Caru – კომპანია, რომელმაც ავტოსერვისი სრულიად შეცვალა
ავტომობილების მფლობელებს მანქანასთან დაკავშირებული უამრავი საკითხის გადაჭრა უწევთ. ხშირ შემთხვევაში მანქანა, რომელმაც, წესით, ცხოვრება უნდა გაგვიადვილოს, დამატებითი სადარდებლის წყარო ხდება: სად გავაკეთებინო, რა ვუშველო, ტექდათვალიერებისთვის როდის მოვიცალო, გასარეცხად როდისღა წავიყვანო? მანქანის ყოლა დამატებით ერთი სამსახურის ტოლფას ენერგიას მოითხოვს, რისთვისაც თანამედროვე, დაკავებულ ადამიანს დრო უბრალოდ არ აქვს.
აქამდე ავტოსერვისი სრულიად გაუკვალავი სფერო იყო ყველა დამწყები მძღოლისათვის. თუ მანქანა გაგიფუჭდებოდა, ან თავად უნდა გერბინა ელიავაზე საათობით, ან გამოცდილი მეგობარი მეათასედ შეგეწუხებინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბაზარზე Caru-ს გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. Caru-ს ავტოასისტენტები სწორედ ამას აკეთებენ, რაც ყველას ძალიან გვეზარება: მიჰყავთ მანქანა, საჭირო ნაწილებს ეძებენ, ვაჭრობენ, ყველაზე ხელსაყრელ ვერსიას პოულობენ, მანქანას აკეთებენ და უკან გიბრუნებენ. ეს არის ავტომანქანის ყოველისმომცველი მოვლის მომსახურება პროფესიონალი ავტოასისტენტების მეშვეობით და, რაც მთავარია - სახლიდან გაუსვლელად.
იდეის ავტორი წარსულში ავტოშემკეთებელი წერტილის მფლობელი, ნიკა აბაშიძეა. მისი თქმით, შეიძლება მფლობელი კარგად ერკვეოდეს თავისი მანქანის სპეციფიკაში, თუმცა ავტომომსახურება ისეთივე ცალკე სამყაროა, როგორიც ნებისმიერი სხვა ინდუსტრია. შეიძლება ერთი და იგივე სერვისი სხვადასხვა ადგილას 50-დან 150 ლარამდე ღირდეს და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 150 ლარად უკეთეს შედეგს მიიღებთ. სპეციფიკური ცოდნა კი მანქანის მოვლას 50-70%-ით აიაფებს.
რისთვის შეგიძლია Caru-ს გამოყენება?
Caru-ს შრომისმოყვარე გუნდი მზადაა, რომ თქვენ ნაცვლად ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს: დაწყებული მანქანის გარეცხვით, დასრულებული ძრავის შეკეთებით და ტექდათვალიერების გავლითაც კი.
ავტოასისტენტის გამოძახება ძალიან მარტივია. ვებგვერდზე Caru.ge მარტივ ფორმას ავსებთ და მერე პროცესი ავტომატურად მიდის. პრობლემა თქვენი მსუბუქი ჩართულობით გვარდება, რაც მხოლოდ ინვოისის დადასტურებას და თანხის გადარიცხვას გულისხმობს.
რა იციან ასისტენტებმა ისეთი, რაც უბრალო მოკვდავებმა არ იციან?
ავტომობილი რთული მოწყობილობაა და მისი მოვლასაც სხვადასხვანაირად შეიძლება მივუდგეთ. გამოცდილმა ავტოექსპერტმა კარგად იცის, თუ სად შეიძლება "მოიჭრას კუთხეები", რომელი ნაწილი ჯობია, რომ გამოიცვალოს და რომელი - აღდგეს, სად მუშაობს კონკრეტული პრობლემის საუკეთესო ხელოსანი და სად იშოვება ნაწილები.
მაგალითისთვის, წაიკითხეთ, როგორ უყვარდებათ მომხმარებლებს საკუთარი ავტოასისტენტები ერთი სერვისით.
რამდენ ხანში გვარდება პრობლემა?
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთ შემთხვევაზე მანქანის შესაკეთებლად საშუალოდ დაახლოებით 8.5 საათი გვეხარჯება. Caru-მ ეს დრო 15 წუთამდე დაიყვანა, რაც მხოლოდ მანქანის გატანებისა და დაბრუნებისთვის საჭირო დროა. ამასთან, ავტოექსპერტი ზოგავს იმ დროს, რომელიც თქვენ ხელოსნის მოძიებასა და ნაწილების პოვნაში დაგჭირდებოდათ, რადგან ზუსტად იცის, სად რისთვის უნდა მივიდეს.
სხვა?
დღევანდელ სამყაროში ყველა სერვისი თუ კომპანია ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. ხელოსნიდან ხელოსანთან საათობით სიარული, რომელშიც წლების განმავლობაში ათიათასობით ავტომფლობელს უამრავი შაბათ-კვირა აქვს დახარჯული, თანამედროვე ცხოვრების რიტმთან ვეღარ თავსდება, თანაც ლოდინში გატარებულ დროს ვეღარავინ დაგიბრუნებთ.
Caru კი მანქანის ყოლას ყველა უსიამოვნო ასპექტს აცილებს და მხოლოდ კომფორტს ტოვებს.
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
კომენტარები