ყველაფერი, რაც The Last of Us-ის მე-2 სეზონზე ვიცით — 5 კითხვა და 5 პასუხი
გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს The Last of Us-ის სერიალისა და თამაშის შესახებ.
The Last of Us-ის პირველი სეზონი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათის გათენება ჯოელისა და ელის ხათრით ვეღარ გაგვიხარდება — მოგვიწევს, ახალი მიზეზი ვიპოვოთ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ჩვენგანი HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც მაყურებლის მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. გასაკვირი სულაც არაა, რომ მეორე სეზონს უკვე სულმოუთქმელად ველოდებით.
სანამ ჩვენი საყვარელი გმირების ახალ თავგადასავალს ვნახავთ, ამ სტატიაში სერიალის მეორე სეზონის შესახებ რამდენიმე კითხვაზე პასუხს მოვუყარეთ თავი. გაფრთხილებთ, რომ პასუხების მოსმენა, სავარაუდოდ, შენს მოლოდინს კიდევ უფრო გაამძაფრებს.
1. რა ხდება უკანასკნელი ჩვენგანის მეორე სეზონში?
ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს არ და ვერ გაგიმხელთ. ალბათ, გეცოდინება, რომ სერიალი იმავე სახელწოდების თამაშის ადაპტაციაა. მათ, ვინც თამაშს იცნობს, სერიალის მეორე სეზონზე გარკვეული წარმოდგენა უკვე ექნება, თუმცა არ გვინდა, მის შინაარსზე დეტალურად საუბრით ის ადამიანები მნიშვნელოვნად დავასპოილეროთ, რომლებიც მხოლოდ სერიალს უყურებენ. სტატიაში მხოლოდ რამდენიმე ისეთ დეტალს გაგიმხელთ, რომელთა შესახებ მსახიობებმა და შემქმნელებმა ინტერვიუებში უკვე ისაუბრეს.
მეორე სეზონი დროში ნახტომით დაიწყება: საავადმყოფოში განვითარებული მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ ჯოელი და ელი იმ დასახლებაში ცხოვრობენ, რომელსაც მარია უძღვება. პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდში ჯოელის გადაწყვეტილებას მეორე სეზონის მოვლენებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. მეორე სეზონში დიდ როლს ითამაშებენ ახალი პერსონაჟები — ები და დინა.
რადგანაც ბელა რემზიმ ამაზე ღიად უკვე ისაუბრა, იმასაც გეტყვით, რომ მეორე სეზონში ელისა და დინას სიყვარულის ისტორიასაც ვნახავთ. ბელას თქმით, ამ ამბის ეკრანიზაციას მოუთმენლად ელის.
სერიალის შემქმნელებმა ინტერვიუებში აღნიშნეს, რომ პირველი სეზონის მსგავსად, მეორე სეზონის ზოგიერთი დეტალიც თამაშისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეორე სეზონი იმ ადამიანების გაოცებასაც შეძლებს, რომლებიც თამაშს კარგად იცნობენ.
2. რომელ მსახიობებს ვნახავთ მეორე სეზონში?
მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მოქმედება 4 წლის შემდეგ მიმდინარეობს, ელის კვლავ ბელა რემზი განასახიერებს. სერიალის შემქმნელების თქმით, ელი თამაშის მეორე ნაწილში, ბელას მსგავსად, 19 წლისაა. რა თქმა უნდა, ჯოელის როლს კვლავ პედრო პასკალი შეასრულებს. მოკლედ, ბელასა და პედროს დათმობა არ მოგვიწევს!
სავარაუდოდ, მეორე სეზონში გაბრიელ ლუნა (ტომი) და რუტინა უეზლიც (მარია) დაბრუნდებიან. სხვა მნიშვნელოვანი პერსონაჟების როლებზე მსახიობები ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუმტკიცებიათ.
შეიძლება უკვე შენიშნე, რომ სერიალში თამაშის მსახიობების კამეოები საკმაოდ ხშირია. მაგალითად, მერლ დენდრიჯი თამაშშიც და სერიალშიც მარლინის როლს ასრულებს, ბოლო ეპიზოდში კი თამაშის ელის გამხმოვანებელმა ელის დედის, ანას, როლი შეასრულა. სერიალში თამაშის ტომისა და ჯოელის გამხმოვანებლებიც გამოჩდნენ. შემქმნელების თქმით, კამეოები მეორე სეზონშიც გველოდება.
3. როდის გამოვა მეორე სეზონი?
არ ვიცით, თუმცა პედრო პასკალმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ გადაღებები შეიძლება ამ წლის ბოლომდე დაიწყოს. ანუ ძაააააალიან დიდხანს ლოდინიც არ მოგვიწევს (იმედია).
4. სულ რამდენი სეზონი იქნება?
ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შემქმნელების თქმით, თამაშის მეორე ნაწილის ადაპტაციას ერთზე მეტი სეზონი დასჭირდება. ახალი სეზონის დამტკიცებას, რა თქმა უნდა, სერიალის რეიტინგიც განსაზღვრავს. შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უკანასკნელ ჩვენგანს რეიტინგი ნამდვილად არ მოაკლდება და წინ, სულ მცირე, ორი სეზონი მაინც გველოდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემქმნელების თქმით, სერიალი მხოლოდ და მხოლოდ თამაშის მოვლენების ადაპტაცია იქნება და ისტორია თამაშს მიღმა აღარ გაგრძელდება.
5. ინფიცირებულებს კიდევ ვნახავთ?
რა თქმა უნდა! შემქმნელებმა დაადასტურეს, რომ მეორე სეზონი უფრო მასშტაბური იქნება და მეტ და სხვადასხვა "სახეობის" ინფიცირებულსაც ვნახავთ. შემქმნელების თქმით, მეორე სეზონში უფრო ჩაუღრმავდებიან იმ მიზეზებსა და ფაქტორებს, რომლებიც ინფიცირებულების ქმედებებისა და "აზროვნების" მიღმა იმალება.
მოკლედ, აშკარაა, რომ მეორე სეზონის სახით წინ დაუვიწყარი სანახაობა გველოდება. ახალ სეზონამდე ისღა დაგვრჩენია, რომ ტიკტოკზე პედრო პასკალის ვიდეოებს ვუყუროთ ან პირველი სეზონი რამდენჯერმე გადავიმეოროთ.
ამავე თემაზე:
- 5 მიზეზი, რატომ უნდა დაიწყო The Last of Us-ის ყურება
- LGBTQ+ პერსონაჟების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ მაშინებს — ბელა რემზი
- ფანებმა The Last Of Us-ის მე-6 სერია მენსტრუალური ჭიქის ჩვენებისთვის შეაქეს
- The Last Of Us 2-ში ელის გაზრდის მიუხედავად, მის როლს მაინც ბელა რემზი ითამაშებს
- The Last of Us-ის ბოლო სერიაში ნამდვილი ჟირაფები მონაწილეობდნენ
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები