აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, თორნიკე რიჟვაძე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, ვინ დაიწყო ომი და ამბობს, რომ ამისთვის საერთაშორისო სასამართლოს უნდა მივმართოთ. ჟურნალისტებთან მისი საუბრის ვიდეო TV პირველმა გაავრცელა. ასევე რიჟვაძის აზრით, ამაზე პასუხი ჟურნალისტებმა დარგის ექსპერტებისგან უნა მიიღონ.

"ეს უნდა კითხოთ ამ დარგის ექსპერტებს... მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას... საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ", — უთხრა მან ჟურნალისტებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში