საია საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითად აფასებს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს. მათი განცხადებით, კანონპროექტი უშვებს მითითებულ უფლებათა შეზღუდვას არაპროპორციული მოცულობით და არ არის ორიენტირებული კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აუცილებლობაზე.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ,შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მთავრობისთვის კანონპროექტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება კონსტიტუციის სტანდარტს და ზემოაღნიშნული შეზღუდვები უნდა მოხდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
"კანონით უფლების შეზღუდვის აუცილებლობა — საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით. მართალია, კონსტიტუცია შრომისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების და შეკრების უფლების შეზღუდვაზე ამგვარ დანაწესს პირდაპირ არ შეიცავს, თუმცა როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განმარტებით, კანონპროექტი უშვებს მთავრობისთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემას, რომლითაც მას ენიჭება უფლებამოსილება, შეზღუდოს დასახელებული უფლებები. კერძოდ, მთავრობას მიენიჭება შეზღუდვების დაწესების უფლება იმ ადგილებშიც, რომლებიც შეიძლება არც წარმოადგენდეს ეპიდემიის კერას ან საფრთხის შემცველ სივრცეს.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიის კერაში შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის მე-12 მუხლი ისედაც ადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლების აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით, ეწინააღმდეგება უფლების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპს", — აცხადებენ საიაში.
ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს კარანტინის წესების დარღვევაზე გაზრდილ ჯარიმებსაც. კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, კარანტინის წესების დარღვევაზე ფიზიკური პირს აჯარიმებენ 2000 ლარით, იურიდიულ პირს კი 10 000 ლარით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
"იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის 23 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პრობლემურია და მასში დაცული არ არის საქმის სამართლიანად განხილვისა ნორმების სიცხადის პრინციპები, საქართველოს მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება ზრდის კონსტიტუციით დაცულ უფლებებში გაუმართლებლად ჩარევის შესაძლებლობას".
საიას განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სისხლის სამართლის პროცესების დისტანციურად ჩატარება. მათი თქმით, დისტანციურ სხდომებზე დასწრება არის პრობლემური და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი.
"შესაბამისად, ასეთ პირობებში მაღალია სასამართლოების მხრიდან თვითნებობის ხარისხი და აბსტრაქტული ტექნიკური ხარვეზის მიზეზით სხდომის საჯაროობის უგულვებელყოფა".
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის განხილვისას გაითვალისწინოს განცხადებაში მოტანილი არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტები და მათი გათვალისწინებით მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში.
ამ საკითხზე პარლამენტს მიმართა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომაც. მათ მოუწოდეს პარლამენტს, რომ მხარი არ დაუჭირონ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის და საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურად შეზღუდავს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები