10 ყველაზე სასაცილო მომენტი Friends-დან
სტატია შეიცავს სპოილერებს 26 წლის წინ გამოსული სერიალიდან, ასე რომ, თუ როგორღაც საკულტო სიტკომი ნანახი არ გაქვს და ცნობილი სცენებისთვისაც არ მოგიკრავს თვალი, შეგიძლია სტატიიდან ახლავე გაბრუნდე უკან.
Friends-ის მოყვარულები დიდი ხანია ახალი ეპიზოდის გამოსვლას ელიან. ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ფანები სახალისო ტრეილერებსაც კი აკეთებდნენ. სერიალის შემქმნელები საბოლოოდ მათ თხოვნას დათანხმდნენ და ოფიციალურად დააანონსეს სპეციალური ეპიზოდი, რომელიც წესით 2020 წელს უნდა გამოსულიყო. მაგრამ ისევე როგორც სხვა ყველაფერი კარგი, 2020-მა დიდი ხნის ნანატრი ეპიზოდიც წაგვართვა და მისმა პრემიერამ გადაიწია.
კარგი ამბავი ისაა, რომ სპეცეპიზოდის გადაღება დასრულებულია. სანამ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ველოდებით, დროა სავარძლებში მოვკალათდეთ და ერთად გადავავლოთ თვალი მეგობრების ყველაზე სასაცილო მომენტებს.
1. როცა როსი სტვირზე უკრავს
მუსიკა ყოველთვის სერიალის დიდი ნაწილი იყო. ალბათ, დიდი სიამოვნებით მოუსმენდით ფიბის Smelly cat-ს საყვარელ კაფეში. თუმცა, ფიბი არ იყო ერთადერთი, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მეგობარი. როსიც სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა და მისი მუსიკა, შეიძლება ითქვას, დროსაც კი უსწრებდა. რადგან საუკეთესო მომენტის არჩევა გვიწევს, ალბათ სტვირზე დაკვრის სცენა უნდა გავიხსენოთ. აქ ფიბისა და როსის დუეტსაც ვიხილავთ, თან შეგვიძლია რეიჩელსაც (ჯენიფერ ენისტონი) დავაკვირდეთ, რომელიც სიცილს ვერ იკავებს.
2. შვიდი, შვიდი,შვიდი
მაშინ როცა ჩენდლერის სექსუალური ცხოვრება კრახს განიცდის, ის დახმარებას საუკეთესო მეგობრებს სთხოვს. ეს სიტუაცია კი იძლევა საშუალებას არაჩვეულებრივი მომენტის შესაქმნელად. გარდა იმისა, რომ ეს სცენა ძალიან სასაცილოა, მისი ყურება თქვენს პარტნიორთან ერთადაც შეგიძლიათ. საინტერესოა, ისიც ჩენდლერივით დაბნეული იქნება თუ არა. მონიკამ ამ სცენაში ყველაფერი დეტალურად აღწერა და ქალების დიდი მადლიერებაც დაიმსახურა.
3. ის ერთი ეპიზოდი, რომელშიც ბრიუს უილსი მონაწილეობს
უამრავ კინოვარსკვლავს მიუღია მონაწილეობა . რა დაგვავიწყებს სტრიპტიზიორ დენი დევიტოს, ან ბრეტ პიტის პერსონაჟს, რომელსაც რეიჩელი სძულს. მაგრამ ბრიუს უილისის მომენტები, სერიალის ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მისი პერსონაჟი იმ სტუდენტის მამაა, რომელსაც როსთან რომანტიკული ურთიერთობა აქვს.
ბრიუს უილისი ყველას მასკულინური როლებიდან გვახსოვს და გვიყვარს. ამიტომ, ძალიან სახალისო იყო მისი ახალ ამპლუაში ნახვა. მოდით ვაღიაროთ, ყველა ჩვენგანს გაუმხნევებია თავი სარკის წინ. ამ მომენტს უფრო საინტერესოს ხდის ერთი ფაქტი: სანამ სერიალში მონაწილეობაზე დათანხმდებოდა, იგი, მეთიუ პერისთან ერთად მუშაობდა ფილმზე სრული ცხრა იარდი. ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობებმა სანაძლეო დადეს, რომელიც ბრიუს უილისმა წააგო. სანაცვლოდ მან სერიალში სრულიად უსასყიდლოდ ითამაშა და დაუვიწყარი მომენტები გვაჩუქა.
4. Pivot!
კიდევ ერთი ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია. აი რა ხდება მაშინ, როდესაც მიტანის სერვისში ფულის გადახდა გვენანება. რთულია სიცილი შეიკავო, როცა უყურებ როგორ ცდილობენ მეგობრები ფიზიკის კანონების დამარცხებას. ხოლო როცა როსი ბოლო ხმაზე გაიძახის "მოაბრუნე", ჩვენც ჩენდლერის მსგავსი რეაქცია გვაქვს.
ამ გიფის გამოყენება მაშინაც შეგიძლიათ, როცა ვინმე თავს გაბეზრებთ.
5. ის ერთი ეპიზოდი, რომელშიც ვერ ვარჩევთ რომელია ჩვენი საყვარელი GAME SHOW მომენტი
ვიცი, პირამიდა მონიკას და როსის საყვარელი შოუა და ფაქტი რომ მასში ჯოუი იღებს მონაწილეობას (პერსონაჟი რომელმაც ისიც კი არ იცის ვინ იყო იოსებ სტალინი, რაც ალბათ მისთისვე უკეთესია) უკვე ძალიან სასაცილოა. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი შოუ, სადაც ჯოუი ამჯერად წამყვანი უნდა ყოფილიყო. რეპეტიციისთვის კი თავის მეგობრებს სთხოვს დახმარებას. რასაც მივყავართ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ, გაუგებარ და დაძაბულ დაპირისპირებამდე.
რომელიმე თქვენგანი ხვდება ამ თამაშის წესს?
თამაშის შემდეგ დაღლილებს ალბათ ასე ჩაეძინათ.
6. ის ერთი ეპიზოდი, რომელშიც "მათ არ იციან, რომ ჩვენ ვიცით, რომ მათ იციან, ჩვენ რომ ვიცით"
სანამ ამ მომენტამდე მივალთ, უნდა გავიხსენოთ როგორ გაიგო ფიბიმ ჩენდლერისა და მონიკას რომანტიკული ურთიერთობის შესახებ.
ალბათ ბევრს ჰქონდა მსგავსი რეაქცია მეოთხე სეზონის ბოლო ეპიზოდში, როდესაც ჩენდლერი და მონიკა ერთად დაინახა.
ამ გასაიდუმლოებულ ურთიერთობას კი საოცარი მომენტები მოჰყვა, მას შემდეგ რაც ყველამ გაიგო საიდუმლო. თუმცა მეგობრები რისი მეგობრები იქნებოდნენ, თუკი ამ შანს არ გამოიყენებდნენ. განა ყოველთვის სასიამოვნო არაა მათ უწყინრად გაეხუმრო. ფიბიც სწორედ ამას აკეთებს, როდესაც ჩენდლერის გამოსატეხად მის შეცდენას ცდილობს. თუმცა სიტუაცია ისე იხლართება ,რომ პერსონაჟებმაც კი არ იციან, ვინ რა იცის.
7. უნაგი
არა, უნაგი არ არის სუშის სახეობა, ის სულიერი მდგომარეობაა. უნაგი ან გაქვს ან არა. მაშინ როცა ფიბი და რეიჩელი თავდაცვას სწავლობენ, როსი მათ უნაგის მნიშვნელობას უხსნის, თუმცა იმას რა დაგვავიწყებს რომ სინამდვილეში თვითონაც ვერ მიაღწია სრულ "უნაგის".
