ანიმე იაპონიაში ზოგადად ანიმაციას ნიშნავს, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის იაპონურ ანიმაციას, რომელიც თავისი სპეციფიკით, სტილითა და ისტორიებით გამოირჩევა.

1917: ერთი საუკუნის წინ.

ანიმეს დაბადება იაპონური კინოინდუსტრიის ჩასახვის მომენტს ემთხვევა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ის ნელ-ნელა იაპონური კულტურის ერთ-ერთ უმძლავრეს ნაწილად იქცა.

ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით გადაღებულ ნაწარმს წარმოადგენდა: ცარცი, ფირზე ხატვა, ქაღალდზე ჭრა და ა.შ.

პირველი იაპონური ფილმი, და შესაბამისად პირველი ანიმეც, 1916 წლის მიწურულს ან 1917 წლის დასაწყისში ცარცით შეიქმნა. მისი ავტორი შიმოკავა ოტენი იყო, ხანგრძლივობა კი 5 წუთზე ნაკლები.

გაუგებრობას იწვევს ის ფაქტი, რომ ადრეული იაპონური ფილმების უმრავლესობა მონტაჟდებობა მას შემდეგ, რაც ფირის კოჭი დასრულდებოდა. ამას უკავშირდება შეხედულება, რომ 1923 წლის კანტოს დიდი მიწისძვრით გამოწვეული კინოსტუდიებისა და თეატრების ნგრევის შედეგად, ან მეორე მსოფლიო ომის დაბომბვის შედეგად ბევრი მასალა დაიკარგა. ხანდახან ისტორიული მასალები უბრალოდ სიძველის გამო იშლებოდა. ფილმების განადგურებას ხელს უწყობდა ფირების უხარისხობაც.

პირველი იაპონური ანიმაციური ფილმი, რომელიც კომერციულადაც მომგებიანიც გახდა იყო Dekobo Shingacho - Meian no Shippai [დეკობოს ახალი სურათებიანი წიგნი-დიდი გეგმის მარცხი].

1917 წელს იაპონიაში დაახლოებით ოცამდე მოკლე ანიმაციური ფილმი გამოვიდა. მანგის ოსტატები ოტენ შიმოკავა, Junichi Kouchi და მხატვარი Seitaro Kitayama განსაკუთრებით იყვნენ დაინტერესებული ამ ახალი მედიუმით. სხვადასხვა შესანიშნავ კინოსტუდიებში პატარა ჯგუფებთან მუშაობის შემდეგ, ამ სამმა ადამიანმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. მათ „ანიმეს მამები“ შეარქვეს.

ფილმები, რომლებსაც ისინი ქმნიდნენ არ გავს თანამედროვე ანიმეებს. მათი ხანგრძლივბა მოკლე იყო, დაახლოებით ჩვეულებრივ 5 წუთი. ისინი არ იყენებდნენ გამჭირვალე მასალას ან ფერებს. ადრეული ფილმები იქმნებოდა ცარცით დაფაზე, იშლებოდა და კამერის გადაღების მერე ხელახლა იხატებოდა. მაგრამ ეს ტექნიკა მალევე დაიხვეწა ქაღალდის გამოყენების შემდეგ მეორე ნელი მოძრაობის ტექნიკით. ფილმებში არ საუბრობდნენ, თუმცა ისინი ცოცხალი მუსიკით იყო გახმოვანებული. ამასთან ერთად ეკრანთან ახლოს მთხრობელი იდგა და მაყურებელს ამბავს უყვეოდა.

მიუხედავად დღევანდელი ანიმესგან განსხვავებისა, მისი ძველი შინაარსი მაინც ნაცნობია ყველა ანიმეს მოყვარულისთვის. ისინი გვიამბობდნენ მხიარულ ისტორიებს სამურაების შესახებ, ცხოვრებაში გადმოჰქონდათ იაპონური ხალხური ამბები და ხელს უწყობდნენ ურთიერთობას ხალხის წარსულთან. ამ ხაზს თქვენ თითქმის ყველა წლის ანიმეში შეამჩნევთ.

1930-40-იანი წლები: ტექნოლოგია და ომი

წლების განმავლობაში იაპონური ანიმაციის ინდუსტრიას თანდათან ემატებოდა დღეს ფართოდ გამოყენებული ტექნიკა: მულტიკამერა, ციფრული ანიმაცია და ა.შ.

გამძაფრებული იაპონური ნაციონალიზმის შედეგად, 1930-იანი წლებიდან მოყოლებული ანიმე არა გასართობ, არამედ პროპაგანდისტულ ან კომერციულ მიზნებს ემსახურებოდა.

პირველი გართობაზე ორიენტირებული სტუდია - ტოეი, 1948 წელს დაარსდა.

მათ მიერ შექმნილი პირველი ნამუშევრები დისნეის პროდუქციის მძლავრ გავლენას განიცდიდნენ, რადგან დისნეი ისეთივე პოპულარული იყო იაპონიაში, როგორც დანარჩენ მსოფლიოში.

ამის თვალსაჩინო მაგალითია 1959 წელს შექმნილი მინი-ანიმე Shōnen Sarutobi Sasuke და ის გახდა პირველი ანიმე, რომელიც ამერიკულ კინოთეატრებს ესტუმრა მეტრო გოლდენ მაიერის მეშვეობით (1961 წელს).

ანიმეს პოპულარობის ზრდას სამოციან წლებში ტელევიზიის ბუმმა შეუწყო ხელი.

ამ პერიოდში შექმნა ტოეიმ მისი პირველი სატელევიზიო სერიალი პოპულარულ მანგებზე; კუდიანი სალი და ბიჭი და რობოტი. ამავე პერიოდში შეიქმნა დიტო შოტარო იშინომორის საკულტო ანიმე კიბორგი 009.

ამ ეპოქაში ანიმეს პროდუქცია ძირითადად იაპონელი აუდიტორიისათვის იქმნებოდა, თუმცა ინგლისურენოვან ბაზარზე ექსპორტის წილი იზრდებოდა. მაყურებელთა ცნობიერებაში ანიმე იაპონურ კულტურას არ უკავშირდებოდა.

1970-იანი წლები: რობოტები, ლიტერატურა და ხელოვნება

იაპონური ანიმეს უმთავრესი ექსპორტი ამერიკის ბაზარზე 1963 წელს მოხდა - ოსამუ ტეძუკას მიერ სუპერძალებით დაჯილდოებული ბიჭის შესახებ შექმნილი მანგის ადაპტაცია - ასტრო ბიჭუნა NBC-ის მაყურებლებმა ფრედ ლედის დახმარებით იხილეს.

ამ უკანასკნელს უკავშირდება ტეძუკას კიმბა - თეთრი ლომის პოპულარიზაციაც. ეს ნამუშევარი ნოსტალგიის წყაროდ იქცა თაობებისათვის, თუმცა, სამშობლოში ლეგენდარული სტატუსის მიუხედავად, მისი შემქმნელის სახელი დღემდე უცნობია.

1968 წელს სტუდია ტაცუნოკუმ იგივე ფორმულა გაიმეორა - იაპონური მანგის ადაპტაციით მან საერთაშორისო ჰიტი შექმნა. ეს ჰიტი მრბოლელი იყო, ხოლო მის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი პიტერ ფერნანდესს მიუძღვის.

მოგვიანებით, ამ საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ სენდი ფრენკი, კარლ მაქეკი და სხვა იმპრესარიოები.

ამ პერიოდში ანიმეს სერიალები ხანგრძლივ გადამუშავების პროცესს გადიოდნენ უცხოური აუდიტორიისათვის. გარდა დუბლირებისა, მძლავრად მოქმედებდა ცენზურის ფაქტორიც. დიდი დრო გავიდა, სანამ პუბლიკა ორიგინალურ ნაწარმს მოითხოვდა.

ამ პერიოდში, 1978 წელს, იაპონური ანიმეს ლეგენდამ, ჰაიაო მიაძაკიმ, თავისი ნიჭი გამოცადა მთავარ რეჟისორის დარგში, თავად დაწერა სცენარი ფილმზე და თავადვე გადაიღო ანიმე: კონანი - ბიჭუნა მომავლიდან / Mirai shônen Konan (1978) ალექსანდე კეას - გასაოცარი გარღვევა / The Incredible Tide მოთხრობის მოტივებზე, სადაც მიაძაკიმ მხოლოდ სამყაროს აღწერილობა გადაიღო, ხოლო სიუჟეტი მთლიანად შეცვალა.

შემდეგი ანიმე ჰაიაოს პირად ფილმოგრაფიად ითვლება. მან პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე კალიოსტროს სასახლე / Kariosutoro no shiro-ზე მუშაობა 1979 წელს დაიწყო. ამის შემდეგ, კომპანია Animage-მ მიაძაკის შესთავაზა გადაეღო ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია – ნაუსიკა ქარების მდელოდა / Kaze no tani no Naushika.

