ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რით ემუქრება შეერთებულ შტატებს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი, მაგრამ ის, ამ მხრივ ნამდვილად აქტიურობს. უცნაურ ახალ ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში — RIA Novosti-მ, აჩვენა, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური იშლება და რუსი კოსმონავტები "გვემშვიდობებიან".

NASA Watch, კოსმოსური ახალი ამბების ბლოგმა, ეს ვიდეო დღეს გამოაქვეყნა. ვიდეოს რუსული კლასიკური ირონიული მუსიკა ახლავს. ტვიტში ნათქვამია, რომ "როგოზინი ISS-ს აშკარად ემუქრება".

რამდენიმე კვირის წინ როგოზინი დაემუქრა აშშ-ს ISS-ისგან რუსული სეგმენტის გამოყოფით, რასაც SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უპასუხა საკუთარი კომპანიის ლოგოტიპით და დაპირებით, რომ რუსებს ის ჩაანაცვლებს. ამჯერად უცნობია, ემუქრება თუ არა როგოზინი ISS-ს ატმოსფეროში ჩამოგდებით, თუ უბრალოდ რუსული ნაწილის ამოღებას ააანონსებს.

ასევე: რუსეთის აგრესია, შესაძლოა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც აისახოს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც როსკოსმოსის ხელმძღვანელი, NASA-ს აკრიტიკებს და ემუქრება. როგოზინმა პირადად მიიღო, როდესაც SpaceX-მა ISS-მდე მისასვლელად რუსული რაკეტების ჩანაცვლება დაიწყო.

მიუხედავად კონფლიქტისა, NASA ცდილობდა ურთიერთობის დასტაბილურებას. ორგანიზაციამ ამაზე ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა განცხადება.

"NASA აგრძელებს მუშაობას ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, მათ შორის სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაცია როსკოსმოსთან ერთად, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმდინარე უსაფრთხო ოპერაციებისთვის", — ამბობდა კოსმოსური სააგენტო.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი როგოზინს მაინც არ აკმაყოფილებს და რუსები ISS-ის დაშლით კვლავ იმუქრებიან.

"მოუთმენლად ველოდები, როდის გათიშავს Twitter რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს, ასე რომ ჩვენ არ მოგვიწევს ტანჯვა როგოზინისა და სხვა ბოტების ყურებით", — თქვა ალან ბოილმა, კოსმოსური საინფორმაციო გამოშვების Cosmic Log-ის შემქმნელმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.