ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვარი 20-25 000-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. დავითაშვილმა ეს განცხადება მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"რიცხვები, თუ არ ვცდები, არის 20-25 000 ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, ანუ ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა გვექნებოდა. შედარება არ არის 2021 წელთან, რადგან დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, იყო მკაცრი იზოლაციის რეჟიმი პანდემიიდან გამომდინარე. 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია ასე, რომ საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკებისშემცველია, ეს ასე არ არის", — ამბობს ის.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძულია და საინტერესოა ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის იმ კუთხით, რომ საქმის კეთება თავისუფალ რეალობასი შეძლონ.