ალტ-ინფო — ანტიდასავლური ჯგუფი არჩევნების წინ მოქმედების მასშტაბს ზრდის
ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელიც სიძულვილის ენას სისტემატურად იყენებს, არჩევნების წინ კიდევ უფრო აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლურ და ანტი-ლგბტ ნარატივს
2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების წინ რადიკალური ჯგუფი ალტ-ინფო ფეისბუქის საშუალებით უფრო და უფრო აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლურ, ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ ნარატივს.
ალტ-ინფოს ფეიჯზე მომუშავე ადამიანები ცდილობენ, რომ თავი დაბალანსებულ, მეინსტრიმულ მედია გამოცემად წარმოადგინონ, სინამდვილეში კი ხშირად ავრცელებენ ყალბ ამბებს, რომელთა მიზანიც დასავლეთის მიმართ ნდობის შერყევაა.
ჯგუფებთან ერთად აქტიურდებიან პოლიტიკური პარტიებიც, როგორც ინტერნეტში, ისე მის გარეთ. მაგალითად ანტიდასავლური და პრორუსული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი NDI-ისა და IRI-ის ალტერნატიულ გამოკითხვებს ატარებს და ირწმუნება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საზოგადოების განწყობას იკვლევს. NDI-ის ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
პარალელურად, ულტრანაციონალისტური დაჯგუფება ქართული მარში, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი ძალადობრივი ღონისძიება დაგეგმა ეთნიკური ჯგუფებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასა და ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
DFRLab-მა წარსულში უკვე გამოიკვლია ალტ-ინფოს მოქმედებები ფეისბუქზე, როდესაც, 2019 წლის თბილისი პრაიდის წინ ჯგუფი სხვა რადიკალური განწყობების ფეისბუქ გვერდების საშუალებით ცდილობდა საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას.
როგორ მოქმედებს ალტ-ინფო
ალტ-ინფოს ამჟამინდელი ფეისბუქ გვერდი 2019 წლის ივნისშია შექმნილი. გვერდის წინა ვერსია სხვა რადიკალურ და ულტრანაციონალისტურ გვერდებთან ერთად ფეისბუქმა 2019 წლის მაისში თავისი პლატფორმიდან წაშალა. ალტ-ინფოს გვერდის ადმინისტრატორებმა ახალი ფეისბუქ გვერდი მალევე შექმნეს.
ალტ-ინფოს "ჩვენ შესახებ" განყოფილებაში ის წარმოდგენილია, როგორც კონსერვატიული მედია პლატფორმა და მკითხველს ვებსაიტზე გადასავლელ ლინკსაც სთავაზობს.
სტატიის დაწერის მომენტისათვის ალტ-ინფოს გვერდს 37 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. CrowdTangle-ის ანალიზი აჩვენებს, რომ გვერდი განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში გააქტიურდა.
გვერდი ხშირად აზიარებს ე.წ. ექსპლეინერებს (ამხსნელ ვიდეოებს) და ლაივ-დისკუსიებს. 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული გვერდმა ანტიდასავლურად განწყობილ ფიგურებთან ინტერვიუების სერია ჩაწერა. მათ შორის იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები და ხელისუფლების წევრიც. რესპონდენტებს შორის იყო ადამ კინზინგერიც, ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელებულ წერილში საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობდა.
ინტერვიუს ფორმატი, სავარაუდოდ, სანდოობის ილუზიის შექმნასა და აუდიტორიის ზრდის მიზნით, დისკუსიის გამოწვევას ემსახურება.
გვერდი გამუდმებით თავს ესხმის დასავლურ ღირებულებებს, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ლგბტ თემს. ალტ-ინფოზე აქტიურად ზიარდება სტატიები, რომლებიც დასავლეთს არასტაბილურ ადგილად წარმოაჩენს. ჯგუფი ამ გზით ცდილობს, საქართველოს მოქალაქეების შეხედულებებზე და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გავლენა მოახდინოს.
აშშ-ში მიმდინარე დემონსტრაციებიდან, რომელზეც მოქალაქეები პოლიციის სისასტიკესა და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ, ალტ-ინფო არჩევს ისეთ კონტენტს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ეკლესიას ცეცხლს უკიდებს. რელიგია და ეკლესიის როლი საქართველოში მგრძნობიარე საკითხია, მსგავსი მასალით კი ალტ-ინფო ამერიკას საშიშ ადგილად წარმოაჩენს, სადაც რელიგიის თავისუფლება იზღუდება.
გვერდი ასევე ხშირად აზიარებს სტატიებს, რომლებიც ლგბტ მოძრაობის დისკრედიტაციას ემსახურება. მაგალითად, ალტ-ინფომ გაავრცელა რამდენიმე სტატია, სადაც პოლონეთის პრეზიდენტის კამპანია იყო განხილული ლგბტ საკითხების სწავლების შეზღუდვასთან და გეი ქორწინების აკრძალვასთან დაკავშირებით. როგორც CrowdTangle აჩვენებს, ანტი-ლგბტ სტატიებზე ჩართულობა მაღალია, თითოეულ პოსტს 200-დან 900-მდე რეაქცია აქვს.
ალტ-ინფო ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლურ და ანტი-ლგბტ გრძნობების გაღვივებაზე მუშაობს. მისი გააქტიურება მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით შემაშფოთებელია. შემოდგომაზე ჩანიშნულ არჩევნებში რამდენიმე ანტიდასავლური პარტია იბრძოლებს საქართველოს მოქალაქეების ხმების მოსაპოვებლად.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები