იური აკოპოვი და ლევან ლევანიძე ის ფოტოგრაფები არიან საქართველოდან, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიებში ევროპელ ფოტოგრაფთა ფედერაციის (FEP) ჯილდო - ოქროს კამერა მოიპოვეს.

2 აპრილს, FEP-მა ყოველწლიური კონკურსის შედეგები გამოავლინა. FEP ევროპული პროფესიონალი ფოტოგრაფი 2017-ის ტიტული სლოვაკ ფოტოგრაფს, პიტერ ჩაკოვსკის ერგო. საერთო ჯამში კონკურსზე 25 ქვეყნიდან ორი ათასზე მეტი ფოტო შევიდა.

ლევან ლევანიძემ პრიზი პეიზაჟის კატეგორიაში მოიპოვა.

რაც შეეხება იური აკოპოვს, მისმა ნამუშევრებმა პრიზი ქორწილის კატეგორიაში აიღო.