თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
ლგბტ თემის ღირსების მარშზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირების მოლოდინის შემთხვევაში, "მორალური ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს", ასეთი ქმედებისგან თავი შეიკავონ.
"ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ თუ შენ გრძნობ და განიცდი იმას, რომ შენი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, გამოხატავს თავის მდგომარეობას და აქ შეიძლება, გარკვეული ტიპის დაპირისპირება მოხდეს, ამ შემთხვევაში მინიმუმ მორალური ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს, რომ ასეთი ტიპის ქმედებებისგან თავი შეიკავონ", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
28 ევროპარლამენტარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყოს.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
ისინი ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებსაც ახსენებენ და წერენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან მარშის მონაწილეების სათანადო და ეფექტური დაცვა უზრუნველყოს.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზრით, ევროპარლამენტარების მიმართვა საჭირო იქნებოდა, "ამის საფუძველი რომ არსებობდეს".
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები