მტრედს, რომელმაც ამერიკიდან ავსტრალიამდე 13000კმ იფრინა, ევთანაზია ემუქრება
მრბოლელ მტრედს, რომელმაც აშშ-დან ავსტრალიამდე 13 000 კილომეტრის გადაფრენას გაუძლო, კარანტინის რისკების გამო დააძინებენ.
დაღლილი ფრინველი, მელბურნში, კევინ სელი-ბერდის ეზოში გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ორეგონის შტატში გამართული რბოლიდან 29 ოქტომბერს გაუჩინარდა.
ექსპერტები ეჭვობენ, რომ მტრედი, რომელსაც სელი-ბერდმა ჯო დაარქვა, ავსტრალიამდე სატვირთო ხომალდს დაემგზავრა. კევინის თქმით, ავსტრალიის საკარანტინო და ინსპექციის სერვისი დაუკავშირდა და ფრინველის დაჭერა დაავალა, მას შემდეგ, რაც მისი კონტინენტზე შემოსვლა მედიამ გააშუქა.
"ისინი ამბობენ, რომ თუ ჩიტი ამერიკიდან არის, ფრინველთა დაავადებების რისკი არსებობს. აინტერესებდათ, შემეძლო თუ არა დახმარება, ვუთხარი, რომ დაჭერა არ შემიძლია, რადგან 500 მილიმეტრის დისტანციაზე ვუახლოვდები და მოძრაობას იწყებს", — განაცხადა სელი-ბერდმა. მისი თქმით, უწყება პროფესიონალ ფრინველის დამჭერთან დაკავშირებას აპირებს, თუმცა საკარანტინო სერვისს კომენტარი არ გაუკეთებია.
სელი-ბერდის თქმით, ოკლაჰომაში არსებულმა ამერიკული მტრედების გაერთიანებამ დაადასტურა, რომ ჯოს პატრონი ალაბამიდან არის. მან ფრინველის პატრონთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მტრედი დღეებს ეზოში ატარებს, ზოგჯერ ადგილობრივ მტრედებს ჩამოუჯდება. კევინი მას რეგულარულად აჭმევს.
"საკვებს არ ვაკლებ, წყალიც აქვს და ალბათ ჩათვალა რომ სახლშია", — ამბობს სელი-ბერდი.
ავსტრალიის ეროვნული მტრედების ასოციაციის წარმომადგენელმა, ბრედ ტერნერმა განაცხადა, რომ ჩინური მრბოლელი მტრედების ავსტრალიაში ჩაფრენამდე სმენია, რაც ბევრად ნაკლები მანძილია.
2015 წელს, ჯონი დეპისა და მისი ყოფილი პარტნიორის, ამბერ ჰერდის იორკშირ ტერიერებიც აღმოჩნდნენ რისკის წინაშე. წყვილმა ძაღლები ჩუმად შეაპარა ქვეყანაში, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ცხოველების დაძინების მუქარა გააჟღერა და წყვილს ქვეყნის დასატოვებლად 50-საათიანი ვადა მისცა. წყვილმა საჯარო ვიდეო მიმართვის საშუალებით მოიბოდიშა.
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
კომენტარები