8. ის ერთი ეპიზოდი, რომელშიც ჩენდლერის პროფესია არ ვიცით
სერიალის ყველაზე სასაცილო მომენტები მაშინ იქმნებოდა, როდესაც მეგობრები ერთად იყვნენ და სულელურ სიტუაციებში ვარდებოდნენ. ამ შემთხვევაშიც ასეა. მონიკას აზარტულობა და რეიჩელის სიძულვილი მაღვიძარა ცხოველების მიმართ მათ ბინის ფასად უჯდებათ. ამ ეპიზოდში, იმასაც გავიგებთ რომ პერსონაჟებმა ბევრი რამ იციან ერთმანეთის შესახებ. წარმოსახვითი მეგობრების სახელიდან დაწყებული, ბავშვობის ზედმეტსახელებით დასრულებული.
მაგრამ ერთი რამ, რაც თითქმის არავინ იცის, ჩენდლერის პროფესიაა. მგონი, რაღაც კომპიუტერებთან დაკავშირებული, მაგრამ ტრენსპოსტერი ნამდვილად არა.
ბიჭებმა უდავოდ იციან, როგორ აღნიშნონ გამარჯვება.
9. L.O.V.E — ანუ ის ერთი ეპიზოდი, რომელშიც როსი უბრალოდ როსია
ალბათ კარგად გახსოვთ როსის სოლარიუმში მოგზაურობა, რომელიც კრახით დასრულდა
ან, როცა ტყავის შარვლით წავიდა პაემანზე და სხეულის ტემპერატურა ვერ გაითვალისწინა
მიუხედავად უამრავი უიღბლობისა, რაც სხვადასხვა კომედიურ მომენტებს ქმნიდა, როსის "საუკეთესო" სიტუაციაში სერიალის ბოლოსკენ აღმოჩნდა. დამეთანხმებით, რომ Friends -ის ბოლო სეზონებში, თითქოს სცენარისტებს იდეები ამოეწურათ, ამიტომ შექმნეს ჯოუის და რეიჩელის წყვილი, რომლის დავიწყებაც ყველას უნდა. თუმცა რომ არა ეს ურთიერთობა, როსი არ დათვრებოდა, მარგარიტას არ გააკეთებდა და არ აგვიხსნიდა სიყვარულის მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია სერიალის ისტორიაში.
ალბათ ყველას შეუძლია საკუთარი თავის გაიგივება როსის ამ მდგომარეობასთან. განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ კარგადაა.
გვესმის როსს, ჩვენც კარგად ვართ.
10. ის ყველა, რომელშიც ჩენდლერი საუკეთესო პერსონაჟია
მაგრამ Friends-დან საუკეთესო მომენტის ამორჩევაზე რთული ჩენდლერის საუკეთესო მომენტის არჩევაა. სარკასტული ჩენდლერი, რომელიც უხერხულ მომენტებს იდეალურად უხამებს კიდევ უფრო უხერხულ ხუმრობებს, ყველა სამეგობრო წრეს დაამშვენებდა. მისი იუმორი ძირითადად მისი კომპლექსებისგან გამომდინარეობს და თავდაცვის მექანიზმია. ეს არაა ჯანსაღი მდგომარეობა, მაგრამ სიგარეტის მოწევას მაინც ჯობს.
ჩენდლერს ყოველთვის აქვს ხუმრობა, რომელიც სიტუაციას იდეალურად ერგება და ვერასდროს ვერ იკავებს თავს. ახალი წლის რეზოლუციაც კი მისთვის ძალიან რთული შესასრულებელი იყო. სწორედ ამიტომ დავასრულე სია მისი მომენტებით, რომელიც უცებ გვაყენებს კარგ ხასიათზე.
თუკი შენი საყვარელი მომენტი ამ სიაში ვერ მოხვდა და გული დაგწყდა, შეგიძლია ახლავე ჩართო რომელიმე სერია Friends-დან და მაშინვე კარგ ხასიათზე დადგები.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები