პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილის ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა სერიოზულად განიხილავს სააღდგომოდ სასაფლაოების გარკვეული პერიოდით დახურვის საკითხს. მანვე თქვა, რომ ეს დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე:

"სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძლებული და მოგვიწიოს სასაფლაოდ დახურვა. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების დინამიკასთან. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია და ამას მვიიღებთ უახლოესი 2 დღის განმავლობაში".

პრემიერმა განაცხადა, რომ სახეზეა შიდა გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა და 15 აპრილის 21 სააათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.