ჯონი დეპმა ამბერ ჰერდს წიხლებით და მუშტით სცემა, მერე კი თმით ითრია — ადვოკატი
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება და მის შესახებ მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ამჯერად, ამბერ ჰერდის ადვოკატი აცხადებს, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილმა ქმარმა წიხლებით და მუშტით სცემა, შემდეგ კი თმით ითრია.
დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2018 წელს წამოიწყო და ჰერდის მიერ მიყენებული ზიანის $50 მილიონით ანაზღაურებას ითხოვა. ჰერდმა მაშინ The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცაღა ტექსტში ამბერს ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, დეპის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა და როლებს კარგავდა.
დავის ორივე მხარე თანხმდება, რომ მსახიობების ურთიერთობა ძალადობრივი იყო. თუმცა, დეპის ადვოკატების მტკიცებით, მოძალადე ჰერდი იყო, რომელიც ქმარს "აბაზანაში კეტავდა ხოლმე, რათა იგი თავიდან მოეშორებინა". საპასუხოდ, ჰერდის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ დეპი "ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, როცა ცოლზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა ხოლმე". ამბერის ადვოკატის, ელეინ ბრედჰოფტის თქმით, თავის დაცვის ქვეშ მყოფმა ერთხელ დეპის კომპიუტერში შიშველი ქალის ფოტოები აღმოაჩინა, რის შემდეგაც ჰერდსა და დეპს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
"მას [ამბერს] უყვარდა ჯონის ის მხარე, რომელსაც ფილმებში ხედავდა: ქარიზმატული, მომხიბვლელი და გულისხმიერი; ეს იყო კაცი, რომელიც შეუყვარდა", — განუცხადა ბრედჰოფტმა სასამართლოს, — "თუმცა, სამწუხაროდ, გზად ურჩხული გამოჩნდა. ეს ურჩხული მაშინ იღვიძებდა, როცა იგი თვრებოდა ან ნარკოტიკებს იღებდა".
დეპის ადვოკატის თქმით, მსახიობი მოგზაურობისას სასტუმროში ცალკე ნომერს იღებდა ხოლმე, რათა ჰერდთან კონტაქტი თავიდან აერიდებინა — მისი მტკიცებით, როცა 2015 წელს წყვილი ავსტრალიაში იმყოფებოდა, ცოლმა დეპს არაყის ბოთლი ესროლა და თითზე ჭრილობა მიაყენა. საპასუხოდ, ჰერდის ადვოკატი ამბობს, რომ დეპმა თითი თავადვე წაითალა. დეპის ადვოკატებმა ამბერ ჰერდის მხრიდან ძალადობის დასადასტურებლად 2020 წელს აუდიოჩანაწერიც წარმოადგინეს.
დეპის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰერდმა მას "ცილი დასწამა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა".
"ეს ყველაფერი იმ საგულდაგულოდ შექმნილ და მცდარ ბრალდებებს მოჰყვება, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება და ჰოლივუდში შოკის გამოწვევას ემსახურება. ამაში ჰერდი დაოსტატებულია", — აღნიშნავს დეპის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდს, The Sun-საც უჩივლა, როცა ამ უკანასკნელმა მსახიობს "ცოლზე მოძალადე" უწოდა. მან ეს სასამართლო დავა წააგო, გასაჩივრების შემდეგ კი სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სხვათა შორის, წაგებული სასამართლო დავის შემდეგ Warner Bros.-მა დეპს როლის დატოვება მოსთხოვა. მსახიობმა შარშან აღნიშნა, რომ "ჰოლივუდი ბოიკოტს უცხადებს", ხოლო "ბოიკოტის გამოცხადების კულტურის პირობებში არავის აქვს თავი ქუდში".
ამჯერად, ვირჯინიაში გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით წარდგა დეპის უფროსი და, ქრისტი დემბროვსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვობაში მათი დედა თავის ქმარზე ფიზიკურად ძალადობდა, თუმცა, "ჯონის მისი ქმედებები არასდროს არავისზე არ გაუმეორებია". დემბროვსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ იცოდა, თუკი თავისი ძმისა და ჰერდის ურთიერთობა ძალადობრივი იყო, თუმცა, სწორედ მან დაუჯავშნა ცალკე ნომერი სასტუმროში დეპს.
სასამართლოს შენობის გარეთ, ტრადიციულად, ჰერდისა და დეპის გულშემატკივრები იცდიდნენ.
რამდენიმე დღის წინ ჰერდმა ინსტაგრამზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას სოციალური მედიის გამოყენებაზე უარს იტყოდა.
"ჯონი The Washington Post-ში დაწერილი იმ ოპ-ედისთვის მიჩივის, რომელშიც ძალადობისა და ოჯახში ჩაგვრის საკუთარ გამოცდილებაზე ვსაუბრობდი", — დაწერა ჰერდმა ინსტაგრამზე, — "მისი სახელი არც მიხსენებია, ამის ნაცვლად ვწერდი იმ საზღაურზე, რომლის გადახდაც ქალებს უწევთ, როცა კაცების ძალაუფლების წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ. მე კვლავ მიწევს ამ ფასის გადახდა და, იმედია, როცა საქმე დასრულდება, მეც და ჯონიც ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ".
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
კომენტარები