თვითიზოლაციისას თავს ზედმეტ პროდუქტიულობას ნუ მოსთხოვ
ჩვენი ტვინი გამუდმებით ფიქრობს: "რატომ უფრო მეტს არ ვმუშაობ?"
ამ რთულ პერიოდში, მოდუნების გამო, თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობ, ახლა საკუთარი თავების მიმართ უფრო შემწყნარებლები უნდა გავხდეთ.
პანდემიის დროს, შესაძლოა, ისეთი შრომისუნარიანი ვერ ვიყო, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ ამაში საგანგაშო არაფერია. ის, რომ ახლა, ჩვენი ყურადღება მხოლოდ კორონავირუსისკენაა მიმართული და ვღელავთ, აბსოლუტურად ნორმალურია.
ზოგი ადამიანი სტრესს უფრო მარტივად უმკლავდება, ზოგს კი სირთულეებთან შეგუება უჭირს, ამიტომ, საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებ.
შფოთვა, სტრესის ფონზე, ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მას გაურკვევლობა იწვევს, მთელი მსოფლიო კი, ახლა, გაურკვევლობის წინაშე დგას; თუმცა, იმისთვის, რომ თავი ზედმეტად არ დაისტრესო, ეცადეთ, ზომიერება დაიცვა და ახალ ამბებს დღეში მხოლოდ ერთხელ უყურო.
დაფიქრდი, რამდენჯერ გინატრია, რომ მეტი დრო გქონოდა იმის გასაკეთებლად, რაც ყოველთვის გინდოდათ, რომ გაგეკეთებინა? იქნებ, გიტარაზე დაკვრის შესწავლა გსურდა, ან შენი თავი ხატვაში გამოგეცადა? ახლა, სწორედ ამის დროა!
პანდემიების დროს, ცნობილი ადამიანებიც, სახლიდან მუშაობდნენ და ამ პერიოდს საკმაოდ ღირებულად ატარებდნენ.
მაგალითად, შექსპირმა თავისი ერთ-ერთი შედევრი, მეფე ლირი, სწორედ მაშინ შექმნა, როდესაც თეატრები ჭირის გამო, დაიკეტა.
ისააკ ნიუტონმა მიზიდულობის კანონი და კალკულუსი სწორედ სოციალური დისტანცირების პერიოდში აღმოაჩინა.
ეს ფაქტები მოტივაციის ასამაღლებლად უნდა გამოვიყენოთ, სიტუაცია კი არ უნდა დაემსგავსოს გამოწვევას, რომელიც საკუთარი თავის მკაცრ მსაჯულებად გვაქცევს და გამუდმებით იმაზე გვაფიქრებს, ვიყენებთ თუ არა კარანტინის პერიოდს მაქსიმალურად პროდუქტიულად.
შესაძლოა, შენი მეგობრები და ოჯახის წევრები იზოლაციისას სახლიდან მუშაობენ, ვარჯიშობენ, დროს ახალ-ახალი კულინარიული რეცეპტების სწავლაში იყენებენ, ან სულაც ახალ უცხო ენას ეუფლებიან და უფასო ონლაინ-კურსებში არიან ჩაფლულნი. სხვადასხვა გამოწვევები, როგორც ჩანს, კარანტინის დროსაც არ იკლებს. ჩვენ კი, შესაძლოა, თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ იმის გამო, რომ სამუშაო განსაზღვრულ დროში ვერ შევასრულეთ, ან საკუთარ თავს ახალი ჰობის პოვნა "ვერ ვაიძულეთ".
ექსპერტები გვირჩევენ, როგორ ვიყოთ შრომისუნარიანები და პროდუქტიულები, საკუთარ თავზე ზეწოლის მოხდენის გარეშე.
დაიცავი რეჟიმი
რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს დაძინებას და გაღვიძებას შეეცადე, იკვებე ჯანსაღად და დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეისვენე.
"კაპიტალიზმმა გვასწავლა, რომ საკუთარი თავების მიმართ, შემწყნარებლების ნაცვლად, ზედმეტად კრიტიკულები ვიყოთ. ჩვენი თვითშეფასება ჩვენსავე მიღწევებამდე დავიყვანეთ და მუდმივად ვცდილობთ, იმაზე ნაყოფიერები ვიყოთ, ვიდრე შეგვიძლია; ამას თუ შევწყვეტთ, სიცარიელეს ვგრძნობთ და ამ სიცარიელესთან გამკლავებას ყველაფერი გვირჩევნია, თუმცა, ზოგჯერ, ჩვენს თავებს მოდუნების უფლება უნდა მივცეთ", — ამბობს სინტია პონგი, მოძრაობის მიიღე ცვლილება დამაარსებელი.
სცადე მედიტაცია
შფოთვის დროს, შეგიძლია მედიტაციაც სცადოთ. კომფორტულად მოკალათდი და რამდენჯერმე ნელა და ღრმად ჩაისუნთქე, ეს დამშვიდებაში დაგეხმარება. ამის შემდეგ ეს ეტაპები გაიარე:
- ყურადღება მიმართე ხუთ საგნისკენ, რომელსაც გარშემო დაინახავ;
- იპოვე ოთხი რამ, რომელსაც შეეხები;
- სამი რამ, რაც გესმის;
- ორი რამ, რის სუნიც მოგდის;
- ერთი რამ, რომლის გემოსაც გრძნობ.
ნუ გადაიქცევი შენი თავის მსაჯულად
იმის ცოდნა, თუ როდის ვიმუშაოთ და როდის დავისვენოთ, სახლიდან მუშაობის დროს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიმომხილველი და სახლიდან მუშაობის საკითხების ექსპერტი, ჰეზერ ჰავრილესკი ამბობს, რომ სანამ იგი თავს მკაცრი ბოსივით ექცეოდა, მისი პროდუქტიულობის დონე ძალიან დაბალი იყო.
"სახლიდან მუშაობისას ეცადე, რომ შენს რუტინას არ გადაუხვიო, იყავი პროდუქტიული იმისთვის, რომ თავი თავდაჯერებულად იგრძნო, მაგრამ შენი თავისგან შეუძლებელს ნუ მოითხოვ. მოიშორე დანაშაულის გრძნობა, ყველაფერი თავიდან დაიწყე და მცირე მიღწევაც კი შეუქე", — გვირჩევს ის.
იოლი არაა, ჩვეული ყოველდღიურობიდან შინ, ახლობლებისა და მეგობრების გარეშე, ჩაიკეტო. ამიტომ ამ პერიოდში, საკუთარ თავს გონების გაფანტვის გამო ნუ დაადანაშაულებ, ნორმალურია, თუ სამუშაოს გულს ვერ უდებ. იზრუნე საკუთარ თავზე, იმისთვის, რომ სხვებზე ზრუნვაც შეძლო. შეგიძლიათ გამოიყენო დასვენების დღე და ის საკუთარ თავს მიუძღვნა, შემდეგ კი, სამუშაოს განახლებული ენერგიით დაუბრუნდე.
ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ თუ ადამიანები ერთმანეთს საკუთარ განცდებს გულწრფელად გაუზიარებენ, მიხვდებიან, რომ პანდემიის გამო მხოლოდ მათი პროდუქტიულობის ხარისხი არ დაწეულა. სხვებიც ღელავენ. იმაზე ნუ ინერვიულებ, იქნები თუ არა საუკეთესო სამუშაოს შესრულებისას. ეცადე საკმარისად გამოიძინო და ნაკლებად იფიქრო პრობლემებზე. ესაუბრე მეგობრებს, გაუზიარე მათ შენი ფიქრები და უკეთესობას იგრძნობ — ჩვენს გრძნობებზე სხვებთან საუბარს ხომ თერაპიული ეფექტი აქვს.
ნუ მოახდენ საკუთარ თავზე ზეწოლას, ნუ დააძალებ მას ისეთივე აქტიური და ენერგიული იყოს, როგორიც კორონავირუსის გამოჩენამდე. ზოგჯერ უბრალოდ კომფორტულად უნდა მოეწყო და წიგნები წაიკითხო, ან საყვარელ ფილმებს უყურო. ამასობაში კი, მეცნიერები აუცილებლად შექმნიან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ჩვენ, ყველანი, ძველებურად განვაგრძობთ ცხოვრებას.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები