HBO "სამეფო კარის თამაშების" ოთხ ახალ სპინოფზე მუშაობს
სასიხარულო ამბავი HBO-ს საკულტო სერიალ სამეფო კარის თამაშების თაყვანისმცემლებისთვის, ტელეარხმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ოთხ სცენარისტთან, რომლებიც სერიალის გაგრძელებაზე ჯორჯ მარტინთან ერთად იმუშავებენ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც არხი მისი ყველაზე პოპულარული სერიალის სპინოფს გადაიღებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ახალ ოთხ სერიალში ამავე სამყაროში მომხდარ სხვა მოვლენებს ვნახავთ, სხვა პერსონაჟებით და სხვა მითოლოგიით. რომელ პერიოდში განვითარდება ეს ისტორიები ან რომელი გვარის შესახებ იქნება ახალი ეპოსი, ჯერ არ ვიცით. ეს შეიძლება იყოს შვიდი სამეფოს რომელიმე მიყრუებული ქალაქისა და ციხე-კოშკის ისტორია, თავისუფალი ქალაქების ისტორია, შეიძლება სულაც პრიქველი შემოგვთავაზონ და ვნახოთ რა ხებოდა რკინის ტახტზე ბარათეონების აღზევებასა და დაცემამდე. ჯორჯ მარტინის შექმნილი სამყარო იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ იქ ახალი ისტორიებისა და სიუჟეტების მოფიქრება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.
ერთ-ერთი სპინოფის თემა შესაძლოა ახალგაზრდა ნედ სტარკის ისტორია იყოს, რომელზეც "სამეფო კარის თამაშებში" რამდენჯერმე გაამახვილეს ყურადღება.
საინტერესო იქნება ახალგაზრდა ობერინ მარტელის ამბავიც, რომელმაც თავის დროზე დორნი დატოვა და ესოსში წავიდა სამოგზაუროდ.
ახალი ნაწილების გადაღებებში სამეფო კარის თამაშების შემქმნელები დეივიდ ბინიოფი და დენ უეისი მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ იდეის განხორციელებას მხარს უჭერენ.
"ყველაფერი შთამბეჭდავად მიდის. მეშვიდე სეზონის დასრულების შემდეგ ბინოფი და უეისი მუშაობას მერვე სეზონზე დაიწყებენ და ვიცით, რომ ამით უდიდეს ისტორიას დავასრულებთ", - ამბობენ HBO-ში.
ჯერ-ჯერობით უცნობია ისიც, რა თანამიმდევრობით გავა სერიალი ეთერში, იქნება ოთხივე სერიალი ერთდროულად თუ ეტაპობრივად.
"ჩვენ ველოდებით სცენარებს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება როგორ და როდის დავიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას", - ამბობენ HBO-ში.
ჯორჯ მარტინთან ერთად ახალ სცენარებზე ჯეინ გორდონი, კარლი ვრეი, მაქს ბორენსტენი და ბრაიან ჰელგელენდი იმუშვებენ.
თუმცა ვიდრე HBO საკულტო სერიალის ოთხ ახალ გაგრძელებას შემოგვთავაზებს, შეგახსენებთ, რომ სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონის პრემიერა HBO-ზე 16 ივლისს შედგება.
-
გადახედვა[ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან [ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან
-
გადახედვაპროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით! პროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით!
-
გადახედვაბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი ბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი
-
გადახედვაგამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაამერიკის ხმის ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა ამერიკის ხმის ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
გადახედვაჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია ჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია
-
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვაჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს ჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა მამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის იაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
კომენტარები