10 შემთხვევა, როცა მომღერალმა კონცერტი ფანების უსაფრთხოების გამო შეწყვიტა
ტრევის სკოტის ტეხასში გამართულ კონცერტზე 8 ადამიანის დაღუპვამ და კიდევ სხვა ათეულობით პირის დაშავებამ სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე შემაძრწუნებელი, ალბათ, ის ფაქტია, რომ მიუხედავად ქაოსისა, რასაც ტრაგიკული შედეგიც მოჰყვა, კონცერტი არ შეწყვეტილა.
მართალია, ტრევის სკოტმა განაცხადა, რომ სცენიდან ნათლად ვერ აღიქვამდა, თუ რა ხდებოდა ათასობით მაყურებელს შორის, მაგრამ ბევრი მის სიტყვებს არ ენდობა და მეტიც — არეულობის წახალისებისთვის მას სასამართლოშიც უჩივლეს.
ამის პარალელურად ინტერნეტში უამრავმა ადამიანმა იმ მუსიკალური გამოსვლების გაზიარება დაიწყო, რომლებშიც მომღერლები თაყვანისმცემელთა კეთილდღეობაზე იმდენად ზრუნავენ, რომ მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შოუებიც კი შეწყვიტეს.
სტატიაში სწორედ 10 ასეთ შემთხვევას გთავაზობთ:
1. კურტ კობეინი
1993 წელს კურტ კობეინმა სიმღერა შეწყვიტა და ხალხში შევარდა, სადაც კაცს დაუპირისპირდა, რომელიც ქალზე სექსუალურად ძალადობდა.
2. ჰარი სტაილსი
2019 წელს ჰარი სტაილსმა კონცერტი შეწყვიტა, რათა გაეგო, გრძნობდა თუ არა ერთ-ერთი მსმენელი თავს კარგად და დახმარებაც გამოიძახა.
3. A$AP Rocky
2019 წელს რეპერმა კონცერტი გააჩერა, რადგან დაინახა, რომ რამდენიმე ადამიანი წაიქცა. შემდეგ კი მსმენელებს დაუყვირა, რომ ისინი წამოეყენებინათ.
4. ადელი
2011 წელს გამოსვლის დროს ადელმა შოუ შეწყვიტა, როცა დაინახა, რომ მაყურებელი ცუდად გახდა. ამავდროულად, ყველას ამ ადამიანზე მიუთითა და მოითხოვა, რომ მას დახმარებოდნენ.
5. ბილი აილიში
2018 წელს ბილი აილიშმა კონცერტი შეწყვიტა, რადგან ერთ-ერთი მაყურებელი უგონოდ იყო და წყალი სჭირდებოდა. მომღერალმა გულშემატკივრებს საკუთარი წყალი ესროლა და იკითხა, კიდევ რისი გაკეთება შეეძლო.
6. Fall Out Boy
2014 ფლორიდის კონცერტზე პიტ ვენცმა შენიშნა, რომ წინა რიგებში ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა. მან მაყურებლებს დახმარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა: "სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, როცა ვიღაც ეცემა, ჩვენ კი მას წამოდგომაში ვეხმარებით".
7. ლედი გაგა
მომღერალმა შოუ შეწყვიტა, როცა ფანის სისხლიანი სახე შენიშნა. გაგამ ექიმებს მოუხმო და ფანს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ სხვისი ხელი სახეში მოხვდა.
8. Green Day
როცა მაყურებლებში აგრესია შენიშნა, ბილი ჯო არმსტრონგმა სიმღერა შეწყვიტა და მათ უსაყვედურა, რომ "ბავშვები აქ კარგი დროის გასატარებლად მოდიან და ზედმეტი დაძაბულობა არ არის საჭირო".
9. Foo Fighters
2011 წელს ლონდონში დეივ გროლმა შეწყვიტა სიმღერა, როცა დაინახა, რომ ერთი კაცი ჩხუბს იწყებდა. მას აგრესიულად მიმართა, შოუდან წასვლა მოსთხოვა და მიუთითა, რომ მის კონცერტზე ხალხი საცეკვაოდ მიდის და არა საჩხუბრად.
10. და ბოლოს, Linkin Park
2001 წლის კონცერტზე ჩესტერ ბენინგტონმა სიმღერა შეწყვიტა და დაიყვირა, რომ იატაკზე წაქცეული ფანი მაშინვე წამოეყენებინათ. მან ასევე აღნიშნა, რომ "უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ".
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები