კანცელარიასთან უკრაინის მხარდამჭერი აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ადგილზე შეკრებილები შენობას ტუალეტის ქაღალდს ესროდნენ. სამართალდამცავის თქმით, დაკავების მიზეზიც სწორედ ესაა. პოლიციელი ამბობს, რომ მათ სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

სირცხვილიას განცხადებით, დაკავებულია მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი. მათივე თქმით, ისინი აქციის დასრულების შემდეგ უმიზეზოდ დააკავეს.

იმის გასარკვევად, თუ რა მუხლით არიან ისინი დაკავებულები On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.