ჰარვი ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ნიუ-იორკის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობილი ვაინშტაინის წინააღმდეგ მიღებული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მისი ბრალმდებლებისთვის ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა.
ეს მხოლოდ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენია. ნიუ-იორკის სასამართლომ გასულ თვეში ვაინშტაინი დამნაშავედ სცნო სასტუმროში ქალის გაუპატიურებისთვის (2013 წელი) და მეორე ქალზე იძულებითი ორალური სექსისთვის (2006 წელი). საქმის ბოლო ინსტანცია ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოში განიხილებოდა და ხუთდღიანი მსჯელობის შემდე ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი ხუთიდან ორი პუნქტში დამნაშავედ მიიჩნიეს.
განაჩენის გამოტანამდე დღეს სასამართლოზე დღეს ორივე ქალი მივიდა, რომლებსაც დამსწრეები ტაშით შეხვდნენ. ბრალმდებლები პროცესზე სიტყვით წარდგნენ. მათგან ერთი მსახიობია, მეორე კი ტელე-კინო ინდუსტრიაში მუშაობს. ვაინშტაინს ამ ორ საქმეზე მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 29 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ერთ-ერთი ქალის სიტყვებით, 2006 წლის შემთხვევის შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, ხოლო როდესაც მის წარსულზე იგებენ, მასთან დისტანციას იჭერენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება:
"დარწმუნებული ვარ, რომ არა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, მისი მხრიდან ძალადობა ისევ, ისევ და ისევ გაგრძელდებოდა".
შემდეგი ქალი, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს, 2013 წლის გაუპატიურების შემთხვევას იხსენებს. მოწმის სკამის დატოვებისას ის ცრემლებით იყო სავსე, განაჩენის გამოტანისას კი მეზობელი ოთახიდან მისი სიხარულის ყვირილი მთელმა დარბაზმა გაიგო.
"ის დღე, როდესაც ჩემი ყვირილი გაიგეთ, იმ დღედ იქცა, როდესაც ჩემი ხმა სრულად დამიბრუნდა. გაუპატიურება მხოლოდ პენეტრაციის მომენტი არაა, ის სამუდამოდ გრძელდება".
სასამართლოზე სიტყვით გამოვიდნენ ვაინშტაინის ადვოკატებიც, რომლებმაც მოსამართლეს, ჯეიმს ბურკს სთხოვეს გაეთვალისწინებინათ დამნაშავის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და წვლილი კინოინდუსტრიაში. მათი სიტყვებით, ერთ დროს ჰოლივუდის ტიტანი ბევრად მსუბუქ სასჯელს იმსახურებდა.
თავად ვაინშტაინმა დღეს თქვა, რომ #MeToo-ს ფარგლებში კაცებს ისეთ ბრალდებებზე უწევთ პასუხისგება, რომლებზეც წარსულში "წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ" და დაბნეული იყო "გაუპატიურების იმ საქმით", რომელმაც ციხეში გაუშვა:
"ათასობით კაცი აგებს ამ პროცესში. ვდარდობ ამ ქვეყანაზე".
ვაინშტაინის მიერ კიდევ ორ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა ლოს-ანჯელესის სასამართლოშიც მიმდინარეობს.
ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. 90-ზე მეტმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
ამ მოვლენას მოჰყვა განხილვა ორმხრივი თანხმობის მნიშვნელობაზე. ტვიტერზე გამოჩნდა ჰეშთეგი #MeToo (Me Too = მეც) და ინტერნეტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაუგეგმავმა კამპანიამ მოიცვა. ორი მარტივი სიტყვით ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები