ნიუ-იორკის დრონ-ფილმ ფესტივალის გამარჯვებულები
ბოლო რამდენიმე წელია, ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიაში, ისევე როგორც ნიუს რეპორტინგში, დრონებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.
ამ მოწყობილობების საშუალებით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა მაყურებელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ მზარდი პოპულარობისა და მასალის მრავალფეროვნების გამო, 2015 წელს ნიუ-იორკში დაარსდა დრონ-ფილმ ფესტივალი, რომელშიც, როგორც მიხვდით დრონებით გადაღებულ საუკეთესო ვიდეოებს ავლენენ.
ფესტივალზე ფილმის შეტანა ყველა ადამიანს შეუძლია, თუ მათი გადაღებული ვიდეო შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ფილმი უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები და მისი 50% გადაღებული უნდა იყოს დრონით ან სხვა ნებისმიერი უპილოტო საფრენი აპარატით.
ჯილდოები 10 კატეგორიაში გაიცემა, რომელთა ჩამონათვალს და იქვე გამარჯვებულებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
1. ნარატივი
ამ კატეგორიაში ყურადღება ექცევა ამბავს, რომელსაც ვიდეო გადმოსცემს.
2016 წლის ფესტივალის გამარჯვებული ვიდეოა The Smallest Empire.
სტუდია Corridor Digital-ის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ვიდეო თამაშებში არსებული ცივილიზაციების ომის შესახებ.
2. პეიზაჟი და არქიტექტურა
ამ კატეგორიაში ორი ჯილდო გაიცემა, ერთი პეიზაჟისთვის, ერთი კი, არქიტექტურაში.
2016 წლის გამარჯვებული არქიტექტურის მიმართულებით - ჯოდი ჯონსონის ფილმი Graystone Rising.
ფილმში მოთხრობილი ისტორიული შენობის, გრეისტოუნის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დანგრევის ისტორია. შენობა 1876 წელს აშენდა ნიუ-ჯერსიში. შტატის ხელმძღვანელობამ მისი დაშლის გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო და ამავე წლის აპრილშივე აღასრულა.
საუკეთესო პეიზაჟი - ჯონ დანკანი Wild Scotland
ვიდეოში ნაჩვენებია შოტლანდიის ფლორა, ფაუნა, მთები, ველები და ისტორიული ნაგებობები.
3. დემო-პორტფოლიო
ეს ნომინაცია დრონების ოპერატორები კომპანიების ან ინდივიდებისთვისაა, რომლებმაც თავიანთი სადემონსტრაციო ვიდეოები უნდა წარმოადგინონ.
კატეგორიის გამარჯვებული Skynamic
Skynamic საჰაერო ფოტო-კინემატოგრაფიის სტუდიაა, რომელიც დემოში თავისი გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.
4. ტექნიკური მიღწევები
ამ კატეგორიაში ტექნიკურად რთულად შესრულებული ვიდეოებია წარმოდგენილი.
წლევანდელი გამარჯვებულია კოლინ სოლალ კარდოსა და პასკალ ანკეტილის ფილმი Art of Shades "All Way".
20 დუბლის შედეგად გადაღებული უწყვეტი მუსიკალური კლიპი.
5. ვიდეო-პილოტირების ფრისტაილი
კატეგორიაში წარდგენილია ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია ვიდეო პილოტირებისას.
გამარჯვებული Charpu - Abandonado
6. Dronie
დრონით გადაღებული სელფი-ვიდეოების კატეგორია.
გამარჯვებული Behind The Mask-ის სელფი The Sark Dronie
ვიდეოში ნაჩვენებია წყალქვეშ გადაღებული ვიდეო-სელფი, რომელიც ჯერ წყალში იწყება, მერე ადის ჰაერში, იქიდან გვაჩვენებს მოცურავეს და ბოლოს ისევ ქვემოთ ბრუნდება.
7. ექსტრემალური სპორტი
კატეგორიის სახელი, ისევე როგორც სხვების შემთხვევაში თავად ამბობს ყველაფერს.
2016 წლის გამარჯვებული SWEETGRASS PRODUCTIONS-ის ფილმი Afterglow.
ვიდეოში ვხედავთ ექსტრემალურ მოთხილამურეებს, რომლებიც ღამით, განათებულ კოსტუმებში გამოწყობილები, მთიდან ეშვებიან.
8. X-ფაქტორი
კატეგორია ფილმებისთვის, რომლებიც არც ერთ კატეგორიაში არ ჯდება.
9. მთავარ როლშია დრონი
კატეგორიაში წარდგენილ ვიდეოებში უნდა მონაწილეობდნენ თავად დრონები. ამ ნომინაციისთვის გადაღებული ფილმი არ არის აუცილებელი დრონით იყოს გადაღებული.
2016 წლის გამარჯვებული Cirque Du Soliel, ETH Zurich-სა და Verity Studios ფილმი Sparked: A Live Interaction Between Humans and Quadcopters
ფილმში ნაჩვენებია 10 ქუადროკოპტერისა და ადამიანის ურთიერობა და სინქრონული ცეკვა.
10. ფოტო
დრონით გადაღებული ფოტოს კატეგორია.
გამარჯვებული შოიაბ ქათაბის ფოტო Al Marmoum Camel Racing.
ჰაერიდან გადაღებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ალ მარმუმში გამართული აქლემების დოღი.
დამატებითი კატეგორიები:
ნიუსი და დოკუმენტური ფილმი
გამარჯვებული გადაცემა Good Morning America-ს სიუჟეტი სონ დუნის გამოქვაბულიდან.
მაყურებლის სიმპატია
გამარჯვებული ტარისკო სანუდო სუარესის ვიდეო ხელის თხოვნა
ფესტივალის შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები