რესტორანი "შავი ლომი" მხოლოდ აცრილ ან გატესტილ სტუმრებს მიიღებს
თბილისში მდებარე რესტორანი შავი ლომი დღეიდან მხოლოდ იმ ადამიანებს უმასპინძლებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ან ინფექციაზე ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.
რესტორანი ამის შესახებ ფეისბუქზე წერს და დასძენს, რომ მისი თანამშრომლები აცრილი არიან:
"ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან "შავი ლომი" მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ.
ჯანმრთელობას გისურვებთ. აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდი, შეგიძლიათ აიღოთ აქ: covidpass.moh.gov.ge".
მსგავსი რეგულაცია მიიღო ივლისში ბარმა "ამბავი", რომელიც 27 ივლისიდან მხოლოდ ვაქცინირებულ სტუმრებს მასპინძლობს.
1-ლი სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 74 ადამიანი.. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 497 517, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 482 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 48 672 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც: 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 560, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 379.
2 454 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 44 596.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)-ს მიერ ავტორიზებული 4 ვაქცინით მიმდინარეობს. On.ge გთავაზობთ ინფორმაციას რეგისტრაციისა და ვაქცინების შესახებ.
როგორ დავრეგისტრირდეთ
ვაქცინაზე რეგისტრაცია ელექტრონულია და სპეციალურ პორტალზე, Booking.moh.gov.ge-ზე ხდება. თუ ამას ვერ ახერხებთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე: 1522 და ოპერატორები დაგეხმარებიან.
პორტალზე შესვლისას გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინა და მათი დარჩენილი რაოდენობა. აირჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენი ასაკისთვის დაშვებულია.
ამის შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. ყურადღებით იყავით, მნიშვნელოვანია ყველა მონაცემი სწორად იყოს მითითებული.
ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მობილურზე მოგივათ დასტური. ვაქცინაციისთვის მითითებულ დროსა და ადგილზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა.
ცნობისთვის, ვაქცინაციისათვის წინასწარი კვლევების ჩატარება ან მედიკამენტოზური მომზადება არ არის საჭირო. თუმცა, გარკვეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში, კონსულტაციის შედეგად, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
რაც შეეხება ეფექტურობას, პროცენტული მაჩვენებელი ყველა ვაქცინისთვის ინდივიდუალურია. NCDC-ის თანახმად, ამ ეტაპზე გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობა მერყეობს 60%-დან 95%-მდე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები, რომელთაც მიენიჭათ ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მკაცრი მარეგულირებლის მიერ, 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმე ფორმების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით.
Pfizer
ფაიზერით ვაქცინაციის დროს საჭიროა ორი დოზა. ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული. იგი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
საქართველოში ფაიზერით აცრა დაშვებულია 16 წლიდან ასაკის ადამიანებისთვის. პირველ და მეორე აცრას შორის უნდა იყოს 21-28 დღის ინტერვალი.
მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.
AstraZeneca
ასტრაზენეკას ვაქცინას ასევე სჭირდება ორი დოზა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა და მას მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია. ასტრაზენეკას ვაქცინის შენახვის პირობები შედარებით მოქნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას ზრდის.
საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა რეკომენდირებულია 45 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის.
მეტი ინფორმაცია ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinopharm
სინოფარმის ვაქცინას ორი დოზა, სჭირდება. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამოიყენება. სინოფარმის შენახვის პირობები მარტივია, (ინახება 2-8°C ტემპერატურაზე), რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოფარმით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოფარმის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
Sinovac
სინოვაკის ვაქცინას სჭირდება ორი დოზა. ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოიყენება. სინოვაკის შენახვაც 2-8°C ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც აადვილებს ვაქცინაციის პროცესს.
საქართველოში სინოვაკით აცრა დაშვებულია 18 წლიდან.
მეტი ინფორმაცია სინოვაკის ვაქცინის შესახებ იხილეთ აქ.
ვაქცინაციის მნიშვნელობა
გახსოვდეთ, რომ ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს ინფიცირების, ავადობის და სიკვდილიანობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინაცია რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ, რადგან, არსებული მტკიცებულებებით, ინფექციის გადატანის შემდგომ არ ყალიბდება ხანგრძლივი იმუნიტეტი და ადამიანი კვლავ რჩება განმეორებითი ინფიცირების რისკის ქვეშ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიის შესაჩერებლად, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია პრევენციული ზომების გაგრძელება: ნიღბის ტარება, დისტანციისა და ხელის ჰიგიენის დაცვა.
როგორც ნებისმიერი ალერგენის შემთხვევაში, ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, ასევეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, გქონიათ თუ არა რამეზე მწვავე ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა ეპინეფრინის გამოყენებას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვდა.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია) აცრების შემდეგ, ძირითადად, მყისიერად ვითარდება. NCDC ამბობს, რომ შესაბამისად მომზადებულ სამედიცინო პერსონალს მისი მართვა კარგად შეუძლია.
თუ სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ და ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გქონდეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც COVID-19, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც ახალია, ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ეტაპზე ზუსტად არ იციან რამდენი ხნის განმავლობაშია დაცული ადამიანი ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ. თუმცა ზუსტად არის ცნობილი ის, რომ COVID-19-მა უამრავი გართულება და სიკვდილი გამოიწვია მსოფლიოში და ვაქცინაცია ამისგან გვიცავს.
-
გადახედვაპროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით! პროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით!
-
გადახედვაბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი ბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი
-
გადახედვაგამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაამერიკის ხმის ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა ამერიკის ხმის ექსკლუზივი: შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას ABC: ისრაელის სპეცსამსახურები 15 წელი ამზადებდნენ პეიჯერების დეტონაციის სპეცოპერაციას
-
გადახედვანახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
გადახედვაჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია ჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვა10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები 10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვაჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს ჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა მამუკა ხაზარაძე: ჩემი კოალიციური პარტნიორები შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია მამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის იაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
კომენტარები