რაზე შეთანხმდნენ მოქალაქეები ქართულ ოცნებასთან და რაზე ვერა — განმარტებები
პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში, ქართულ ოცნებასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ქართულ ოცნებას არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე წარმოადგენდნენ.
ელისაშვილის განმარტებით, მათ სურდათ გაერკვიათ, აპირებდა თუ არა მმართველი პარტია კომპრომისზე წასვლას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას. მისი თქმით, დეტალურად განიხილეს ოთხივე პუნქტი, რასაც ჯერ კიდევ ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებისას ითხოვდნენ.
ელისაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მათ პროგრესი აქვთ.
"საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა ქართული ოცნების, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ახლაც ეს კომპრომისის მზაობა დადასტურდა", — განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა.
არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნებისა და მოქალაქეების პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ შესაძლოა ეს გახდეს მათი პარლამენტში შესვლის მიზეზი.
"პოზიციები, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედგებით. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხს, ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების პოზიცია ამ თემაზე არ იცვლება.
"რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს 1%-იან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ", — განაცხადა ელისაშვილმა.
"რიგგარეშე არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია, ჩვენი მხრიდან არ განიხილება", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების ლიდერებს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია არ ჰქონიათ, თუმცა, სხვა ყველა საკითხზე ქართული ოცნებისგან დათმობას ელიან.
"მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, მათ სურთ, ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია", — ამბობს მდინარაძე.
როგორც ჩანს, ასეთი საკითხია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელიც, ელისაშვილისა და იოსელიანისთვის, მათივე თქმით, ყველაზე მძიმედ განსახილველი იყო.
"პრინციპულად ვსვამთ საკითხს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ისინი ამას არ აღიარებენ, ფაქტია, მაგრამ, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იოსელიანმა.
მოქალაქეების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს მართლმსაჯულების საკითხია და პოლიტიკოსებს შორის არ უნდა წყდებოდეს.
"პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება. პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ არა, წყდება. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი", — ამბობს თალაკვაძე.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მოქალაქეები ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად გააგრძელებენ.
"ოპოზიციასთან ჩვენ ამ ტიპის ურთიერთობა დავასრულეთ — კინკლაობაც, შეხვედრაც. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ამის სურვილი. ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა სისწორეში ჩვენი პოზიციის, რომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მოლაპარაკებებს მათგან დამოუკიდებლად", — აცხადებს იოსელიანი.
მისი თქმით, დღე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მმართველ პარტიასთან კვლავაც გააგრძელებენ.
"ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შეხვედრები გაგრძელდება", — განაცხადა იოსელიანმა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესათანხმებლად კი არა, პოზიციებს გასაცვლელად მივიდა.
"ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით", — განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ქართულ ოცნებასა და მოქალაქებს შორის შეთანხმება შედგება.
"ამ შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ", — განაცხადა მდინარაძემ.
ელისაშვილი და იოსელიანი ამბობენ, რომ თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, პარლამენტში შესვლაზე, საბოლოოდ, უარს იტყვიან.
პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წევრების პარლემენტში შესვლის შემდეგ, მხოლოდ მოქალაქეებისა და გირჩის წევრები ამბობდნენ უარს საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე მანამ, სანამ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებები არ დასრულდებოდა. სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე ოფიცალურად თქვა უარი.
ბოლო კვირებია მოქალაქეები და გირჩი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ. მათ სურთ განიხილონ იდეა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა პლებისციტად ჩაითვალოს — თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
18 იანვარს, ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე მათ საჯაროდ უარი უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 19 იანვარს, მსგავსი შინაარსის განცხადება ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემაც გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მათთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და განაცხადა, რომ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს მიმდინარე თვის ბოლოს შეხვდება. მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.
გაიგეთ მეტი:
- მივიდა იქ, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია — დეკანოიძე ელისაშვილზე
- რა შედეგებს მოიტანს, საზოგადოება განსჯის — უდუმაშვილი მოქალაქეებისა და "ოცნების" შეხვედრაზე
- ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში ქართულ ოცნებასთან შესახვედრად მივიდნენ
- ორი კაცის კი არა, გაცილებით მეტი დეპუტატის გასაკეთებელს გავაკეთებთ პარლამენტში — ელისაშვილი
- ოპოზიციასთან დავასრულეთ კინკლაობა, მზად ვართ ოცნებასთან დასალაპარაკებლად — ელისაშვილი
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები