ასეთი აშკარა უსამართლობა კანონის უზენაესობას ძირს უთხრის — ოთო კახიძე საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობისას წირვების ჩატარება და ამაზე რეაგირების არქონა ძირს უთხრის სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას. პანდემიის დროს ბზობის წირვებზე ხალხმრავლობასა და დაგეგმილ სააღდგომო ლიტურგიას ოთხო კახიძე ფეისბუქის გვერდზე გამოეხმუარა:
"იმას, რაც საქართველოში ხდება, სხვაგან ვერ ნახავთ. სრული კარანტინის დროს ეკლესია დემონსტრაციულად არღვევს წესებს, ტაძრებში კრებს ხალხს, რომელთაც აზიარებს საერთო კოვზით, აკოცნინებს ჯვრებსა და ხატებს. ამაზე ხელისუფლება ასევე დემონსტრაციულად არ რეაგირებს, სამაგიეროდ, აჯარიმებს ოჯახის წევრებს, კეტავს პარკებს და მაღაზიებს, ზომავს სიცხეს...
ასეთი აშკარა უსამართლობა კანონის უზენაესობას და შესაბამისად, სახელმწიფოს ძირს უთხრის. ლოგიკურად, უნდა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას ეს ამბავი აწუხებს, მაგრამ... შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის მმართველი ივანიშვილისთვის საქართველო არ არის სახელმწიფო, ის არის მისი სამშობლო, ცვრიანი ბალახი, მთა, მდელო, ხე და დენდრო პარკი. ამიტომ აქებენ გომელაური და წულუკიანი ეკლესიას, რადგან მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა. რადგან ასეთია ბიძინას დაკვეთა".
დღეს, 12 აპრილს, ბზობის წირვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეუფერხებლად ჩატარდა. საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების მიუხედავად, ბზებს მაინც კანონდარღვევით აკურთხებდნენ და ყიდნენ. ამავე დროს, ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო. სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
დღესვე ცნობილი გახდა ისიც, რომ იერუსალიმიდან საქართველოში ცეცხლს აღდგომის ღამეს, 23:15 საათზე ჩამოიტანენ. საპატრიარქოს გეგმით ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებისა და ვირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სააღდგომო მსახურებების ჩატარებას.
სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს "ვნების შვიდეულის მსახურების" განრიგი გააცნო. აღდგომის წინა საღამოს, 22 საათზე, კომენდანტის საათის დაწყებიდან ზუსტად ერთი საათის შემდეგ, შუაღამის ჟამი იქნება, 23 საათზე კი ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი მივა. 00:00 საათზე ლიტანიობა დაიწყება.
აღდგომის წირვაზე მრევლის დასწრების საკითხს საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შესაძლოა, საპატრიარქოსთან შეთანხმდნენ, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, ღამის ლიტურგიაზე მისული მრევლი თუ ტაძრებიდან 6 საათამდე გარეთ არ გამოვა, კანონდარღვევად არ ჩაითვალოს. მისი თქმით, კანონს ყველაზე კარგად ეკლესიაში იცავენ.
ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მრევლი აღდგომას ეკლესიაში წავა, კომენდანტის საათი დაირღვევა. ის განმარტავს, რომ აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და 21:00 საათის შემდეგ გარეთ ყოფნა და თუ ეკლესიაში მასობრივი შეკრება იქნება, ეს ორივე პირობა დაირღვევა.
კორონავირუსის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. ხოლო, 30 მარტს პრემიერმა გიორგი გახარიამ "ფაქტობრივი კარანტინი" გამოაცხადა. მოქალაქეებისთვის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვები ეხებათ სასულიერო პირებსაც, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ.
საგანგებო მდგომარეობის დროს სრილად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის მეტროთი, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები — მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
გაიგეთ მეტი:
- კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს აფთიაქისა და მაღაზიის გარდა სახლიდან გასვლა ეკრძალებათ;
- საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა;
- რა შეზღუდვები იქნება კარანტინის დროს — მოკლედ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 195 ადამიანს, მათგან 46 გამოჯანმრთელებული, 3 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 708 ადამინი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 370.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები