საკვები, თავშესაფარი, მხარდაჭერა — საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ, იქნება ეს სახლი, თავშესაფარი თუ სხვა ტიპის საჭიროება. სურვილს ადგილობრივები — როგორც მოქალაქეები, ასევე კომპანიები და სხვადასხვა სასტუმრო გამოთქვამენ.
ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ფეისბუქგვერდზე წერს, რომ სასტუმროების ქსელი მგზავრები მზადაა, ბათუმში, ბაკურიანში, გონიოსა და თბილისში თავისი სასტუმრო კორპუსები უკრაინელ ბავშვებს, ქალებსა და ომის მსხვერპლებს დაუთმოს, რათა მათ ომის მიმდინარეობისას დროებითი თავშესაფარი ჰქონდეთ. მისივე ინფორმაციით, სასტუმრო რჩეული მარანი თელავში თავშესაფრად უკრაინის მოქალაქეებს 30-ნომრიან სასტუმროს სთავაზობს.
პოსტს არაერთი გამოხმაურება აქვს. იმავე სურვილს გამოთქვამენ მოქალაქეებიც.
გამომცემლობა წიგნები ბათუმშის დამფუძნებელი, ირაკლი ბაკურაძე საცხოვრებელს სთავაზობს მათ, ვისაც განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველოში მოუწია დარჩენა.
ევროკლუბის დამფუძნებელი, ნიკა გურინი წერს, რომ მზადაა, ყვარელში, სასტუმროში 5 უკრაინელი განათავსოს და ყველა საჭირო ხარჯი საკუთარ თავზე აიღოს.
უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს პოლიტოლოგი გიორგი კანაშვილიც.
მცხეთაში მდებარე კაფე ჩექინ გარდენ ქალაქში უკრაინის მოქალაქეებს უფასო კვებას სთავაზობს.
ახალი ქართული გიმნაზია წერს, რომ უკრაინიდან გამორიდებულ ბავშვებს საგანმანათლებლო მომსახურებას უფასოდ გაუწევენ.
ალექსანდრე გიორგაძემ უკრაინელ ტურისტებს სახლი დაუთმო.
მსგავსი შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა თემატურ ჯგუფში — მაგალითად, Spend 4 Seasons in Georgia-სა და მოგზაურთა კლუბში არაერთი იწერება.
"შემიძლია, ვუმასპინძლო რამდენიმე ადამიანს ქუთაისში"; "თუ ვინმე უკრაინელი არის ჩარჩენილი საქართველოში, 2 ადამიანი შემიძლია დავიტოვო თბილისში", — წერენ ისინი.
გუშინ, 23 თებერვალს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, საქართველოში 100 უკრაინელ ბავშვს "უმასპინძლოს".
მასალა განახლდება და მსგავს ინიციატივებზე ინფორმაციას განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპრთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.
ამავე თემაზე:
- მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს — ჯო ბაიდენი
- კანადა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და G7-ის ლიდერების შეხვედრას გეგმავს
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა"დაიტოვეს" ორგანიზებით ხვალ აქციები საქალაქო სასამართლოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება "დაიტოვეს" ორგანიზებით ხვალ აქციები საქალაქო სასამართლოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება
-
გადახედვაგოგა მემანიშვილი: სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეებს დაიბარებენ სასამართლოში გოგა მემანიშვილი: სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეებს დაიბარებენ სასამართლოში
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდება სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდება
-
გადახედვაცესკომ ელექტრონული მოწყობილობების ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებისთვის ორი გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა ცესკომ ელექტრონული მოწყობილობების ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებისთვის ორი გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა
-
გადახედვაზელენსკი: სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია ზელენსკი: სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია
-
გადახედვაუკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა უკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
-
გადახედვაბრემენში მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს ბრემენში მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს
-
გადახედვაცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევა ცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევა
-
გადახედვაჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ირაკლი კობახიძე ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვაTELEGRAPH: ტრამპი განიხილავს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომლის მიხედვით ბრიტანეთის ჯარები 800 მილის ბუფერულ ზონას გააკონტროლებენ TELEGRAPH: ტრამპი განიხილავს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომლის მიხედვით ბრიტანეთის ჯარები 800 მილის ბუფერულ ზონას გააკონტროლებენ
-
გადახედვატრამპის ახალ ადმინისტრაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ იქნება ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ იქნება
-
გადახედვავალენსიაში დემონსტრანტები გამანადგურებელ წყალდიდობაზე ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციას აპროტესტებენ ვალენსიაში დემონსტრანტები გამანადგურებელ წყალდიდობაზე ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციას აპროტესტებენ
-
გადახედვათალიბების მთავრობის მორალის სამინისტრო: ავღანელ ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული არ აქვთ თალიბების მთავრობის მორალის სამინისტრო: ავღანელ ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული არ აქვთ
-
გადახედვაAxios: 2017 წლის შემდეგ პირველად ტრამპი მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა Axios: 2017 წლის შემდეგ პირველად ტრამპი მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა
-
გადახედვა"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" — პარლამენტის წინ "გირჩის" აქცია მიმდინარეობს "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" — პარლამენტის წინ "გირჩის" აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაორი საპროტესტო მსვლელობა თსუ-სთან გაერთიანდა — პროტესტის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერები გმირთა მოედანზე მიმართავენ ორი საპროტესტო მსვლელობა თსუ-სთან გაერთიანდა — პროტესტის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერები გმირთა მოედანზე მიმართავენ
-
გადახედვაგვარამია: არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში გვარამია: არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში
-
გადახედვაროთი: ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ როთი: ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ
-
გადახედვაიგორ ნარმანია: საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნებას იგორ ნარმანია: საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნებას
კომენტარები