პროკურატურა, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის ახალ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ "მირზა სუბელიანის ფარული ჩანაწერების" საქმეზე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კანონდარღვევით სულ სამი ჩანაწერი განხორციელდა.
გამოძიების ცნობით, იმ პირის მეხსიერების ბარათიდან, რომელსაც პროკურატურის ვერსიით ციხეში ჩანაწერების გაკეთება აიძულეს, სულ სამი ჩანაწერია ამოღებული, მათგან ერთი, 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი რუსთავი 2-მა უკვე გაასაჯაროვა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ვინაიდან რუსთავი 2-მა ერთი ჩანაწერი უკვე გაასაჯაროვა, ისინი მეორე ჩანაწერს გაასაჯაროებენ, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე და მირზა სუბელიანი საუბრობენ.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვეთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია", — განაცხადა პროკურორმა.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორისაა ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობა, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტები გაასაჯაროოს, მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.
პროკურატურის განცხადებით, ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მისი თქმით, ჩანაწერი, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არა 6 ივლისს, არამედ გუშინ 15 ოქტომბერს ჩაიწერა.
"ამჯერად ნამდვილად დადგეს საუბარი და ჩაიწერეს. დადგმის შინაარსი ასეთია: როგორ დადგეს ჩვენს ეთერში გასული ჩანაწერი და მიზანმიმართულად ილაპარაკეს ის ამბები, რომ მერე რ2-ისთვის გადმოეცათ", — დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე.
"მირზა სუბელიანის ჩანაწერები"
14 ოქტომბერს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, ის ჰყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული. კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს, რუსთავი 2-ის მიერ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაშვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თბილისში აქციას გამართავს შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თბილისში აქციას გამართავს
-
გადახედვაგოგა მემანიშვილი: სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეებს დაიბარებენ სასამართლოში გოგა მემანიშვილი: სამართალდარღვევის ოქმები არ გამოიწერება, აქციის მონაწილეებს დაიბარებენ სასამართლოში
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე "დაიტოვეს" აქცია მიმდინარეობს თავისუფლების მოედანზე "დაიტოვეს" აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდება სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდება
-
გადახედვაზელენსკი: სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია ზელენსკი: სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია
-
გადახედვაუკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა უკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა
-
გადახედვაბრემენში მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს ბრემენში მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს
-
გადახედვაცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევა ცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან ოპოზიციის წარმომადგენელი გააძევა
-
გადახედვაჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 13 ნოემბერს შეხვდება
-
გადახედვაTELEGRAPH: ტრამპი განიხილავს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომლის მიხედვით ბრიტანეთის ჯარები 800 მილის ბუფერულ ზონას გააკონტროლებენ TELEGRAPH: ტრამპი განიხილავს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომლის მიხედვით ბრიტანეთის ჯარები 800 მილის ბუფერულ ზონას გააკონტროლებენ
-
გადახედვატრამპის ახალ ადმინისტრაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ იქნება ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ იქნება
-
გადახედვავალენსიაში დემონსტრანტები გამანადგურებელ წყალდიდობაზე ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციას აპროტესტებენ ვალენსიაში დემონსტრანტები გამანადგურებელ წყალდიდობაზე ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციას აპროტესტებენ
-
გადახედვა10 ნოემბერს ჯგუფი "დაიტოვე" თავისუფლების მოედნიდან საპროტესტო მსვლელობას გამართავს 10 ნოემბერს ჯგუფი "დაიტოვე" თავისუფლების მოედნიდან საპროტესტო მსვლელობას გამართავს
-
გადახედვათალიბების მთავრობის მორალის სამინისტრო: ავღანელ ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული არ აქვთ თალიბების მთავრობის მორალის სამინისტრო: ავღანელ ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული არ აქვთ
-
გადახედვაAxios: 2017 წლის შემდეგ პირველად ტრამპი მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა Axios: 2017 წლის შემდეგ პირველად ტრამპი მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა
-
გადახედვატრამპი: უკანონოდ შემოსული უცხოელების შვილები ვეღარ მიიღებენ ავტომატურად [დაბადებით] აშშ-ის მოქალაქეობას ტრამპი: უკანონოდ შემოსული უცხოელების შვილები ვეღარ მიიღებენ ავტომატურად [დაბადებით] აშშ-ის მოქალაქეობას
-
გადახედვა"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" — პარლამენტის წინ "გირჩის" აქცია მიმდინარეობს "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" — პარლამენტის წინ "გირჩის" აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაორი საპროტესტო მსვლელობა თსუ-სთან გაერთიანდა — პროტესტის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერები გმირთა მოედანზე მიმართავენ ორი საპროტესტო მსვლელობა თსუ-სთან გაერთიანდა — პროტესტის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერები გმირთა მოედანზე მიმართავენ
-
გადახედვაგვარამია: არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში გვარამია: არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში
-
გადახედვაროთი: ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ როთი: ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ
-
გადახედვაიგორ ნარმანია: საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნებას იგორ ნარმანია: საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩამოანგრევს რუსული ოცნებას
კომენტარები