კორონავირუსი და სექსი — რა უნდა ვიცოდეთ
შეიძლება თუ არა სექსით კორონავირუსის გადაცემა? — ალბათ დაინტერესებულხართ, თუმცა მოგრიდებიათ ამ კითხვის დასმა.
მითებისა და ფაქტების ერთმანეთისგან გასამიჯნად სექსსა და კორონავირუსთან დაკავშირებულ კითხვებს ჯანმრთელობის ექსპერტები სცემენ პასუხებს: ალექს ჯორჯი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი და ალიქს ფოქსი, სექსის თემატიკაზე მომუშავე BBC-ის ჟურნალისტი, გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას პანდემიისას ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
1. რამდენად უსაფრთხოა სექსი კორონავირუსის გავრცელების პირობებში?
თუ ურთიერთობაში ხართ, ცხოვრობთ თქვენს პარტნიორთან ერთად და, შესაბამისად, ერთმანეთის გარემოცვაში იმყოფებით, მაშინ ეს თქვენს სიტუაციას არ ცვლის. თუმცა, თუ რომელიმე თქვენგანი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას დაიწყებს, მაშინვე უნდა დაიცვათ ფიზიკური დისტანცია და იზოლირდეთ — ერთ ბინაში ცხოვრების დროსაც კი. იდეალურ შემთხვევაში ადამიანებს შორის მანძილი სახლშიც კი 2 მეტრი მაინც უნდა იყოს, მაგრამ ყველანი ვხვდებით, რომ ამ წესის დაცვა ზოგჯერ შეუძლებელია.
ასევე მნიშვნელოვანია, არ გეგონოთ, რომ რადგან თქვენ კორონავირუსის მსუბუქ სიმპტომებს განიცდით, ეს დაავადება იმავენაირად განუვითარდება თქვენს პარტნიორსაც. ამიტომ უმნიშვნელო სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც, ეცადეთ, რომ მოერიდოთ თქვენს შეყვარებულს.
2. რამდენად სარისკოა ახლადგაცნობილ ადამიანებთან სექსი?
ცხადია, ამ მომენტისთვის არ გირჩევთ, ახალი სექსუალური პარტნიორების ყოლას, რადგან არსებობს ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი.
ასევე გახსოვდეთ, რომ ზოგი ადამიანი, შეიძლება, ვირუსის უსიმპტომო მატარებელი იყოს. ამიტომ თუნდაც აბსოლუტურად კარგად გრძნობდეთ თავს, ახლო კონტაქტითა და კოცნით მაინც შეიძლება გადასდოთ ინფექცია ვინმეს, მისგან კიდევ სხვა ადამიანზე გავრცელდეს ვირუსი.
3. ცოტა ხნის წინ ვაკოცე ვიღაცას, ვისაც მოგვიანებით განუვითარდა სიმპტომები. რისი გაკეთება შემიძლია?
თუ აკოცეთ ან ახლო კონტაქტი გქონდათ ადამიანთან, რომელზეც ფიქრობთ, რომ კორონავირუსი გამოუვლინდა, უპირველესად მოექეცით თვითიზოლაციაში. დააკვირდით თქვენს თავს და ძალიან ყურადღებით იყავით შესაძლო სიმპტომებისადმი. თუ გამოვლენილი სიმპტომები გაგირთულდებათ, დარეკეთ ცხელ ხაზზე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
ჩვენ ინტიმური ურთიერთობებისას პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ერთმანეთზე და საკუთარ თავზეც. თუ აღგენიშნებათ სიმპტომები და უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვინმეს აკოცეთ, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ მას და პირიქით, თუ პარტნიორს გამოუვლინდება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, უნდა იზოლირდეთ.
4. კორონავირუსამდე პარტნიორთან სექსის დროს არ ვიყენებდი პრეზერვატივს, უნდა გამოვიყენო თუ არა ახლა?
ამ კითხვაზე პასუხს ის განსაზღვრავს, თუ რატომ არ იყენებდით აქამდე პრეზერვატივს.
თუ პრეზერვატივს იმიტომ არ იყენებდით, რომ ორივეს გაქვთ ჩატარებული გამოკვლევები სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და, ამასთან, თუ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში მენოპაუზამდე პერიოდში ხართ, სხვა სახის კონტრაცეპტივებს იყენებთ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასარიდებლად, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ არც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ხართ შემოწმებულნი და არც კონტრაცეპტივებს იყენებთ, მაშინ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავის დაცვა.
5. შეიძლება, ვინმეს ვაგინაზე ან პენისზე შეხებით გადამედოს კორონავირუსი?
თუ ერთმანეთის გენიტალიებზე შეხებას აპირებთ, სავარაუდოა, რომ ერთმანეთს აკოცებთ კიდეც. როგორც ვიცით, ვირუსი ნერწყვით გადადის. არსებითად, კორონავირუსის გადაცემის ნებისმიერი შესაძლებლობა — თქვენი პირიდან თქვენსავე ხელებზე და გენიტალიებზე და იქიდან პარტნიორის ხელებზე და ცხვირზე თუ პირზე — ზრდის მისით დაავადების რისკებს. საჭიროა, რომ ამის შესაძლებლობა აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ გვქონდეს ადამიანთან, რომელთან ერთადაც არ ვცხოვრობთ.
6. როგორ შევინარჩუნო ინტიმური ურთიერთობა პარტნიორთან?
პანდემია უბიძგებს ხალხს, გადაიაზროს, რას ნიშნავს ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება და რა აყალიბებს საამო და სასიამოვნო ინტიმურ კავშირს. ბევრმა ეროტიკული ამბების წერა და ერთმანეთისთვის გაზიარება დაიწყო და ისინი, ვინც ერთმანეთს პანდემიამდე ხვდებოდნენ და ახლა სხვადასხვა ადგილას უწევთ კარანტინის გავლა, ამ გზით ცდილობენ სასარგებლოდ გამოიყენონ დრო და მანძილი. შედეგად, მრავალმა აღმოაჩინა საკუთარ თავში შემოქმედებითი ნიჭი. ჩართეთ საქმეში ფანტაზია და თქვენ აუცილებალდ მოძებნით გზებს პირისპირ კონტაქტის გარეშე ინტიმური კავშირის შესანარჩუნებლად.
ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგიერთმა შეიძლება სწორედ ახლა აღმოაჩინოს, რომ პარტნიორისგან განსხვავებული ლიბიდო აქვს. თუ ადრე კვირაში ერთხელ ხვდებოდით ერთმანეთს, ახლა კი ერთ ჭერქვეშ გიწევთ ცხოვრება, მოსალოდნელია, რომ რაღაც მომენტებში თქვენ გინდოდეთ სექსი და თქვენს პარტნიორს არა, ან — პირიქით. თანაცხოვრება არ გულისხმობს სექსის ქონას ნებისმიერ დროს. ამიტომ თუკი გიწევთ ისეთ პირობებში ცხოვრება, როცა გრძნობთ, რომ გაძალებენ სექსს და, შესაბამისად, მისგან სიამოვნებას ვერ იღებთ, ღიად დაელაპარაკეთ ამის შესახებ პარტნიორს.
7. შიდსის ქონის შემთხვევაში თუ მივეკუთვნები მაღალი რისკის ჯგუფს?
თუ შიდსის სამართავად რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს, CD4-ის, ანუ ინფექციასთან საბრძოლველად საჭირო სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ნორმაში გაქვთ და ვირუსული დატვირთვაც, ანუ სისხლში HIV-ის რაოდენობა ნორმიდან არაა გადახრილი, დაბალი იმუნიტეტის მქონედ არ ითვლებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი რისკების ქვეშ არ იმყოფებით. თუ აივ დადებითი ხართ, გააგრძელეთ მედიკამენტების მიღება და მიჰყევით იმავე წესებს, რასაც სხვები იცავენ, როცა საქმე იზოლაციასა და ფიზიკურ დისტანცირებას ეხება.
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
კომენტარები