ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიას 600-ზე მეტჯერ მიმართა
საქართველოს პარლამენტის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტჯერ, 609-ჯერ მიმართა. წერილები 2012-2016 წლებშია გაგზავნილი. ეს ინფორმაცია On.ge-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.
მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბესელიას მიერ მიწერილი 608 წერილი ინდივიდუალური იყო, ერთი კი - ზაზა პაპუაშვილთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად.
2012 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით შეწყალების კომისიას 20-ზე მეტჯერ შეწყალებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მანანა კობახიძემ (38), გედევან ფოფხაძემ (27), ლაშა თორდიამ (26), ჯონდი ბაღათურიამ (23) და დიმიტრი ლორთქიფანიძემ (22) მიმართეს.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მსგავსი შინაარსის წერილები გააგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხვდნენ მოქმედი პარლამენტიდან ყველა პარტიის წარმომადგენლები.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ წერილების ნაწილი ეკა ბესელიას სახელით იმიტომ იგზავნებოდა, რომ ის იყო პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე.
"პერსონალური მომართვებიც იყო, შეხვედრებიც იყო. იქედან რამდენს ფულის გამო გზავნიდა და რამდენს არა - ამას ზუსტად ვერ გეტყვით. ზოგ შემთხვევაში იყო დასკვნები, ზოგან იყო "გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა On.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, სხვა დეპუტატები, რომლებსაც თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე არ უწევდათ შეწყალების კომისიისთვის წერილების მისწერა პერსონალური სურვილები ჰქონდათ.
მერვე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ შეწყალების კომისიას ბევრად მეტჯერ მიმართა, ვიდრე ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ On.ge-ს აცნობა. მისი თქმით, მას 40 ათასზე მეტი წერილი აქვს მიღებული პატიმრების ოჯახებისგან.
"კითხვა უჩნდება ვინმეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი რატო ამისამართებდა და აგზავნიდა პატიმართა წერილებს? აბა ამ წერილებს შემოვდებდით თაროზე და უყურადღებოდ დავტოვებდით? კომიტეტი არაა შემწყალებელი, კომიტეტი ამისამართებს წერილებს დანიშნულებისამებრ. ასე რომ, ეს ციფრი მეტია ბევრად და მხოლოდ, პასუხი არასოდეს მიმიღია რა ბედია ეწია ამ წერილებს", - განუცხადა On.ge-ს ბესელიამ.
მისი თქმით, ყველა წერილი, რაც შედიოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და რაც ახლა შედის იურიდიულ კომიტეტში იგზავნება ყველა უწყებაში, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დეპუტატი უარყოფს, რომ შეწყალების კომისიაში გაგზავნილი ყველა წერილი როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ისე გააგზავნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ წერილში არაფერი წერია ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის, სოფო კილაძის მიმართვის შესახებ. On.ge-მ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
-
გადახედვა[ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან [ივანიშვილის ბოდიშზე] გენო პეტრიაშვილი: ეს ძალიან მაგარი ნათქვამი, გარკვეულმა ჯგუფებმა, ძაან ცუდად მიიტანეს მაყურებელთან
-
გადახედვაპროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით! პროკურორი: მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით!
-
გადახედვაბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი ბეირუთში, ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ აქილი
-
გადახედვაგამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაგამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო გამოავლინეს უხანის ბაზრობის ის სავარაუდო ცხოველები, რომლებისგანაც COVID-19 დაიწყო
-
გადახედვაჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ ჩინეთის ზოოპარკში ძაღლებს პანდებად ასაღებდნენ
-
გადახედვარუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადაუხდელობის გამო დავალიანების პროცენტი ერიცხება
-
-
-
გადახედვაჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია ჰერჩინსკი: 27 ქვეყნის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია
-
-
გადახედვანახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული ნახეთ: პრეისტორიული მარტორქა, რომლის კანიც დღემდე ხელუხლებლადაა მოღწეული
-
გადახედვა10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები 10 შემთხვევა, როცა ცხოველები ადამიანივით მოიქცნენ — ფოტოები
-
გადახედვარატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით რატომ გვავიწყდება ის, რაზეც ორი წამის წინ ვფიქრობდით
-
გადახედვაჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს ჰერჩინსკი: თუ ჩაითვლება რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, უნდა მივმართოთ იმ ზომებს, რომლებიც ინსტრუმენტების ყუთში გვაქვს
-
გადახედვაუკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა უკრაინამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებს Telegram-ის გამოყენება აუკრძალა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია მამუკა ხაზარაძე: სიაში არ ჩაწერა მე ცალმხრივად არ შემითავაზებია
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის იაგო ხვიჩია: "ლელო" თავის ჯოკერს აწვენს და "ვალეტ წკენტით" უნდა "ვზიატკის" წამოღება, რაც არ გამოდის
-
გადახედვაეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე ეროვნული ვალუტა გაუფასურდა — როგორი იქნება ლარის კურსი უქმეებზე
-
გადახედვაევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
-
გადახედვაგიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში გიორგი გახარია: [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში
კომენტარები