რას ყვება ქალი, რომელიც საჯარო რეესტრის უფროსს სექსუალურ შევიწროებასა და შანტაჟში ადანაშაულებს
ზვიად დევდარიანის შემდეგ, სექსუალურ შევიწროვებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე საჯაროდ დაადანაშაულეს.
On.ge იმ დაზარალებულს ესაუბრა, რომელსაც ომბუდსმენის დასკვნით, უგრეხელიძე სექსუალურად ავიწროვებდა. დაზარალებული უსაფრთხოების მიზნით, ანონიმურობას იცავს და მას პირობითად სახელით "ნათია" მოვიხსენიებთ.
დაზარალებული ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობა მისი თავმჯდომარედ დანიშვნის დღიდან დაიწყო.
"ეს პიროვნება რეესტრში მოადგილედ 2013 წლიდან დაინიშნა. იქამდე, სანამ თავმჯდომარე გახდებოდა მასთან სამსახურებრივი შეხება არ მქონია. მისი მხრიდან შევიწროვების ფაქტები მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალაუფლება მოიპოვა და თავმჯდომარე გახდა", - ამბობს ნათია.
ის იხსენებს, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, ყოველდღიურად უწევდა სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისაგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. ამბობს, რომ სიტუაციის გამწვავება არ სურდა და ამიტომ ითმენდა.
დუმილის დარღვევა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობდა დატოვა და ახალ სამსახურში პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან მუქარისა და ღირსების შემლახავი განცხადებები გაგრძელდა.
"ჩნდება კითხვები, რატომ არ ამოვიღე ხმა აქამდე. მე ისეთივე მდგომარეობაში ვიყავი, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელიც შევიწროვების ობიექტი ყოფილა. ფაქტები მაქვს, თუმცა მისი გასაჯაროვება არ მინდა. მერე კითხვები აღარ დარჩება, თუმცა მე გავნადგურდები", - ამბობს ნათია.
მისი თქმით, პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურად სხვა თანამშრომლებსაც ავიწროვებდა.
"სამსახურში ყველა სტერსსა და შიშშია. მოწმეები მჭირდებოდა, თუმცა ჩემს გვერდით არავინ დადგა. ამბობდნენ, რომ პაპუნა უგრეხელიძე სამსახურში პრობლემებს შეუქმნიდა. არავინ დაინტერესებულა, რატომ მოხდა რეესტრიდან კადრების გადინება. ეს პროცესი 2014 წელს დაიწყო", - იხსენებს დაზარალებული.
ნათიას თქმით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს მხოლოდ სექსუალურ შევიწროვებაში არ ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძე დისკრიმინაციულად ეპყრობოდა, როგორც ქალებს, ისე კაცებს.
"უამრავი კაცი იყო მისი ჩაგვრისა და აგრესიის მსხვერპლი. ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალებსა და კაცებზე. ვერ გაუძლეს მის სტრესს და თანამდებობები თავისი ნებით დატოვეს", - ყვება ნათია.
2015 წლის 28 სექტემბერს პაპუნა უგრეხელიძემ ნათიას დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უყვიროდა, შენგენის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემის გამო.
"იმ დღეს ძალიან ვინერვიულე ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი ჩემთვის, რადგან უკვე ნაცემივით ვიყავი, არ შემეძლო მეტის ატანა და ტელეფონი გავუთიშე. ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. ამის შემდეგ მომწერა: "ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!", - იხსენებს ნათია.
მას შემდეგ, რაც პაპუნა უგრეხელიძეს ვიზის გაცემაზე უარი უთხრეს, იმ მიზეზით, რომ მას უკვე ჰქონდა ვიზა მეორე - სამსახურეობრივ პასპორტში, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ნათიას ისევ დაურეკა.
"ქუჩის ქალს და ნაგავს მეძახდა, შუა ქუჩაში ვიდექი, ტირილი ამივარდა. ვუთხარი, რომ არ მოვუთმენდი და ვუჩივლებდი. ამ სიტყვებმა გააღიზიანა და გინება დამიწყო. მეუბნებოდა "აქ მოეთრიე, ყ** ვერ მომაჭამოო", - იხსენებს ნათია.
ამის შემდეგ ნათიას სამსახურში წასვლა აღარ უნდოდა. ბიულეტენი აიღო, თუმცა ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძე განუწყვეტლივ ურეკავდა და სამსახურში დაბრუნებას სთხოვდა.
დაზარალებულმა საჯარო რეესტრში მომუშავე მეგობრებისგან შეიტყო, რომ პაპუნა უგრეხელიძე მას ეძებდა და იმუქრებოდა, რომ თუ არ ნახავდა, "მეორე დღე სხვანაირი გაუთენდებოდა".
ნათიამ სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. როგორც ის On.ge-ს უყვება, პაპუნა უგრეხელიძე ხელს უშლიდა, თუმცა საჯარო რეესტრიდან წასვლა მაინც შეძლო.
"მეგონა ყველაფერი დამთავრდა, თუმცა მუქარა ისევ გაგრძელდა. დამემუქრა, რომ სამსახურიდან ჩემს თავს გააგდებინებდა და პრობლემებს შემიქმნიდა. მივწერე, რომ მისი არ მეშინოდა და დასაქმებულის უფლებები ძალიან კარგად ვიცოდი", - იხსენებს ნათია.
ამ დიალოგის შემდეგ, დაზარალებულმა საჯარო რეესტრის თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომელიც მისივე თქმით, საკმაოდ მძიმეა და სწორედ ეს მუქარა გახდა მაპროვოცირებელი, რომ პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ დავა დაეწყო.
ნათიას თქმით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და არაერთი დეპუტატი. მათ ნაწილს მსხვერპლმა ინფორმაცია პირადად, ნაწილს კი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა.
დაზარალებულმა ომბუდსმენს 2016 წელს მიმართა, რომელმაც საკითხი შესწავლა 2017 წლის აპრილში დაასრულა და დაადგინა, რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას. დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით დოკუმენტი არ გასაჯაროვებულა.
დაზარალებული ამბობს, რომ 2017 წელს ომბუდსმენის დასკვნის მომზადების შემდეგ მან დოკუმენტი იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა ამ ნაბიჯსაც რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ინფორმაციით, მინისტრმა დისკრიმინაცია უმნიშვნელოდ ჩათვალა.
სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც On.ge-ს თავას დაზარალებულმა მიაწოდა, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შინაარსის შემცველ შეტყობინებებზეცაა საუბარი.
გთავაზობთ ერთ-ერთ მიმოწერას:
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, გამოიკითხა პაპუნა უგრეხელიძე. მან განმარტა, რომ "ციყვოს" ეძახდა ყველა თანამშრომელს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან დაბადების დღეზე მიართვეს ტორტი, რომელზეც შოკოლადისგან დამზადებული ციყვი იჯდა.
შეტყობინებით გულების გაგზავნასთან დაკავშირებით, უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, თანამშრომლებთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მათ შორის ფეისბუქითა და ვაიბერით.
სახალხო დამცველის დასკვნაში პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან მუქარის შემცველი მესიჯების შესახებაც წერია.
მოპასუხემ შეტყობინებების გაგზავნა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ დაადასტურა, რომ მისი გაგზავნილი იყო, თუმცა, განაცხადა, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.
სახალხო დამცველმა საჯარო რეესტრის სხვა თანამშრომლებიც გამოკითხა, რომლებმაც პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან, ნათიას მიმართ ღირსებისშემლახავი და დამამცირებელი დამოკიდებულება დაადასტურეს.
" მუდმივად მიმართავდა დამამცირებლად, მაგალითად, ისეთი ტერმინებით, როგორიცაა "დებილო!", "კუთხეში დადექი" და ა.შ.", - ნათქვამია ომბუდსმენის დასკვნაში.
სახალხო დამცველმა პაპუნა უგრეხელიძეს რეკომენდაციებით მიმართა:
- მომავალში, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემუშავდეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც აიკრძალება ნებისმიერი სახის შევიწროება, რათა მოხდეს საჯარო რეესტრში დასაქმებული ნებისმიერი პირის მხრიდან, დასაქმებულის მიმართ სქესის ან/და სხვა რომელიმე ნიშნით შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება.
პაპუნა უგრეხელიძე ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნებისთანავე ბრიფინგის გამართვას გეგმავს.
გაიგეთ მეტი: რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები