არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მსგავსი კორელაცია ქრებოდა, როცა დამნაშავე ირლანდიელად იყო მოხსენიებული. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მოწყენილობა მტრულ დამოკიდებულებას იმ ადამინების მიმართ უფრო იწვევს, რომლებიც ჩვენგან რაიმე ნიშნით განსხვავებული ჯგუფის წევრები არიან.
2020 წლის კვლევამ შეამოწმა, შეუძლია თუ არა მოწყენილობას სადისტური აგრესიის გამოწვევა. მკვლევრები მონაწილეებს ან ჩანჩქერის 20-წუთიანი მოსაწყენი ვიდეოს ყურებას სთხოვდნენ, ან ბევრად ნაკლებად მოსაწყენ დოკუმენტურ ფილმს ანახებდნენ ალპების შესახებ. ამ ვიდეოების ყურებისას მონაწილეებს შეეძლოთ, სურვილის შემთხვევაში, ქაღალდის დასაქუცმაცებელ მანქანაში ჩაეყარათ სამი ცოცხალი მატლი, რომელთაც ტოტო, ტიფი და კიკი ერქვათ. აღმოჩნდა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც მოსაწყენ ვიდეოს უყურებდნენ, გაცილებით მეტი მატლი გამოასალმეს სიცოცხლეს, ვიდრე სხვებმა. როგორც ჩანს, მოწყენილი ხალხი ასეთ რამეებს ნაწილობრივ იმიტომ აკეთებს, რომ რაიმე საინტერესოს განცდა სწყურიათ.
4. სიახლის ძიება
თუმცა მოწყენილობის დადებითი მხარეებიც არსებობს. იმის ნაცვლად, რომ იმპულსურ ქცევაში ან აგრესიაში ვეძებოთ შვება, მოწყენილობა შეიძლება, ახალი სიტუაციების ან გამოწვევების ძიების მიზეზი გახდეს.
ადამიანებს, რომლებიც ადვილად იწყენენ, უფრო მეტი ცნობისმოყვარეობის გამოხატვა შეუძლიათ. 2019 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს, დაეთვალიერებინათ უკვე ნანახი ან მათთვის უცხო ფოტოები. ისინი, ვინც მოწყენილები იყვნენ, უფრო მეტად ანიჭებდნენ უპირატესობას უცნობ ფოტოებს — მაშინაც კი, როცა მათ იცოდნენ, რომ ამ ახალ სურათებზე უსიამოვნო გამოსახულებებს, მაგალითად, ტარაკნებს ან გასარეცხ თეფშებს ნახავდნენ.
5. ცხოვრების აზრის პოვნა
მოწყენილობის ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი მხარე ცხოვრების აზრის პოვნას უკავშირდება. ადამიანები, რომლებიც მოწყენილობას განიცდიან, კი ამბობენ, რომ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა ყოველგვარ მიზანს მოკლებულია, მაგრამ ამის საპასუხოდ, ისინი აქტიურად ეძებენ გზებს, რომლებიც ცხოვრებას აზრს დაუბრუნებს.
მაგალითად, მოწყენილობა ადამიანებს უბიძგებს, არჩეული იდეოლოგიებისადმი მეტი ერთგულება გამოიჩინონ. ექსპერიმენტში მონაწილეებმა, რომლებიც სიტყვების გადაწერის მოსაწყენ დავალებაზე მუშაობდნენ, უფრო მეტად რადიკალური პოლიტიკური პოზიციები დააფიქსირეს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებმა. მსგავს რადიკალურ პოლიტიკურ რწმენას შეუძლია, ადამიანებს ცხოვრების მიზანი აპოვნინოს. თუმცა, რა თქმა უნდა, თავად მიზნის სიავკარგე არჩეულ იდეოლოგიაზე იქნება დამოკიდებული.
მოსაწყენ საქმიანობებს აგრეთვე შეუძლია, ნოსტალგიურ მოგონებებზე დიდხანს ფიქრი გამოიწვიოს. ნოსტალგია უსაფრთხოების შეგრძნების მსგავს დადებით ემოციებსაც მოიცავს და დანაკარგის გრძნობის მსგავს ნეგატიურ განცდებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ნოსტალგიური მოგონებები ადამიანებს უფრო მეტად აკავშირებს ერთმანეთთან, რაც მათ თავიანთ ცხოვრებაში მეტი აზრის დანახვას უმარტივებს.
ეს პროცესი საპირისპირო გზითაც მუშაობს. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მნიშვნელობის განცდას თავიანთი რელიგიიდან იღებენ, უმნიშვნელო დავალებების შესრულებისას ნაკლებად იწყენენ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა ისაა, რომ მოკლევადიან მოწყენას ინდივიდებში ქველმოქმედების სურვილის გაზრდა შეუძლია, რაც სადისტური აგრესიისგან ძალიან განსხვავებული შედეგია.
მოწყენილობა — ისევე, როგორც სხვა მრავალი ემოცია — ადამიანის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს. მას შეუძლია, უაზრო და უინტერესო აქტივობებისგან დაგვიცვას და იმ საქმეების კეთება დაგვაწყებინოს, რაც ყურადღებას იმსახურებს. აღნიშნულმა შეიძლება სიახლის მომტანი და ღირებული საქმიანობებისკენ გვიბიძგოს. თუმცა აგრეთვე შესაძლებელია, რომ მოწყენილობამ უფრო საშიში და დესტრუქციული ქცევები გამოიწვიოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოწყენილობა იმგვარი ემოციური მდგომარეობაა, რომელიც ქცევების შეცვლისკენ გვიბიძგებს. თუმცა შედეგი დადებითი იქნება თუ უარყოფითი, მთლიანად ინდივიდზე და მის ცხოვრებისეულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
კომენტარები