ბაქრაძე: პროკურატურის რეაქციამ არაპირდაპირ დაადასტურა "სუბელიანის ჩანაწერის" ავთენტიკურობა
ფოტო: news.coa.ge
პარტია ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის რეაქცია არაპირდაპირ ადასტურებს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული იმ ჩანაწერების ავთენტურობას, რომელშიც მირზა სუბელიანი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს. კერძოდ, ბაქრაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა ჩანაწერების სარწმუნოობას იძიებდეს, გამოძიება იმაზეა დაწყებული, თუ ვინ ჩაწერა საუბარი.
ბაქრაძის თქმით, ყველას ახსოვს 2012 წლამდე არსებული პრობლემები, როცა საზოგადოებამ "სამართლიანად თქვა უარი ზედმეტად ძლიერ სახელმწიფოზე", რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ერეოდა, თუმცა დღეს ბევრად უფრო საშიში ვითარებაა.
"მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ", — აცხადებს საპრეზიდენტო კანდიდატი.
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული, კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე. სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი გახმაურებულ საქმეებთან ერთად ხელისუფლების მაღალჩინოსნებზეც საუბრობს, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, კომპრომატებს ფლობს.
ამ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ გახმაურებული საქმეების გახსნაში საგამოძიებო უწყებებს ეხმარებოდა. დახმარება კი ჩვენებების მოწმეების, ძალადობით, კონკრეტულად კი ცემით მოპოვება იყო. აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სუბელიანის ქართული ოცნების დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბარია ასახული.
საქართველოს პროკურატურამ საუბრის ჩაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია. გამოძიება პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის საქმეზეა დაწყებული.
ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მირზა სუბელიანს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვდა.
გაიგეთ მეტი:
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
კომენტარები