პატრიოტთა ალიანსის ანტითურქული კამპანია რეალურ და ვირტუალურ კედლებზე — მოკლედ
პატრიოტთა ალიანსმა ანტითურქული ნარატივის გასავრცელებლად არა მხოლოდ ბილბორდები, არამედ ფეისბუქ-რეკლამებიც გამოიყენა
ღიად პრორუსული პარტია, პატრიოტთა ალიანსი, რუსული საფრთხეებიდან ყურადღების გადასატანად თურქეთის დემონიზებას ეწევა. არჩევნებამდე ორი თვით ადრე პოლიტიკურმა პარტიამ ქუჩებში ანტითურქული ბილბორდები განათავსა და ფეისბუქზე ასეთივე შინაარსის კამპანია წამოიწყო.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ულტრამემარჯვენე, პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. 2016 წლის არჩევნების შემდეგ, რომელმაც პრორუსულ პარტიას პარლამენტში 6 ადგილი მოუტანა, პატრიოტთა ალიანსი რუსეთის პოლიტიკის გატარებაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არაერთხელ დაადანაშაულეს. Dossier Center-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, პატრიოტთა ალიანსი პირდაპირ კრემლისგან ფინანსდება და წინასაარჩევნო სტრატეგიასაც კრემლს უთანხმებს. პარტია უკვე დიდი ხანია საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის "ურთიერთობის გაღრმავებაზე" და მისი წარმომადგენლები ამ თემაზე სალაპარაკოდ მოსკოვში ხშირად ჩადიან. პატრიოტთა ალიანსი საქართველოში კარგადაა ცნობილი თავისი ანტიდასავლური, ქსენოფობიური და თურქოფობიური განცხადებებით. თურქეთის შესახებ დეზინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება.
თურქეთსა და საქართველოს მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. თურქეთი საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თურქეთი ხშირად ხდება პრორუსული აქტორების დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე საქართველოში. DFRLab-მა ერთხელ უკვე გამოიკვლია ქართული ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდები და რუსულენოვანი გამოცემები, რომლებიც შეთანხმებულად ავრცელებენ ანტითურქულ განცხადებებს. პატრიოტთა ალიანსიც მსგავს ტაქტიკას იყენებს.
თურქეთის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება განსაკუთრებით საყურადღებოა მოახლოებული არჩევნების ფონზე, როცა რუსეთი უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსაპოვებალდ. აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერევა.
დეზინფორმაცია ბილბორდებზე
აგვისტოს ბოლოს საქართველოს ქუჩებში პატრიოტთა ალიანსის ბანერები გამოჩნდა. ერთ-ერთ ბანერზე აჭარის რეგიონი ისევე იყო შეფერადებული, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ბილბორდზე გამოსახული იყო სამი ისარი, რომელიც თურქეთისკენ მიუთითებდა, ტექსტი კი გამვლელებს "აჭარის დაცვისკენ" მოუწოდებდა.
ქართულმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბილბორდი ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად შეაფასეს და მოითხოვეს, რომ პატრიოტთა ალიანსს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამორთმეოდა. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ბილბორდი რუსული დირექტივაა საქართველოს წინააღმდეგ.
საპასუხოდ პატრიოტთა ალიანსმა განაცხადა, რომ ბილბორდი უბრალოდ გაფრთხილებაა თურქეთის ეკონომიკური თუ იდეოლოგიური ექსპანსიის შესახებ, ბანერი კი ამ ფორმით არ ყოფილა ჩაფიქრებული და ის ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალეს. კრიტიკის ტალღის შემდეგ ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ ბანერზე აჭარის ნაწილი ყვითელი ფერის ნაცვლად, წითლად "შეაფერადეს". პარტიას ამ მოსაზრების დასადასტურებლად არანაირი საბუთი არ წარმოუდგენია.
კრემლი საკუთარი მრავალშრიანი კამპანიებისთვის დეზინფორმაციის კონკრეტულ მოდელს, 4Ds of Disinformation-ს მიმართავს. ეს 4-პუნქტიანი ტაქტიკა რუსეთს მსოფლიო მოვლენებისთვის ალტერანტიული ნარატივების მოფიქრებაში ეხმარება. თურქეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა 4-დან ორ პუნქტს აკმაყოფილებს:
- რეალობის დამახინჯება (Distort): ამ შემთხვევაში პატრიოტთა ალიანსი ირწმუნება, რომ თურქეთს საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება
- და ყურადღების გადატანა (Distract) რუსეთიდან ყურადღების გადატანა არჩევნების წინ ოკუპაციის ბრალდებების თურქეთისთვის მიწერით.
დეზინფორმაცია ფეისბუქზე
პატრიოტთა ალიანსმა ამავე პერიოდში Facebook რეკლამებიც გამოიყენა ანტითურქული განწყობის გასაღვივებლად. 2020 წლის ივნისში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიაორგანიზაციებმა, On.ge-ის ჩათვლით, ფეისბუქს ღია წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს, პოლიტიკური გამჭვირვალობის პოლიტიკა საქართველოზეც გაევრცელებინა. შედეგად, რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა.
სწორედ ამ ბიბლიოთეკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატრიოტთა ალიანსმა 29 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე 9 პოლიტიკური რეკლამა გაუშვა, რომელთაგანაც 8 თურქეთის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. რეკლამები შეიცავდა მოკლე ვიდეოებს, რომლებშიც პარტიის ლიდერები თურქეთს ქართული ქალაქების ოკუპაციის მცდელობებში "ამხელდნენ". ვიდეოების დიდ ნაწილში ყურადღება გამახვილებული იყო ისტორიულ მოვლენებზე, რომლებიც არა თანამედროვე თურქეთს, არამედ ოტომანების იმპერიას უკავშირდება.
თითოეულ რეკლამაზე 100-199 დოლარი იყო დახარჯული, ჯამურად კი ამ პერიოდში სულ 1910 დოლარი დაიხარჯა. რეკლამები პოტენციურად 1 მილიონ ადამიანს მისწვდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონია. კონტენტის ჩვენებების რაოდენობა 125 000-დან 250 000-მდე მერყეობდა.
პატრიოტთა ალიანსმა დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდების დივერსიფიკაცია მოახდინა და როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ მეთოდებს იყენებს აუდიტორიის გასაზრდელად. კამპანია, რომელიც თურქეთს საქართველოსთვის საფრთხედ ხატავს, რუსეთიდან ყურადღების გადატანასა და არჩევნების წინ საქართველოს მოქალაქეების არჩევანზე ზემოქმედებას ემსახურება.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა DFRLab-მა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები