TheOsintBunker-ის რედაქტორის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ ტვიტს თუ დავუჯერებთ, რუსეთის არმია სატვირთო ავტოკოლონების დასაცავად ხის მორებს იყენებს.

ტვიტი კერძოდ რუსულ "კამაზებს" გვიჩვენებს, რომელთა ძრავების წინა ბამპერებზე რამდენიმე მორი სტრატეგიულადაა განთავსებული, რათა ისინი მოსალოდნელი დაზიანებებისაგან დაიცვას. მორებზე "V" ნიშნებია ამოტვიფრული, რომელიც სექტორში რუსულ ავტომანქანებს სდევს თან.

სურათებს თუ დავაკვირდებით, სავარაუდოდ, მორები ავტომანქანების უკან მდგარი ხეებისგან მოიჭრა. მსგავსი აღჭურვილობის მიზანი დაზუსტებული არ არის, რადგან ხის ფორტიფიკაციის ავტორებს არავინ გასაუბრებია, თუმცა, სავარაუდოდ, მათ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღისაგან სატვირთოთა დასაცავად იყენებენ.

რუსული ავტომობილების ძრავები გადახურებას ვერ იტანს და ირთვება, ამიტომაც უკრაინელთა ჩასაფრებული რაზმებისათვის ეკიპაჟი დაუცველი სამიზნე ხდება. ზოგიერთ სატვირთოს ამის თავიდან ასაცილებლად მეტალის ნარჩენებიც კი აქვს მიმაგებული.

რუსული სატვირთო ავტოკოლონები სამხედრო ძალებს ჯარისკაცებს, საკვებსა და წყალს აწვდის, თუმცა, ახლახან გავრცელებულ ფოტოსურათებში მათ PMP-ის პონტონური ხიდის ელემენტები გადააქვთ, ეს უკანასკნელები კი ქვეყანაში რუსეთის სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად უკრაინელებისათვის მომგებიანი სამიზნეებია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.