ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე 10-წუთიანი ტექსტის წაკითხვისას "რადიკალური ოპოზიცია" 15-ჯერ ახსენა
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე 10-წუთიანი ტექსტის წაკითხვისას "რადიკალური ოპოზიცია" 15-ჯერ ახსენა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე წინადადებაში კობახიძე საუბრობდა იმაზე, რომ მათ ოპონენტებს, რომლებიც "რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ", აქვთ რევოლუციისა და საბოტაჟის სცენარი, თუმცა არ აქვთ მისი აღსრულების რესურსი.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს კობახიძის გამოსვლიდან:
"მოლაპარაკების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით".
"მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა არჩევნები ერთხმად შეაფასა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად".
"საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორიო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობით წარიმართა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური ორგანიზაციის ათასობით დამკვირვებელი იყო".
"ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცის პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული არჩევნების სამართლიანობას".
გარდა ამისა, კობახიძემ ბრიფინგზე დრო დაუთმო ოპოზიციურად განწყობილ არხებსაც და უყურადღებოდ არც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუტოვებია. მეტიც, კანონპროექტი დააანონსა, რომლის მიხედვით, პარტიას, რომლის ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან "თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული", საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება.
კობახიძემ მის მიერვე "რადიკალურად" წოდებულ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამოყო ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათ წარსულ საქმიანობას. მანვე აღნიშნა, რომ სხვა, ახალი პარტიების კითხვები არჩევნების სამართლიანობაზე ლეგიტიმური იყო.
გარდა ამისა, კობახიძემ დიდი დრო დაუთმო იმის მტკიცებას, რომ ოპოზიცია ანტიდასავლურია და ისინი დასავლურ ინსტიტუტებს ესხმის თავს. მან ოპონენტები რბილი ძალის გამოყენებაშიც დაადანაშაულა.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამავე ბრიფინგიდან:
"გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად".
"რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა ღიად გაილაშქრეს საერთაშორიო ინსტიტუტების წინააღმდეგაც".
"დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნების ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული".
"დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმაც არის გამოხატულება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური მოწყობის წინააღდეგ ამბოხია, რაშიც ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასავლელ ინსტიტუტებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს განიხილავენ".
სიტყვით გამოსვლის ბოლოს კი, კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არ დაუშვებს "რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რისი რესურსიც მათ, ბუნებრივია, არ აქვთ".
ოპოზიციის კრიტიკა კობახიძემ ბრიფინგის შემდეგ, კითხვებზე პასუხის გაცემის დროსაც გააგრძელა. საგულისხმოა ისიც, რომ ოპოზიციისადმი ნეგატიურად გაჟღერებული მოსაზრებების მიუხედავად, მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ხვალ ან ზეგ ბოლო რაუნდი გაიმართება, სადაც ის სწორედ "რადიკალური ოპოზიცის" წარმომადგენლებს შეხვდება.
გაიგეთ მეტი კობახიძის ბრიფინგზე:
- "ოცნება" საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს
- ამბოხის სცენარში მონაწილე პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, დაუკმაყოფილდებათ ეს მოთხოვნა — კობახიძე
- თუ კომისია თუნდაც 1%-იან გადახრას დააფიქსირებს ქართული ოცნების სასარგებლოდ, გადავდგები — კობახიძე
- თუ საგამოძიებო კომისია ხმების გადათვლისას გადახრას დაადგენს, რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთ — კობახიძე
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
კომენტარები