ნოა შნაპმა დაადასტურა, რომ Stranger Things-ში უილი გეია
Stranger Things-ის ფანები სერიალის ყოველი სეზონისთვის ახალ-ახალ თეორიებს იმარაგებენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია კი უილის სექსუალურ ორიენტაციას ეხებოდა. ყოველი სეზონის გამოსვლის შემდეგ ფანები უფრო მეტად ეჭვობდნენ, რომ უილი გეი იყო. ცოტა ხნის წინ ეჭვებს წერტილი თავად უილის როლის შემსრულებელმა ნოა შნაპმა დაუსვა. მან საბოლოოდ დაადასტურა, რომ უილი გეია და მისი საუკეთესო მეგობარი, მაიკი უყვარს.
"ამ სეზონში აშკარაა, რომ უილს მაიკის მიმართ გრძნობები აქვს. ამას გასულ სეზონებში გამიზნულად გვანიშნებდნენ. პირველ სეზონშიც კი მიგვანიშნეს და ეს ხაზი თანდათანობით გაიზარდა. ვფიქრობ, მეოთხე სეზონში იმ პერსონაჟს ვთამაშობ, რომელსაც თავისი საუკეთესო მეგობარი უყვარს, მაგრამ არ იცის, მიიღებენ თუ არა მის გრძნობებს. თავს შეცდომად თვლის და ჰგონია, რომ მისი ადგილი არსად არაა. უილი თავს ყოველთვის ასე გრძნობდა. მის ყველა მეგობარს შეყვარებული ჰყავდა და ყველას ჰქონდა საკუთარი ადგილი, მაგრამ უილმა თავისი ადგილი ვერსად იპოვა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ უამრავი ადამიანი მოდის და მეუბნება, რომ უილი უყვარს და საკუთარ თავს ამსგავსებს, რადგან ის ნამდვილი პერსონაჟია", — ამბობს ნოა.
მეოთხე სეზონში უილის მაიკის მიმართ გრძნობები კიდევ ერთხელ არგაილის ფურგონით მგზავრობისას დადასტურდა, როცა უილი მაიკისგან შეუმჩნევლად ატირდა.
"მიყვარს უილის განსახიერება. ეს სცენა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გაამყარა სიმართლე, რომ მას თავისი საუკეთესო მეგობარი უყვარს და არ იცის, როგორ უთხრას", — ამბობს ნოა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსახიობმა უილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ეჭვები დაადასტურა. აქამდე ნოა ამ დეტალს ყოველთვის მაყურებლის ინტერპრეტაციას ანდობდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები