ნობელის პრემია 2019 — ჟანგბადისა და უჯრედის ურთიერთობის მკვლევარი ექიმები
დღეს ნობელის პრემიის კომისიამ ფიზიოლოგია/მედიცინაში 2019 წლის გამარჯვებული დაასახელა. ჯილდო ჟანგბადის ნაკლებობისას უჯრედის ადაპტაციის მკვლევართა ტრიოს გადაეცა
2019 წლის ფიზიოლოგია/მედიცინის დარგში ნობელის პრემიის გამარჯვებულის დასახელება ტრადიციულად სტოკჰოლმის გარეუბან სოლნაში მდებარე შვედეთის სამეფო ინსტიტუში შედგა. კომისიის წლევანდელი ფავორიტი უჯრედისა და ჟანგბადის ურთიერთობის შემსწავლელი მეცნიერების გუნდი გახდა.
ნობელიანტთა სამეული ასე გამოიყურება:
ასეთი პრესტიჟული წარმატება მეცნიერთა გუნდისთვის პირველი არ არის — ტრიომ 2016 წელს, ალბერტ ლასკერი საბაზისო სამედიცინო კვლევის დაჯილდოებაზეც გაიმარჯვა.
ჟანგბადის ნაკლებობისას უჯრედთა ადაპტაცია
კვლევის საგანი
მკვლევარები თავიანთ პროექტზე 20 წელზე მეტხანს მუშაობდნენ. მათ დეტალურად, სკრუპულოზურად აღწერეს თუ როგორ შეიგრძნობს უჯრედი ჟანგბადს და რა პასუხს იძლევა მისი ნაკლებობისას. სწორედ ჟანგბადია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების ენერგიად გარდაქმნის საქმეში.
ორგანიზმის ქსოვილში შესაძლოა ჟანგბადის ნაკლებობა ბევრი მიზეზით წარმოიქმნას. მაგალითად: ფიზიკური ვარჯიშისას ან ინსულტის დროს, ტვინის ქსოვილამდე სისხლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ. უჯრედის მიერ ჟანგბადის შეგრძნების უნარს ასევე დიდი როლი აქვს სიმსივნური ზრდის პროცესშიც — ამ დროს უჯრედების უნორმო გამრავლებამ შესაძლოა ქსოვილის შიგნით არსებული ჟანგბადი სრულად ამოწუროს.
კვლევის მეთოდოლოგია
გრეგ სემენცა და სერ პიტერ რეტკლიფი ჰორმონ ერითროპოეტინის რეგულაციას შეისწავლიდნენ. ეს უკანასკნელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისათვის და შემდგომ სწორედ ეს უჯრედები პასუხობენ ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას. სემენცამ თავის ჯგუფთან ერთად ამოიცნო გენების წყვილი, რომელიც ორ სპეციფიკურ ცილას აკოდირებს. მთელ ამ სისტემას ჰიპოქსიის ინდუქციის ფაქტორი (HIF) ეწოდა და მისი მიზანი ჟანგბადის ნაკლებობის დროს გარკვეული გენების გააქტიურებაა.
პარალელურად უილიამ ქეილინი გენეტიკური ხასიათის სინდრომს, ფონ ჰიმპელ-ლინდაუს დაავადებას იკვლევდა, რომლის დროსაც ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკები იზრდება. ამ სინდრომის მქონე ოჯახები გენში ატარებენ მუტაციას, რომელსაც VHL ეწოდება. ქეილინმა აჩვენა, თუ როგორ პასუხობენ ორგანიზმში ჟანგბადის დაბალ დონეს ისეთი უჯრედები, რომლებსაც ეს გენი ინაქტივირებულ ფორმაში აქვთ.
რეტკლიფმა და მისმა გუნდმა ასევე დაადგინა, რომ VHL ცილა ურთიერთქმედებს HIF ფაქტორის ერთ-ერთთ კომპონენტთან და ამგვარად ჟანგბადის დაბალი დონის მიმართ პასუხს თიშავს — HIF ფაქტორის შესაბამის კომპონენტს იგი ჟანგბადის მომატებისას გასანადგურებლად მონიშნავს.
როდესაც ქსოვილში ჟანგბადის საერთო რაოდენობა იკლებს, HIF ცილოვანი კომპლექსის რაოდენობა იზრდება. აღნიშნული პროცესი ააქტიურებს VHL გენს, რომელიც ერითროპოეტინის წარმოქმნაზე არის პასუხისმგებელი. ამ ჰორმონის გამომუშავების შედეგად ორგანიზშმი სისხლის წითელის უჯრედების წარმოქმნება ჩქარდება.
აწ უკვე ნობელიანტი ნაშრომი მკვლევარებს დაეხმარა გაეგოთ, თუ როგორ ადაპტირდება ორგანიზმი ჟანგბადის დაბალ დონეზე, მაგალითად იმით, თუ როგორ გამოიმუშავებს ახალ წითელი სისხლის უჯრედებს და აყალიბებს ახალ სისხლძარღვებს. ჟანგბადის შეგრძნების უნარი ასევე უმნიშვნელოვანესია ნაყოფისა და პლაცენტის განვითარებისთვის.
აღმოჩენის მნიშვნელობა და მისი პრაქტიკული გამოყენება
მკვლევართა ნამუშევარი თავისი მნიშვნელობით მართლაც ელეგანტურია: მათ მოახერხეს და აღწერეს საბაზისო ფიზიოლოგიური პროცესი, რაც დიდ სიმაღლზე მცხოვრებ ზოგიერთი სახეობის ცხოველთა თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია და ამასთანავე მათ მიერ აღწერილმა უჯრედულმა პროცესმა სხვა მკლევარებს საშუალება მისცა უკეთ გაეცნოთ ანემიის, კიბოს და სხვა პათოლოგიების მკურნალობის პრინციპები.
მეცნიერთა ინტერნაციონალური ჯგუფის წარმატებას თეორიულის გარდა პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნია. აღმოჩენის პარალელურად უკვე დაიწყო ანემიის სამკურნალო ისეთი პრეპარატების კვლევა, რომლებიც ორგანიზმს ატყუებენ (თითქოს იგი დიდ სიმაღლეზე იმყოფება) და ამგვარად მთელი ორგანიზმის ჟანგბადის მატარებელი წითელი სისხლის მომარაგებას ახორციელებენ. აღნიშნული პრეპარატი უკვე ადაპტირდა ჩინეთის ბაზარზე და იგი ამჟამად ევროპული რეგულაციების მიღების პროცესშია. მედიკამენტი პაციენტებს სისხლის დიდი დანაკარგის სწრაფად შევსებაში დაეხმარება. ასევე ბიოლოგიური კვლევის პროცესშია კიბოსა და გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები.
ლაურეატთა სამეული ფულად ჯილდოდ მიღებულ 9 მილიონ შვედურ კრონს (დაახლოებით 908 000 $) თანაბრად გაიყოფს.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები