ჟურნალისტებმა ეს ამბავი მსოფლიოს უნდა გააცნოთ — სპაიკ ლი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ოსკაროსანი კინორეჟისორი და პროდიუსერი სპაიკ ლი. ამერიკელ კინოხელოვანს, რომელიც კანის წლევანდელი ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელია, პრესკონფერენციაზე შეკითხვა ქართული მედიაპლატფორმა Movement-ის ჟურნალისტმა, ანანო ბაკურაძემ, დაუსვა.
ბაკურაძემ შეკითხვა თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი ქმედებების მოკლე მიმოხილვის შემდეგ დასვა და ლის მისი, როგორც აქტივისტის, გამოცდილების გაზიარება სთხოვა აღნიშნულ საკითხებთან, მათ შორის უსამართლობასა და რუსეთთან გამკლავებასთან, დაკავშირებით.
ლიმ ქართველ ჟურნალისტს ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და საკონფერენციო დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მისი გავრცელებისკენ მოუწოდა.
"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ინფორმაციის გაჟღერებისთვის. მგონი, ერთადერთი არ ვარ, ვინც საქართველოში არსებული ამ სიტუაციის შესახებ არ იცოდა. ამ მსოფლიოს განგსტერები მართავენ. 'ნარინჯისფერი აგენტი', ის ტიპი ბრაზილიაში და პუტინი. ესაა. ისინი განგსტერები არიან, იმას გააკეთებენ, რაც უნდათ; არც მორალი აქვთ და არც სინდისი. აი, ამ სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენ კი ასეთი განგსტერების წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არსებული ასეთი შემზარავი სიტუაციის შესახებ არ ვიცოდი. ასე რომ, მადლობას გიხდით, რომ ეს ინფორმაცია მსოფლიო მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეთ. ახლა კი, აქ მყოფმა ჟურნალისტებმა ეს ამბავი მსოფლიოს უნდა გააცნოთ. ხომ მოისმინეთ — ახლა გამოიკვლიეთ და დაწერეთ ამის შესახებ. კრიტიკა მხოლოდ ფილმებზე კი არა, მსოფლიოს განგსტერებზეც უნდა წეროთ".
მოგვიანებით, შეკითხვას გამოეხმაურა კინოფესტივალის ჟიურის წევრი, ამერიკელი მსახიობი მეგი ჯილენჰოლიც.
"მგონი, საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ, რომ აქტივიზმზე რაიმე სახის რჩევა მივცე ქართველ აქტივისტსა და ჟურნალისტს, თუმცა, მსურს, თქვენს შეკითხვაზე ვიფიქრო. მოხარული ვიქნები, თუკი რამდენიმე დღეში გაგესაუბრებით და ცოტათი უფრო მეტს შევიტყობ. მე ვიტყოდი, კინო ძალიან ხშირად არსებითად პოლიტიკური იყო — არაპოლიტკორექტულად კი არა, არამედ ემოციურად".
კანის 2021 წლის კინოფესტივალი 6 ივლისს დაიწყო და 17 ივლისამდე გაგრძელდება. მასშტაბური ღონისძიება პანდემიის გამო აღებული ორწლიანი პაუზისა და რამდენიმეჯერ გადადებული თარიღების შემდეგ, წელს პირველად იმართება.
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები