სალომე ზურაბიშვილი

16 Dec. 2021, 20:19

ამ პროცესის დაწყება, მე მგონია, რომ არის დროული. გეტყვით, რატომ ვთვლი, რომ არის დროული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე. მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც, პრაქტიკულად, თუ არა რაღაც გამონაკლისი პერიოდები, სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო 2 ბანაკი, თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რაც, მგონი, არავის არ სურს, რომ დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში. ეს წარსულის ფურცლები, რომლებიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს. დროა, ამდენად, საზოგადოებისთვის, იგი არა მხოლოდ დაღლილია, უკვე გადაღლილი — ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც ყველა განიცდის ამას არის გაუსაძლისი ყველასთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