7 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,3991 ლარი გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 12,47 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 7,67 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 3,6802 ლარს გაუტოლდა.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 38,29 თეთრით, ხოლო ევროსთან 25,53 თეთრით არის გაუფასურებული.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 8 მარტს შევა ძალაში.