1980-90-იანი წლები: ოქროს ხანა

1980-90-იანი წლები ანიმეს ისტორიის ოქროს ხანაა. ამ პერიოდში ჟანრებისა და ინტერესების დიდი აფეთქება მოხდა.

1985 წელს, მიაძაკიმ ტაკაჰატასთან ერთად ჩამოაყალიბა სტუდია Studio Ghibli, სადაც შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ანიმეები როგორიცაა ჩემი მეზობელი ტოტორო / Tonari no Totoro, კიკის საფოსტი სერვისი / Majo no takkyûbin, ლაპუტა : საჰაერო ციხე / Tenkû no shiro Rapyuta და სხვა.

პრინცესა მონონოკე / Mononoke-hime-მ დიდი კომერციული წარმატება მოიტანა და ყველა დროის ყველაზე წარმატებულ კინონამუშევრად ითვლება იაპონიაში.

2000 წლიდან დღემდე: ანიმეს ევოლუცია

2001 წელს ნამდვილ სენსაციად იქცა მოჩვენების მიერ გატაცებული / Sen to Chihiro no kamikakushi, რომელმაც მიიღო რამდენიმე ცნობილი პრიზი, მათ შორის – 2002 წლის ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის.

2005 წელს ვენეციის კინოფესტივალის ცერემონიაზე, მიაძაკიმ მიიღო სპეციალური პრიზი, ანიმაციაში შეტანილი წვლილისთვის.

2006 წელს გორო მიაძაკიმ, ჰაიაოს შვილმა, გამოუშვა თავისი პირველი ფილმი – ისტორიები ხმელეთზღვიდან, რომელიც ეფუძნება ურსულა ლე გუინის ამავე სახელწოდების ფენტეზის ჟანრის ეპოპეას.

The Wind Rises მიაძაკის ბოლო ფილმია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული რეჟისორი დამსახურებულ პენსიაზე გადის.

ალბათ გსმენიათ უიღბლო, ობოლი ბიჭი ნარუტოს საოცარი თავგადასავლის შესახებ, რომელსაც თანასოფლელები დასცინიან და თან უფრთხიან, ცხრაკუდიანი დემონი მელას გამო.

ოთხივე სტიქიის მმართველი ავატარი ენგის ისტორიაც ძალიან პოპულარულია. პოკემონები თითოეული ჩვენგანის ბავშვობის ნაწილია.

ძალიან პოპულარულია ფილმად ქცეული კომპიუტერული თამაშებიც. ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, გემოვნების მიხედვით ეს შეიძლება იყოს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა.

ჰენტაი

ეროტიული ანიმე ჰენტაი - ქართულად გარყვნილი მანგაში, თავად მანგას ნახატებთან ერთად გაჩნდა, თუმცა 1890 წელს საკანონმდებლო რეფორმის შედეგად იაპონიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც მანგაში ჰენტაის ნებისმიერი სახით გამოვლინებას კრძალავდა. თუმცა წლების მერე ანიმაციური ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, ჰენტაიმ რამდენიმე მიმდინარეობაც კი შეიძინა.

ჰენტაის ორი ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელი ჰყავს: მოზარდები და დიდები. სიონენ არის ჰენტაი მოზარდებისთვის, თავად სიონენის გმირები თინეიჯერები არიან. მასში სექსუალური აქტები ნაკლებადაა და ძირითადი დრო სექსზე შემეცნებით საუბრებს ეთმობა, მცირედი ვიზუალური მასალის თანხლებით.

უფროსების ჰენტაი ანიმეს სეინენი ჰქვია, სადაც ძალიან თამამი და გარყვნილი სცენებია.

ასევე არსებობს იაოი და იური - ორივე მათგანი ჰომოსექსუალთა ურთიერთობების ამბავს გვიჩვენებს, იაოი კაცების, ხოლო იური - ქალების სიყვარულს მოგვითხრობს.

ანიმეს მოყვარულებისთვის, ყველაზე პოპულარული იაპონური ანიმაციური სტუდია Ghibli, 2020 წლისთვის საკუთარ გასართობ პარკს გახსნის, რომელსაც შეგიძლიათ ესტუმროთ და საოცარი, ანიმაციური სამყაროთი დატკბეთ.