ჯონი დეპის თქმით, კარიბის ზღვის მეკობრეებში აღარასდროს დაბრუნდება
ვირჯინიის შტატში გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი — მსახიობი ჯონი დეპი თავის ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს 2018 წელს გამოქვეყნებული ოპ-ედის გამო, სადაც ჰერდი ოჯახში ძალადობის გამოცდილებაზე წერს, ცილისწამებისთვის უჩივის.
ჯვარედინი დაკითხვისას, ამბერის ადვოკატმა ჯონი დეპს 2018 წელს გამოცემა Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ჰკითხა, რომელშიც ეწერა, რომ ჯონი დეპს კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ფილმში ჯეკ ბეღურას როლზე აღარ აიყვანდნენ.
"ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ არ მიკვირს. 2 წელია, მსოფლიო ცოლზე მოძალადეს მეძახის. დარწმუნებული ვარ, დისნეის თავის დაზღვევის მიზნით სურდა, ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა", — განაცხადა დეპმა.
აღსანიშნავია, რომ ამბერ ჰერდმა ჯონი დეპი ძალადობაში პირველად 2016 წელს დაადანაშაულა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და საქმე სამართლებრივი გზით გადაწყდა. დეპის თქმით, ამბერს ადვოკატების რჩევით $7 მილიონი გადაუხადა მიუხედავად იმისა, რომ თავს უდანაშაულოდ თვლიდა.
2018 წელს ამბერ ჰერდმა ოჯახში ძალადობის გამოცდილებაზე ოპ-ედი დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი არ უხსენებია, დეპმა მას ცილისწამებისთვის უჩივლა, რადგან თვლიდა, რომ ბრალდებების მეორე ტალღა მის კარიერას გაანადგურებდა და სულერთია იყო, ოპ-ედში მისი სახელი პირდაპირ ეწერა თუ არა. დეპმა ისიც აღნიშნა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრალდებების უარყოფით შედეგებს მთელი ცხოვრება მოიმკის.
მიუხედავად იმისა, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ პროექტში დისნეის ჯონი დეპის მონაწილეობა არ დაუანონსებია, მსახიობის თქმით, კომპანია ჯეკ ბეღურას პერსონაჟს გასართობ პარკებსა და სხვა კამპანიებში ხშირად იყენებს. ჯონი დეპმა ისიც აღნიშნა, რომ საკულტო როლს შეთავაზების შემთხვევაშიც კი აღარ დათანხმდება.
"ფაქტია, მისტერ დეპ, რომ დისნეიმ $300 მილიონი და მილიონი ალპაკაც რომ შემოგთავაზოთ, ამქვეყნად ვერაფერი დაგარწმუნებთ, რომ დისნეისთან თანამშრომლობით კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმში დაბრუნდეთ, ხომ ასეა?" — ჰკითხა ამბერ ჰერდის ადვოკატმა ჯონი დეპს, რაზეც მსახიობმა უპასუხა: "სწორია".
აღსანიშნავია, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების სამყაროზე ახალი პროექტი 2019 წელს დაანონსდა. 2020 წელს კი ხმა გავრცელდა მე-6 ფილმის გადაღების შესახებ, რომელშიც მთავარი როლი მარგო რობიმ უნდა შეასრულოს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები