თეა წულუკიანი ქართული ოცნების პარტიულ სიაშია
ქართული ოცნების ხელისუფლების ყველაზე ხანგრძლივმოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი პარტიულ სიაშია. ამის შესახებ დღეს, 10 სექტემბერს პარტიამ ოფიციალურად განაცხადა.
"თეა წულუკიანი არის საქართველოს მთავრობის ერთადერთი წევრი, რომელსაც 2012 წლიდან აქვს მინისტრობის უწყვეტი სტაჟი. [...]
თეა არის გამორჩეული პოლიტიკური, მენეჯერული და ექსპერტული გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული შენაძენი იქნება საქართველოს პარლამენტისთვის", — განაცხადა ქართული ოცნების საარჩვენო შტაბის ხელმძღვანელმა და პარტიული სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ.
2010 წლიდან წულუკიანი იყო ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, მოგვიანებით კი თავმჯდომარის მოადგილე. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნებიდან ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და კოალიციიდან ალასანიას გუნდის გასვლის შემდეგ, ქართულ ოცნებაში დარჩა.
წულუკიანი უკვე 8 წელია იუსტიციის მინისტრია და მის სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე. მათ შორის, ევროსასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, ყოფილი მაღალჩინოსნების, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის საქმეები, რუსთავი 2-ის საქმე და დავა თანამშრომლებთან, რომლებთანაც სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგო.
ქართული ოცნების განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის პირველ ოცეულში ყოფილი სპორტსმენებიც არიან.
პრემიერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაასახელს.
ნახეთ სრული სია:
- გიორგი გახარია;
- არჩილ თალაკვაძე;
- ირაკლი კობახიძე;
- თეა წულუკიანი;
- მამუკა მდინარაძე;
- კახა კუჭავა;
- გიორგი კახიანი;
- მარიამ ქვრივიშვილი;
- მიხეილ სარჯველაძე;
- მაია ბითაძე;
- მიხეილ დაოშვილი;
- გიორგი ამილახვარი;
- ვიქტორ სანიკიძე;
- მაკა ბოჭორიშვილი;
- შალვა პაპუაშvილი;
- დავით კაჭარავა;
- ნიკოლოზ სამხარაძე;
- გიორგი ხელაშვილი;
- მარიამ ლაშხი;
- ბექა დავითულიანი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
კომენტარები