ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ქალ ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა, მათ კლუბი დატოვეს და სასამართლოს მიმართეს
ფოტო: Getty Images
საქართველოში ერთ-ერთ ქალთა საფეხბურთო კლუბში, კაცი მწვრთნელი ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა. როგორც პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი, ანა აბაშიძე On.ge-ს უყვება, გუნდის წევრები, რომელთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანიც იყო, მწვრთნელის მხრიდან ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდიდნენ სექსუალური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.
აბაშიძის თქმით, ფეხბურთელებმა ამ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, გუნდი საერთოდ დატოვეს და სასამართლოს მიმართეს. მისი განცხადებით, გოგოები ამბობდნენ, რომ კლუბში პროფესიული საქმიანობის გაგრძელება მათთვის უკვე შეუძლებელი იყო. მათ ინტერესებს ახლა სწორედ PHR იცავს.
ფეხბურთელებმა, რომლებიც ახლაც არიან მწვრთნელის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების მსხვერპლნი, ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს და საფეხბურთო კლუბის ანონიმურად დატოვება გვთხოვეს. შევიწროების შესახებ ანა აბაშიძე გვიყვება:
"როგორც გოგოები გვიყვებიან, მწვრთნელი მათ სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთების სთხოვდა, ასევე, ხშირი იყო სექსუალური შინაარსის დამამცირებელი ხუმრობები. ამ ყველაფერს თან ახლდა აგრესიის გამოვლინება და დამცირება ეთნიკურ ნიშანზე ხაზგასმით. ასევე, იყო გოგოების გასახდელში უკითხავად შესვლა, დამამცირებელი სექსუალური შინაარსის კომენტარები გარეგნობასთან დაკავშირებით და ა.შ."
ჩვენი რესპონდტენტის თქმით, მწვრთნელი, რომელიც ასევე ამ კონკრეტული კლუბის მეპატრონე და 100 პროცენტიანი წილის მფლობელია, პროფესიულ საქმიანობას კვლავ აგრძელებს. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მეტიც, როგორც აბაშიძე ამბობს, გოგოებს "შეთქმულებაში" სდებს ბრალს.
"მწრვთნელი აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას, თუმცა კონკრეტულ საფეხბურთო გუნდს ადევს ყადაღა, იქედან გამომიდანრე, რომ გოგოებმა მიმართეს სასამართლოს და გარკვეულ ფინანსურ ზარალზეა საუბარი. ასე, რომ გარკვეულ შეზღუდვების ქვეშაა კლუბი", — გვითხრა აბაშიძემ.
ანა აბაშიძე ამბობს იმასაც, რომ მწვრთნელი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას სხვადასხვა გზით ცდილობს. კერძოდ, PHR-ის წარმომადგენლის თქმით, მან მხარდასაჭერად ქართული ოცნებიდან საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის რეკომენდაციას მოუხმო.
"ყაველაშვილმა მას რეკომენდაცია გაუწია, როგორც კარგ პროფესიონალსა და კარგ ადამიანს. რეკომენდაცია საქმეშიც დევს. ბატონმა ყაველაშვილმა იცოდა, რომ საქმე ეხებოდა გოგოების შევიწროებას, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვნის. მინიმუმ, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამისგან დისტანცირება არის მისი, როგორც პოლიტიკოსსის მოვალეობა", — ამბობს ანა აბაშიძე.
გარდა ამისა, აბაშიძის განცახდებით, მოგვიანებით მწვრთნელის მხარდასაჭერად საქმეში მოწმის სახით მოქმედი პროკურორიც ჩაერთო.
"პროკურორმა სცადა გარკვეული გარემოების ახსნას, რომ თითქოს ეს კაცი არ არის შემავიწროებელი. ეს ეწინააღმდეგება პროკურორების ეთიკის კოდექსს. პროკურორი შეზღუდულია გასწიოს სამართლებრივ-იურიდიული კონსულტაცია, განსაკუთრებით, ისეთ საქმეზე, რომელიც განსჯადობით შეიძლება მას დაეწეროს და შესასწავლი გახდეს. თუმცა ეს უგულებელყო ამ კოკრეტულმა პროკურორმა, გასწია კონსულტაცია წინასწარ და მერე ამავე საქმეში მოწმედ ჩაერთო", — გვითხრა რესპონდენტმა.
