ძველიშვილი: განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, დიპლომატები გვხვდებიან, რაც მნიშვნელოვანია
ფოტო: ნატა ძველიშვილი/Facebook.com
ჟურნალისტების შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან დასრულდა. ჟურნალისტები ელჩს თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი კოლეგის, აფგან მუხტარლის საქმეზე შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, რომელმაც თქვა:
"განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, დიპლომატიური კორპუსი გვხვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შეშფოთება გავუზიარეთ ელჩს და ამ შეშფოთებას ისიც იზიარებს. როგორც მან თქვა, ისინი ხვდებიან ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ცდილობენ ინფორმაციის მოგროვებას, რის შემდეგაც ისინიც გააკეთებენ დასკვნებს.
ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს. გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ შევხვდეთ ყველას, ვისაც შეიძლება რამე უნარი შესწევდეს გავლენა მოახდინოს ჩვენს ხელისუფლებაზე".
შეხვედრაზე იმყოფებოდა სტუდია მონიტორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნანა ბიგანიშვილიც
"ჩვენ აღშფოთებული ვართ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეა შევიტანეთ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, არ გვხვდება არავინ და არ გვეუბნებიან, რა ხდება. ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ბატონ ელჩს. მან გვითხრა, რომ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ამ საქმით. მისივე თქმით, დიდი განსხვავებაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ისინი ვერ გააიგივებენ ამ ორ ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ამ ფაქტმა (გატაცებამ) ჩამოშალა მითი, თითქოს მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან, ასე თუ ისე, დაცულია სიტყვის თავისუფლება".
ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩის შემდეგ, 6 ივნისს, შეხვდებიან საქართველოში აშშ-ს ელჩს.
29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. თბილისში რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუხტარლის მხარდასაჭერ აქციებს მართავენ. საქართველოს პრემიერმინისტრმა მოუწოდა პრეზიდენტს, მუხტარლის ცოლ-შვილს დაჩქარებული წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. მუხტარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ On.ge-ს უთხრა, რომ მას არ სჭირდება იმ ქვეყნის მოქალაქეობა, საიდანაც მისი ქმარი გაიტაცეს.
-
დმანისის ჰომინინები შეიძლება ერთზე მეტ სახეობას წარმოადგენდნენ — ახალი კვლევა დმანისის ჰომინინები შეიძლება ერთზე მეტ სახეობას წარმოადგენდნენ — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს
გადახედვა
-
თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი თეირანი ახალი სეზონით დაბრუნდა — ნახეთ ტრეილერი თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი თეირანი ახალი სეზონით დაბრუნდა — ნახეთ ტრეილერი
-
უკრაინული მედია: თირკმლის უკმარისობის გამო კადიროვი საკუთარ კლინიკაში გადაიყვანეს უკრაინული მედია: თირკმლის უკმარისობის გამო კადიროვი საკუთარ კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
უკრაინამ კასპიის ზღვაში Lukoil-ის 3 რუსული საბურღი პლატფორმა დაბომბა უკრაინამ კასპიის ზღვაში Lukoil-ის 3 რუსული საბურღი პლატფორმა დაბომბა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
ოქროს გლობუსი 2026-ის გამარჯვებულები დასახელდნენ — ნახეთ სრული სია ოქროს გლობუსი 2026-ის გამარჯვებულები დასახელდნენ — ნახეთ სრული სია
გადახედვა
-
ნახეთ: Boston Dynamics-ის ახალი რობოტი ადამიანებზე უკეთ მოძრაობს? ნახეთ: Boston Dynamics-ის ახალი რობოტი ადამიანებზე უკეთ მოძრაობს?
გადახედვა
-
ოქროს გლობუსი 2026: რას უნდა ველოდოთ? ოქროს გლობუსი 2026: რას უნდა ველოდოთ?
გადახედვა
-
სუპერმენის პირველი, იშვიათი კომიქსი 15 მილიონ დოლარად გაიყიდა სუპერმენის პირველი, იშვიათი კომიქსი 15 მილიონ დოლარად გაიყიდა
გადახედვა
-
ზოგი ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშეც თვრება — უჩვეულო ფენომენის სამედიცინო ახსნა ზოგი ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშეც თვრება — უჩვეულო ფენომენის სამედიცინო ახსნა
გადახედვა
-
"ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის" — მზია ამაღლობელის მიმართვა მოშიმშილე სინდისის პატიმრებს "ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის" — მზია ამაღლობელის მიმართვა მოშიმშილე სინდისის პატიმრებს
გადახედვა
-
"თუ ისინი ხალხს ესვრიან, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ" — ტრამპი ირანის პროტესტზე "თუ ისინი ხალხს ესვრიან, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ" — ტრამპი ირანის პროტესტზე
გადახედვა
-
Emmy ახალ ჯილდოს აწესებს სერიალებისთვის, რომლებმაც ტელევიზია შეცვალეს Emmy ახალ ჯილდოს აწესებს სერიალებისთვის, რომლებმაც ტელევიზია შეცვალეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს წერილი გაუგზავნა და საარჩევნო კამპანიაში წარმატება უსურვა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს წერილი გაუგზავნა და საარჩევნო კამპანიაში წარმატება უსურვა
გადახედვა
-
TI ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის წევრების კონსტიტუციური სარჩელის შეფასებას აქვეყნებს TI ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის წევრების კონსტიტუციური სარჩელის შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
გადახედვა
-
ერაყმა დასავლეთ Qurna 2-ის ნავთობსაბადოს ნაციონალიზაციის გეგმა დაამტკიცა, რომლის 75%-იანი მეწილე რუსული Lukoil-ია ერაყმა დასავლეთ Qurna 2-ის ნავთობსაბადოს ნაციონალიზაციის გეგმა დაამტკიცა, რომლის 75%-იანი მეწილე რუსული Lukoil-ია
გადახედვა
-
დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი მნახველებისთვის გაიხსნება დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი მნახველებისთვის გაიხსნება
გადახედვა
კომენტარები