6 მწერალი, რომელმაც თავისი კოლეგა გათათხა
ხელოვანებს შორის განხეთქილების ვაშლი არაერთხელ გაგორებულა. ისტორიაში შემოქმედების უამრავი წყვილი არსებობს, რომელთაც ერთიმეორე, რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებოდათ. თუმცა, ამას ყველა როდი ამბობდა ხმამაღლა. ზოგი გაჩუმებას არჩევდა, მაშინ, როცა დანარჩენები კოლეგების "მიწასთან გასწორებას" სულაც არ უშინდებოდნენ.
1. ერნესტ ჰემინგუეი უილიამ ფოლკნერზე
ამერიკულ ლიტერატურაში ორი ძალიან გამორჩეული ფიგურის დაპირისპირება საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირების საფუძველი ფოლკნერის განაცხადი გახდა — ჰემინგუეი არასდროს იყენებს ისეთ სიტყვას, რომელიც მკითხველს ხელში ლექსიკონს ააღებინებსო. თუმცა, ამ შენიშვნის პასუხად ჰემინგუეიმ ისეთი რიტორიკული შეკითხვა დასვა, რომელსაც დღესაც რჩევად იღებენ ახალბედა ავტორები.
"საწყალი ფოლკნერი", — აღნიშნა ჰემინგუეიმ, — "მართლა ფიქრობს, რომ დიდი ემოციები დიდი სიტყვებიდან მოდის?"
2. თრუმენ კეპოუტი ჯეკ კერუაკზე
ფოტო: Getty Images
ფოტო: John Cohen / Getty Images
ამბობენ, რომ ის მწვავე რეპლიკა, რომლითაც კეპოუტმა ჯეკ კერუაკი დაახასიათა, მხოლოდ შურით თქვა. წყენის მიზეზი კი, შეიძლება, ის ყოფილიყო, რომ წიგნმა გზაზე საუზმე ტიფანისთან დაჩრდილა. მაშინ კეპოუტს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ბიტნიკებზე.
"არცერთ ამ ადამიანს არაფერი საინტერესო არ აქვს სათქმელი, მათ შორის, არც ბატონ კერუაკს, — აღნიშნა თრუმენმა, — "ეს წერა არ არის, უბრალოდ, ბეჭდვაა".
3. მარკ ტვენი ჯეინ ოსტინზე
ფოტო: Bettmann / Getty Images
ფოტო: 7 Continents History / Everett Collection
ტვენი დიდი ინგლისელი ავტორისადმი თავის სიძულვილს სიტყვებშიც კი ვერ ატევდა.
"მისი წიგნები იმდენად მაცოფებს, რომ მკითხველისთვის ამისი დამალვაც არ შემიძლია", — სწერდა ტვენი ჯოზეფ ტვიჩელს, — "ამიტომ, ყოველ ჯერზე, როცა ვიწყებ, უნდა შევწყვიტო. როცა კი სიამაყე და ცრურწმენას ვკითხულობ, მინდება, [საფლავიდან] ამოვთხარო და საკუთარი წვივის ძვალი თავის ქალაში ვურტყა".
თუმცა, როგორც ჩანს, ტვენი ოსტინს არც სიცოცხლეში მოასვენებდა — ერთხელ უთქვამს, "სამწუხაროა, ბუნებრივი სიკვდილის საშუალება რომ მისცესო".
4. ჯორჯ ბერნარდ შოუ უილიამ შექსპირზე
ფოტო: Sasha / Getty Images / HANDOUT
ფოტო: National Portrait Gallery
ზოგი კვლავაც შურს უკავშირებს ბერნარდ შოუს შექსპირისადმი დამოკიდებულებას, რადგან ირლანდიელ დრამატურგს თავისი ანტიპათიის დამალვა არც უცდია.
"მთელი მონდომებით ვცადე, ინგლისური თვალები გამეხილა და ჩამეხედა შექსპირის ფილოსოფიის სიცარიელეში, მის ზედაპირულობასა და მორალის მეორეულობაში, მისი, როგორც მოაზროვნის სისუსტესა და უთავბოლობაში, მის სნობიზმში, მის უკულტურო ცრურწმენებში, მის უვიცობასა და ყველა კუთხით განუსწავლელობაში", — აღნიშნავდა შოუ.
სხვათა შორის, მან პიესაც კი დაწერა, სადაც ინგლისელ კოლეგას უპირისპირდებოდა.
5. უილიამ ფოლკნერი მარკ ტვენზე
ფოტო: UVA Library
ფოტო: Universal Images Group / Getty Images
ფოლკნერმა მარკ ტვენს ოდესღაც "ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა, მაგრამ მანამდე, როცა თავად სტუდენტი და ახალბედა მწერალი იყო, ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის შემქმნელი დიდად არ მოსდიოდა თვალში.
ფოლკნერის შეფასებით, იგი "საშუალო დონის მწერალი იყო, რომელსაც ევროპაში მდარე ხარისხის შემოქმედადაც კი არ ჩათვლიდნენ". ახალგაზრდა უილიამის აზრით ტვენი "გამოცდილ, მაგრამ მოძველებულ ლიტერატურულ ჩონჩხებს იყენებდა".
6. სტივენ კინგი ჯეიმს პეტერსონზე
ფოტო: Warner Bros.
ფოტო: Stephanie Diani
კინგს არაერთი თანამედროვე მწერალი, მათ შორის, ბესტსელერების ავტორები ჰყავს "გალანძღული". თუმცა, თრილერების სახელგანთქმულ ავტორთან, ჯეიმზ პეტერსონთან განსხვავებული პრეტენზია ჰქონდა.
"საერთოდ არ მომწონს იგი", — განაცხადა კინგმა 2007 წელს, — "არც მის წიგნებს ვცემ პატივს, რადგან ყოველი მათგანი ერთმანეთს ჰგავს".
ამ რეპლიკაზე საპასუხოდ კი პეტერსონს ირონია არ დაუშურებია.
"ცოტა ხნის წინ სტივენ კინგმა აღნიშნა, რომ ჩემ მიმართ საერთოდ არ ჰქონდა პატივისცემა. პრინციპში, ამას დიდად არც აქვს აზრი — კარგი მამა და ქმარი ვარ — ჩემი ერთადერთი დანაშაული კი ისაა, რომ მილიონობით წიგნი მაქვს გაყიდული", — დასძინა ჯეიმზმა.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვა[ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან [ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან
-
გადახედვაპროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით! პროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით!
-
გადახედვაგამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაამერიკის ხმის ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა ამერიკის ხმის ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას ABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
გადახედვაჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია ჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია
-
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვა10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები 10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვაჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს ჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია მამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის იაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
კომენტარები