მელიას დაპატიმრებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა — PACE-ს თანამომხსენებლები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა.
"მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, ნაციონალური მოძრაობის ოფისზე პოლიციის შტურმმა და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ არაჯეროვნად გაამწვავა დაძაბულობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა", — განაცხადეს მათ.
კორლატეანმა და კერნიმ დასძინეს, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი ესაჭიროება და არა ესკალაცია და დაპირისპირება. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რამაც შეიძლება მეტად გაამწვავოს დაძაბულობა. ამასთან, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა მოძებნონ პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გამოსავალი არსებული კრიზისის მოსაგვარებლად.
23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნიორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
-
გადახედვა[ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან [ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან
-
გადახედვაგამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას ABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას
-
გადახედვაჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
გადახედვაჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია ჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია
-
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვა10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები 10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა მამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია მამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის იაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
-
გადახედვაგიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში გიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში
კომენტარები