ვაშაძის თქმით, დაზარალებულის თანხმობის ნაწილში ოპოზიციამ, შესაძლოა, ამნისტიის კანონზე მათ სტრატეგიას "გადახედოს"
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ, შეიძლება, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით სტრატეგიას გადახედოს. მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ 20 ივნისის საქმეში დაზარალებულად ცნობილია უფრო მეტი პოლიცია, შეიძლება, დაზარალებულის თანხმობის პუნქტი მოიხსნას.
"ამნისტიის კანონებში ფუნდამენტური განსხვავება იყო დაზარალებულის თანხმობა. გუშინ ადვოკატებთან საუბრით გაირკვა, რომ პოლიციელი უფრო მეტია დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეებში — წარმოგიდგენიათ ხომ, რამხელა მანიპულაციასთან გვაქვს საქმე — ვიდრე ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა. და საერთოდ, ადამიანები, რომლებმაც თვალი დაკარგეს, არცერთი არ არის დაზარალებულად ცნობილი. შესაბამისად, დღეს კიდევ გვექნება ოპოზიციას შეხვედრა და შეიძლება, გადავხედოთ ჩვენ სტრატეგიას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
ნამდვილად არ გვინდა, რომ ისეთი კანონპროექტი შევიტანოთ, რომ კიდევ მანიპულაციის საშუალება მივცეთ ქართულ ოცნებას, რომ აი, მაგალითად, პოლიციელი არ აძლევს თანხმობას ნიკა მელიას და რა ვქნა? ამიტომ, ამაზე სამუშაო გვაქვს", — თქვა მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
ვაშაძის განცხადებითვე, შესაძლოა პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტის საჭიროება აღარ იყოს.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კანონპროექტი აუცილებლად სამოქალაქო სექტორთან ერთად გავიაროთ და ვნახოთ, იქნებ, თუ ეს თანხმობა იხსნება, შესაძლებლობა არის, რომ აღარ იყოს საჭირო ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირება და წავიდეთ იმ გზით, რომ ჩავკეტოთ ძალადობის მუხლები, კონვენციური დანაშაულები ქართული ოცნების კანონპროექტში, რომელზეც უკვე მივიღეთ პირობა, რომ იქნება. ჩავკეტოთ ისეთი მუხლები, რომლებიც არის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების მიყენებაზე, ანუ თვალის დათხრაზე, რომ ამაზე არ გავრცელდეს. შეიძლება, ამ გზით წავიდეთ, ამიტომ ნუ ავყვებით იმ ემოციურ ტალღას, რომ "რა ცუდად არის ყველაფერი", — განაცხადა ვაშაძემ.
28 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი — არა.
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
კომენტარები