აბაშიძის თქმით, PHR-მა გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა. ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნული პროკურორის საქმე ეთიკის კოდექსის დარღვევის საფუძველზე შეისწვალონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალებმა სექსუალური შევიწროების გამო დარღვეული უფლებების დასაცავად მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს. კომიტეტმა გაიზიარა მათი პოზიცია და სექსუალური შევიწროვებისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, სამართლიანად შეწყვეტილად მიიჩნია ქალ ფეხბურთელებსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. თუმცა მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრა.
საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. ქალი ფეხბურთელების ინტერესებს PHR იცავს.
-
საშობაოდ ჰოგვორტსში დავბრუნდებით — ნახეთ ჰარი პოტერის სერიალის პირველი ტრეილერი საშობაოდ ჰოგვორტსში დავბრუნდებით — ნახეთ ჰარი პოტერის სერიალის პირველი ტრეილერი
-
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
-
ამ სამი ნივთის გარეშე მოცარტი არ იქნებოდა მოცარტი ამ სამი ნივთის გარეშე მოცარტი არ იქნებოდა მოცარტი
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ხინკალი ხარ? ქვიზი: რომელი ხინკალი ხარ?
-
კროსვორდი: გამოიცანი საქართველოს მხარის ცენტრი კროსვორდი: გამოიცანი საქართველოს მხარის ცენტრი
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
-
შეიძინე ავტოდაზღვევა ფრანშიზით და ჩაერთე აქციაში შეიძინე ავტოდაზღვევა ფრანშიზით და ჩაერთე აქციაში
-
უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს
გადახედვა
-
შოთა იათაშვილი: ბანერი ნამეტანი მგრძნობიარე გამოდგა. როცა აგრესიულად მივარდნილი ქალი ეხებოდა მას მარკერით შოთა იათაშვილი: ბანერი ნამეტანი მგრძნობიარე გამოდგა. როცა აგრესიულად მივარდნილი ქალი ეხებოდა მას მარკერით
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში შვიდმა დაკარგულმა ცუგამ შინ დასაბრუნებლად კორგის მეთაურობით 17კმ გაიარა (ვიდეო) ნახეთ: ჩინეთში შვიდმა დაკარგულმა ცუგამ შინ დასაბრუნებლად კორგის მეთაურობით 17კმ გაიარა (ვიდეო)
-
დანიის პრემიერმინისტრი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგა დანიის პრემიერმინისტრი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტექნიკა ერგება შენს საგაზაფხულო განწყობას? ქვიზი: რომელი ტექნიკა ერგება შენს საგაზაფხულო განწყობას?
-
ტრამპი: ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, მას ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს ტრამპი: ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, მას ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს
გადახედვა
-
ჯეი-ზიმ GQ-სთან ვრცელ ინტერვიუში თითქმის ათწლიანი დუმილი დაარღვია ჯეი-ზიმ GQ-სთან ვრცელ ინტერვიუში თითქმის ათწლიანი დუმილი დაარღვია
გადახედვა
-
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
გადახედვა
-
შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს
გადახედვა
-
“ტვ პირველი”: 23 წლის კაცმა "კომპიუტერული თამაშის დავალებით" მეზობელს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა “ტვ პირველი”: 23 წლის კაცმა "კომპიუტერული თამაშის დავალებით" მეზობელს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x City Mall — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას საქართველოს ბანკი x City Mall — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
-
თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელის, დაკავების ორდერი გაიცა — საქმეზე დაკავებულია 14 პირი თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელის, დაკავების ორდერი გაიცა — საქმეზე დაკავებულია 14 პირი
გადახედვა
-
გიგა დათიაშვილის თქმით, სერიალ ბოლო სეზონიდან აზარტულ თამაშებზე კომენტარის გამო გამოუშვეს გიგა დათიაშვილის თქმით, სერიალ ბოლო სეზონიდან აზარტულ თამაშებზე კომენტარის გამო გამოუშვეს
გადახედვა

კომენტარები