ქაოტური მდგომარეობაა, ბენეფიციარებს სათანადო დახმარებას ვერ ვაწვდით — სოციალური მუშაკები
სოციალირ მუშაკთა გაერთიანებაში ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მწუხარებას გამოთქვამენ და სოციალური მუშაკების გაუსაძლის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების განცხადებით, იმაზე რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, ვიდრე 2 წლის წინ, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავა ჰქონდათ.
"დღესდღეობით არსებული რესურსებით ჩვენ არ შეგვიძლია საფუძვლიანად შევისწავლოთ თითოეული შემთხვევა, შევაფასოთ რისკები, დავგეგმოთ პრევენციული ან სარეაბილიტაციო მუშაობა. სისტემაში არის კადრების კრიტიკული დეფიციტი. სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდის ნაცვლად სისტემიდან რეორგანიზაციის საფუძვლით 2020 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი. ამ დრომდე არ მომხდარა გათავისუფლებული კადრების აღდგენა. დღეს არსებული რიცხვი არ შეესაბამება სოციალური მუშაობის შესახებ კანონით აღებულ ვალდებულებებს. რის გამოც, თითოეულ სოციალურ მუშაკს უწევს საქმეთა გადაჭარბებულ რაოდენობაზე მუშაობა. ამ ეტაპზე არ გვყავს არცერთი ფსიქოლოგი, რომელიც რეაბილიტაციის კუთხით იმუშავებს ბენეფიციარებთან. თბილისის მასშტაბით მომუშავე ერთადერთი ფსიქოლოგი კი მუშაობს ოჯახურ დავებზე. ხოლო სხვა ბენეფიციარები ფსიქოლოგის მომსახურებას ვერ იღებენ სახელმწიფოსგან", — აცხადებენ სოც. მუშაკები.
მათივე თქმით, 2021 წლის პირველი თებერვლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ პროფესიული ზედამხედველი ჰყავთ, თუმცა, მიუხედავად ამისა აღნიშნავენ, რომ მათთვის, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია სუპერვიზია, რადგან მას უწევს ტექნიკური სამუშაოების შესრულება და არ აქვს სათანადო დრო, ყურადღება დაუთმოს შინაარსობრივ მუშაობასა და 36-მდე სოციალური მუშაკისათვის ეფექტური და დროული ზედამხედველობას გაწევას.
"შესაბამისად, ვერ ხდება გართულებული შემთხვევების სიღრმისეულად განხილვა/გავლა
ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის სამუშაოს შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რათა დროულად და შეუფერხებლად მივიდეთ დახმარების მომლოდინე მოქალაქესთან. დღესდღეობით, გადასაადგილებლად გვჭირდება დიდი დრო და არსებული ერთადერთი მანქანა ვერ პასუხობს საჭიროებებს, მიუხედავად ამ საკითხის არა ერთხელ გაჟღერებისა, ხელმძღვანელი პირებისგან ადეკვატური პასუხი და გადადგმული რეალური ნაბიჯები არ გვინახავს", — აღნიშნულია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში არ ჰყავდათ რეგულარულ შემთხვევებზე გადასაადგილებეელი საშუალება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არყოფნის პერიოდში ტაქსითა და პირადი ხარჯებით გადაადგილდებოდნენ.
"ყოველივე აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკები ვიმყოფებით ქაოტურ მდგომარეობაში, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ მიმდინარე რეფორმები არათუ გვეხმარება ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებაში, არამედ პირიქით. ამ რეფორმების დაგეგმვისას არ ყოფილა გათვალისწინებული პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ექსპერტიზა და გამოცდილება, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული კადრების სიმწირე, არსებული სერვისების რაოდენობა და ხარისხი არ შეფასებულა სათანადოდ.
ვიმყოფებით პროფესიული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, რაც ჩვენი შრომის ეფექტიანობას ამცირებს და სათანადო დახმარებას ბენეფიციარებს ვერ ვაწვდით", — აცხადებენ ისინი.
2019 წლის 25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვდნენ. გაფიცვას წინ უძღვოდა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
გაფიცვის პერიოდში ისინი შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს. რაც შეეხება სერვისების მიწოდებას, სამინისტრო აცხადებდა, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარები სერვისებს სამინისტროს სხვა თანამშრომლები უწყვეტად აწვდიან.
2 აპრილს სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე"
- სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან;
- სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება;
- 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს;
- გამარტივდა ექსპერტიზის ბიუროსთან ხელმოწერის პროცედურა;
- დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში;
- დაიგეგმა ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.
ამავე დროს, სოციალური მუშაკები ამბობდნენ, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს შემდეგ საკითხებზე:
- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭოს შექმნა, რომელშიც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები;
- არ განხილულა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდა;
- საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე, უწყების შიგნით საკითხზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები