ვინ არის სანტა კლაუსი?
ფოტო: Unknow
დაფიქრებულხართ, საიდან გაჩნდა ლეგენდა სანტა კლაუსის შესახებ? როდის დაიბადა ის? რამდენი წლისაა? შესაძლოა დაფიქრებულხართ, მაგრამ გარკვევა არ გიცდიათ. ჩვენ მოგიყვებით, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მამაკაცი, რომლის სახელიც აბსოლუტურად ყველას სმენია და რომელსაც ყოველ ახალ წელს ელიან პატარები.
სანტა კლაუსი მართლა არსებობდა
ეს ისტორია მეოთხე საუკუნიდან იწყება. მირაში (ახლანდელი თურქეთი) მოღვაწეობდა ერთი ეპისკოპოსი, რომელსაც ნიკოლოზი (ინგ: Nicholas) ერქვა. მას მშობლები ადრე გარდაეცვალა და მათგან საკმაოდ დიდი ქონება ერგო. ნიკოლოზი კეთილი და გულუხვი ადამიანი იყო, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და განსაკუთრებით ბავშვებს სწყალობდა.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მირაში ცხოვრობდა ერთი ძალზედ გაჭირვებული კაცი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. სიღარიბისა და სიდუხჭირის გამო მისი ქალიშვილები გათხოვებას ვერ ახერხებდნენ, რადგან იმ დროს დასაქორწინებლად მზითევი აუცილებელი იყო. ამ ამბის შესახებ მთელმა ქალაქმა იცოდა, მათ შორის ნიკოლოზმაც. ერთ დღეს ნიკოლოზმა ამ ღატაკ კაცს ბუხრის საკვამურიდან ოქროთი სავსე ტომარა ჩაუგდო. მოგვიანებით, ნიკოლოზმა იგივე გაიმეორა მისი მეორე ქალიშვილის გასათხოვებლადაც. ღარიბმა გაარკვია, ვინ ეხმარებოდა. ნიკოლოზი დიდხანს ემუდარებოდა მას, რომ მისი ვინაობა არსად გაემჟღავნებინა, რადგან არ უნდოდა ყურადღება მიეპყრო. მიუხედავად ამისა, ისტორია მაინც გავრცელდა და ამის შემდეგ ყველა "მოულოდნელი საჩუქარი" ნიკოლოზის სახელს დაუკავშირდა.
კეთილშობილებისა და თავმდაბლობის გამო ნიკოლოზი წმინდანად შერაცხეს. მას შემდეგ ის ცნობილია, როგორც წმინდა ნიკოლოზი.
წმ. ნიკოლოზის გარდაცვალების თარიღი არავინ იცის. ის ციხეში გარდაიცვალა, როცა იმპერატორი დიოკლეტიანეს ლაშქრობების დროს შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მისი გარდაცვალების სავარაუდო წლებად მიიჩნევა 345 ან 352 წელი.
როგორ გადაიქცა წმ. ნიკოლოზი სანტა კლაუსად
მე-16 საუკუნეში ევროპის უდიდეს ნაწილში წმ.ნიკოლოზის შესახებ ისტორიები თითქმის დაიკარგა და დიდი პოპულარობითაც ვეღარ სარგებლობდა.
შობის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანის როლი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა გმირებმა მოირგეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საჩუქრები „შობის მამას“ მიჰქონდა, ავსტრიასა და გერმანიაში კი - „ქრისტეს მახარობლებს“.
მოგვიანებით, ჰოლანდიელმა მოგზაურებმა აშშ-ში წმ.ნიკოლოზის შესახებ ისტორიების მოყოლა დაიწყეს. ასე გამოჩნდა ამერიკელებისთვის ახალი საშობაო გმირი, რომელსაც ჰოლანდიელები „სინტერკლაას“-ს ეძახდნენ, ამერიკელები კი სანტა კლაუსს.
წმ.ნიკოლოზის პოპულარობა კიდევ უფრო მეტად ვიქტორიანულ ეპოქაში გაიზარდა, როცა მწერლებმა, პოეტებმა და ხელოვანებმა ძველი ისტორიები თავიდან აღმოაჩინეს.
1823 წელს სანტა კლაუსის შესახებ პირველი პოემა დაიწერა, რომელსაც „წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა“ ან მეორენაირად “შობის წინა ღამე“ ერქვა. პოემის ავტორი დოქტორ კლემენტ კლარკია, რომელმაც თავისი ნაშრომი შვილებს მიუძღვნა. ამ პოემაში ნახსენებია სანტა კლაუსის მფრინავი რვა ირემი, რომელთაც ავტორმა სახელებიც დაარქვა. ეს პოემა 1949 წელს სიმღერადაც გადაკეთდა, რომელსაც "Rudolph the Red nosed Reindeer" დაარქვეს და დიდი პოპულარობაც მიპოვა.
სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა სანტა კლაუსის შესახებ სრულყოფილი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე, ლაპლანდიაში ცხოვრობს, ჰყავს მფრინავი ირმები და შობის ღამეს ბავშვებს ბუხართან საჩუქარს უტოვებს.
სანტა კლაუსის ვიზუალური ევოლუცია და კოკა-კოლა
ძალიან ხშირად ადამიანები სანტას დღევანდელ სახეს კოკა-კოლას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს გმირი მთლიანად კომპანიამ შექმნა.
როგორც უკვე გითხარით, სანტა კლაუსის შექმნის ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო.
მისი ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია.
ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა. მისი ავტორი ჟოზი კინგია, რომელმაც ილუსტრაცია წიგნის ყდის გასაფორმებლად გამოიყენა. წიგნი ტომას ჯონსონისთვის დაიწერა.
დრო გადიოდა და სანტა კლაუსის შესახებ კიდევ უფრო მეტი ლეგენდა იქმნებოდა. ბავშვები, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ სანტას არსებობით, ხშირად იტყუებოდნენ და მის შესახებ ლეგენდებს იგონებდნენ, რომლის მიხედვითაც სანტა ხან მსუქანი და მოხუცი იყო, ხან კი - პირიქით.
ილუსტრატორმა თომას ნესტმა ბავშვების მიერ მოყოლილი ლეგენდები ჩაიწერა და ამის მიხედვით 1863 წელს ილუსტრაცია შექმა, რომელიც ისტორიას დღემდე შემორჩა. ავტორმა თავის ნახატს „საშობაო შვებულება“ უწოდა. აღნიშნული ილუსტრაცია მალევე Harper’s Weekly-ის მთავარ გვერდზე დაიბეჭდა.
მომდევნო ილუსტრაცია ნესტის ნამუშევრის გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ შეიქმნა, ჩვენ მიერ ხსენებული პოემის ახალი გამოცემისთვის. ამ ილუსტრაციაზე სანტას ყვითელი სამოსი აცვია, თუმცა ეს სრულიად ნორმალურია, რადგან წლების განმავლობაში სხვადასხვა ნამუშევრის მიხედვით სანტა ხან ლურჯ სამოსში იყო გამოსახული, ხან მწვანეში, ხან კი ყვითელში.
შემდეგი ილუსტრაცია „ტკბილი პუდინგის“ რეკლამაა, რომელიც 1868 წელს დაიბეჭდა. ამ რეკლამაზე სანტას წითელი სამოსი აცვია, აქვს წვერები, ახურავს საახალწლო ქუდი, ჰყავს ირემი და აქვს ციგა. ფაქტობრივად, ისეთია, როგორსაც დღეს ვიცნობთ.
ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია ისევ თომას ნესტს ეკუთვნის. ილუსტრაციაზე თანამედროვე სანტასთვის დამახასიათებელი ნიშნები ნათლად იკვეთება და როგორც ამბობენ, სწორედ ამ ნახატიდან იღებს სათავეს თანამედროვე სანტა კლაუსის ვიზუალური სახე. ამ ილუსტრაციის შემდეგ სანტა კლაუსი თითქმის ყოველთვის წითელი სამოსით იხატებოდა ყველა არტისტის მიერ.
მომდევნო ილუსტრაცია იაპონელი არტისტის შესრულებულია, რომლის სახელი და გვარი უცნობია. ის 1914 წელს დაიბეჭდა. ილუსტრაციაზე სანტა კლაუსს წითელი სამოსი აცვია, ბუხართან დგას და ბავშვებისთვის საჩუქრებს ტოვებს.
შემდეგ ილუსტრაციაში სანტა კლაუსი პროპაგანდისთვის არის გამოყენებული. ეს ილუსტრაცია 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს არის შექმნილი და მას სახელად „მშვიდობა“ ქვია.
მომდევნო ილუსტრაცია 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს არის შექმნილი. ილუსტრაციაზე სანტა კლაუსი ჯარისკაცის ფორმაშია გამოწყობილი. ფოტოზე არის წარწერა Santa Claus Has Gone To war (სანტა კლაუსი ომში წავიდა).
სანტა კლაუსი და კოკა-კოლა
შევთანხმდით, რომ სანტა კლაუსის ვიზუალური სახე და ლეგენდა კოკა-კოლას არ შეუქმნია. მისი რეალური ავტორი თომას ნესტია, რომელმაც თითქმის ყველა დეტალი მოიფიქრა.
ეს თავად კოკა-კოლამაც აღიარა, თუმცა კავშირი ამ გაზიან სასმელსა და შობის გმირს შორის მაინც არსებობს. კოკა-კოლის საახალწლო რეკლამები განსაკუთრებით პოპულარული 1930 წლიდან გახდა. მას შემდეგ ყოველ ახალ წელს, სანტა კლაუსი კოკა-კოლასთან ასოცირდება, კოკა-კოლა კი - სანტა კლაუსთან.
კოკა-კოლას რეკლამა 1930-იან წლებში
ფოტო: Unknow
დღეს თანამედროვე სანტა კლაუსი, რომელიც კოკა-კოლის გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს, ასე გამოიყურება.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა












კომენტარები